მახვილოს ციხე
მახვილოს ციხე — არქიტექტურული ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახვიჯთან ახლოს, ეგრეთ წოდებულ მახვილოს მთის წვერზე, სტრატეგიულად ხელსაყრელ ადგილზე. განეკუთვნება განვითარებულ შუა საუკუნეებს. ნაგებია ნატეხი ქვითა და დუღაბით. ციხე სხვადასხვა დონეზე განლაგებული და ერთმანეთზე მიდგმული ოთხი ნაგებობისგან შედგება. მათგან ჩრდილო განაპირა ნაგებობა გეგმით ტეხილი ფორმისაა, დანარჩენი სამი - კვადრატული (10 x 10 მეტრი). იგი ძლიერ დაზიანებულია. შემორჩენილია ოთხივე ნაგებობის დასავლეთ კედელი (სიმაღლე 2,9-3,5 მეტრი) და განაპირა ნაგებობათა აღმოსავლეთ კედლების ფრაგმენტები. შესასვლელი ჩრდილო განაპირა ნაგებობის დასავლეთ კედელშია. კარი ორივე მხრიდან ბრტყლადაა გადახურული. მომდევნო, სამხრეთით მდებარე ნაგებობის დასავლეთ კედელში სწორკუთხა (5,3 x 4,2 მეტრი) კოშკია ჩართული (შემორჩენილია ქვედა, მასიური ნაწილი), რომელსაც დასავლეთიდან (თითქმის მთელ სიგრძელე) მომრგვალებული კონტრფოსი აკრავს.
ლიტერატურა
რედაქტირება- ბაგრატიონი გ., მაცაბერიძე ბ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 320.