ზანდუკი
ზანდუკი (ყოფ. ნათიანი) — სოფელი საქართველოში (მცხეთა-მთიანეთის მხარე), დუშეთის მუნიციპალიტეტში (გუდამაყრის ადმინისტრაციული ერთეული).[1]
სოფელი | |
---|---|
ზანდუკი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | მცხეთა-მთიანეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | დუშეთის მუნიციპალიტეტი |
თემი | გუდამაყარი |
კოორდინატები | 42°25′19″ ჩ. გ. 44°44′57″ ა. გ. / 42.42194° ჩ. გ. 44.74917° ა. გ. |
ადრეული სახელები | ნათიანი |
ცენტრის სიმაღლე | 1360 მ |
მოსახლეობა | 22[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 100 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
მდებარეობს გუდამაყრის არაგვის (მთიულეთის არაგვის მარცხენა შენაკადი) მარცხენა ნაპირას, ზღვის დონიდან 1360 მ სიმაღლეზე. ქალაქ დუშეთიდან დაშორებულია 61 კილომეტრით.
სოფელში სამი უბანია: ნათიანი, ლაგაზიანი, კოტორიანი. ყოველ მათგანში შემორჩენილია დარბაზული ეკლესიების ნანგრევები. ლაგაზიანში არის მთავარანგელოზის ნიში — მთელი სოფლის საერთო სალოცავი. ნათიანში ძველად მდგარა ციხე, რომელიც არ შემორჩენილა. ზანდუკის სამხრეთ-აღმოსავლეთით, მთის ფერდობზე და ქედის ქიმზე არის ადრეფეოდალური ხანის ორი ციხე ზურგიანი კოშკებით — მახვილოკლის ციხე და მახვილოს ციხე. სოფ. ზანდუკიდან არიან წარმოშობით აზნაური ზანდუკელები.
დემოგრაფია
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 22 ადამიანი.[1]
აღწერის წელი | მოსახლეობა | მამაკაცი | ქალი |
---|---|---|---|
1926[2] | 126 | 62 | 64 |
2002 | 63[3] | ||
2014 | 22 |
ლიტერატურა
რედაქტირება- გვასალია ჯ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 308.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 6 სექტემბერი 2016.
- ↑ ს. მაკალათია, „მთიულეთი“, ტფ., 1930, გვ. 12
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-07-05.