ზასეთასოფელი საქართველოში, ჯავის მუნიციპალიტეტში (ჩასავლის თემი).

სოფელი
ზასეთა
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მუნიციპალიტეტი ჯავის მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 42°31′48″ ჩ. გ. 43°39′11″ ა. გ. / 42.53000° ჩ. გ. 43.65306° ა. გ. / 42.53000; 43.65306
ცენტრის სიმაღლე 1480
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ზასეთა — საქართველო
ზასეთა

მდებარეობს მდინარე ჯეჯორის (რიონის აუზი) მარჯვენა მხარეს, ზღვის დონიდან 1480 მეტრზე, ჯავიდან 40 კმ-ის, ხოლო ონიდან 24 კმ-ის დაშორებით. 1922-1990 წლებში შედიოდა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის შემადგენლობაში. ოლქის გაუქმების შემდეგ, 1990-2006 წლებში მიეკუთვნა ონის რაიონს (მუნიციპალიტეტს), თუმცა რჩებოდა სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რეჟიმის კონტროლს ქვეშ. 1989 წლის აღწერით იყო 145 მცხოვრები.

2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.

ლიტერატურა

რედაქტირება