ვიკიპედია:რა არ არის ვიკიპედია

(გადამისამართდა გვერდიდან ვპ:ლექსიკონი)

ვიკიპედია ერთდროულად არის ინტერნეტ-ენციკლოპედია, ასეთი ენციკლოპედიის შექმნის ტექნიკური საშუალება და ასევე ინტერნეტ-საზოგადოება, რომლის წევრები ერთობლივად ქმნიან ამ ენციკლოპედიას. მაგრამ არის ბევრი რამ, რისი ფუნქციაც ვიკიპედიას არ შეიძლება დაეკისროს.

ვიკიპედია არ არის ბეჭდვითი ენციკლოპედია

მალხმობა:
ვპ:ქაღალდი

ეს ნიშნავს იმას, რომ ვიკიპედიაზე მუშაობისას ჩვენ არ ვართ შეზღუდულები რაოდენობრივი (სტატიების, გვერდების რიცხვი), მოცულობითი (სტატიის სიდიდე), შინაარსობრივი (თემატიკა) მახასიათებლებით. ამასთან, არსებობს სტატიის ზომის გარკვეული „დასაშვები ზღვარი“, რომლის ზემოთ ბევრ მომხმარებელს გაუჭირდება შესაბამისი გვერდის გახსნა ტექნიკური პრობლემების გამო. ასეთ შემთხვევაში სტატია უნდა დაიყოს გარკვეულ ნაწილებად (თავი, ქვეთავი) და თითოეული მათგანი გაფორმდეს ცალკე გვერდად.

ვიკიპედია არ არის ლექსიკონი

მალხმობა:
ვპ:ლექსიკონი

ეს იმას ნიშნავს, რომ ვიკიპედიის სტატია:

  • არ არის მხოლოდ განმარტება — არ უნდა შექმნათ სტატია მხოლოდ იმისათვის, რომ რაიმე ტერმინი განმარტოთ. რა თქმა უნდა ზოგიერთი სტატიას უნდა იწყებოდეს კარგი განმარტებით, მაგრამ აუცილებელია მისი შევსება შესაბამისი ინფორმაციით.
  • არ არის ასეთი განმარტებების სია — თუმცა არსებობს სპეციალური გვერდები, რომლებიც იქმნება არაორაზროვნების თავიდან ასაცილებლად. ისინი გამოიყენება ერთი სიტყვის (ტერმინის) სხვადასხვა მნიშვნელობის განმარტებისა და შესაბამისი ბმულების გაკეთებისათვის.
  • არ არის მართლწერის სახელმძღვანელო — ვიკიპედიის პირდაპირი დანიშნულება არ არის იმის სწავლება, თუ როგორ და როდის გამოიყენება სიტყვა, როგორ იწერება და როგორ გამოითქმის სწორად, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში ასეთი მითითებების მიცემა შესაძლებელია.

ვიკიპედია არ არის ინფორმაციის უწესრიგო კოლექცია

ნებისმიერი სტატია ხელმისაწვდომი უნდა იყოს მომხმარებლისათვის, ე.ი. შესაძლებელი უნდა იყოს მისი პოვნა რაიმე გზით. ვიკიპედიის დამხმარე ინსტრუმენტები იმის საშუალებას იძლევა, რომ ყოველ სტატიას მიუჩინოთ თავისი ადგილი თემატურ თუ ანბანურ იერარქიაში. ამისათვის კი არსებობს კარგი საშუალებები კატეგორიების (მათ შორის ქვეკატეგორიების), სიების, ლოკალური და ენათშორისი ბმულების სახით.

ვიკიპედია არ არის ყველაფრის არქივი

ვიკიპედიაში ტექსტების, გრაფიკული და მედია-ფაილების განთავსება საკმაოდ ადვილია, მაგრამ ეს არ გვაძლევს იმის უფლებას, რომ ვიკიპედია გადავაქციოთ ბიბლიოთეკად, ფონოთეკად ან სხვა რაიმე „თეკად“. ნუ ჩაწერთ ვიკიპედიაში:

  • ლიტერატურული ნაწარმოებების (მითების, ლეგენდების, ზღაპრების, ლექსების და ა. შ.) შინაარსებს, რაც არ უნდა საჭიროდ და მნიშვნელოვნად გეჩვენებოდეთ იგი.
  • წერილების, მემუარების შინაარსებს, რაც არ უნდა გამოჩენილ პიროვნებას ეკუთვნოდეს იგი.
  • კანონების, დადგენილებების და სხვა ოფიციალური დოკუმენტების შინაარსებს.
  • დიდი რაოდენობით სურათებს და გრაფიკულ მასალას პირადი ან სხვა პირის არქივიდან.

ვიკიპედია არ არის ინფორმაციის პირადი საცავი

ვიკიპედიის ყველა მონაწილეს აქვს საკუთარი პირადი გვერდი, მაგრამ ისინი გამოიყენება მხოლოდ ვიკიპედისთან დაკავშირებული ინფორმაციის განსათავსებლად. დაუშვებელია ვიკიპედიის გვერდებზე პირადი ვებ-გვერდის შექმნა, ვიკიპედიასთან კავშირის არმქონე ფაილების, მათ შორის გრაფიკული, მედია-ფაილების ჩატვირთვა. თუ თქვენ გსურთ ვიკი-ტექნოლოგიის გამოყენება გარკვეული სახის პირადი ინფორმაციის ინტერნეტში განსათავსებლად, მიმართეთ აქ მითითებულ ვებ-საიტებს:

ვიკიპედია არ არის ტრიბუნა

ვიკიპედიის სივრცე და მისი სტატიები არ შეიძლება გამოიყენებულ იქნეს როგორც ტრიბუნა, სადისკუსიო კლუბი, იარაღი პროპაგანდისა და რეკლამისათვის ვინმეს კერძო ინტერესებისათვის. განხილვა, გარჩევა, დისკუსია შეიძლება ნებისმიერ საკითხზე, რომელიც უკავშირდება ვიკიპედიის საგანს, მაგრამ სპეციაულრად ამ მიზნით გამოყოფილ გვერდებზე და არა უშუალოდ სტატიებში.

ვიკიპედიის სტატია არ არის...

  • პირადი ესსე, რომელიც გადმოცემული იქნება თქვენი საკუთარი შეხედულებები რაიმე თემაზე. ვიკიპედია გამიზნულია საერთო საკაცობრიო ცოდნის დაგროვებისათვის.
  • ორიგინალური გამოკვლევა, რომელშიც წამოყენებულია ახალი თეორიები და გადაწყვეტილებები, შემოტანილია ახალი სიტყვები და ტერმინები და სხვა. თუ თქვენ ჩატარებული გაქვთ ორიგინალური გამოკვლევა რაიმე თემაზე, გამოაქვეყნეთ სხვა ადგილას: ჟურნალში, პერიოდიკაში, სოლიდურ ვებ-საიტზე.
  • კრიტიკული მიმოხილვა. ბიოგრაფიები და სტატიები ხელოვნებაზე, პოლიტიკაზე და სხვა, შეიძლება იყოს ენციკლოპედიის ნაწილი, მაგრამ კრიტიკული შეფასებები პიროვნებებზე და თემებზე დასაშვებია იმ შემთხვევაში,თუ ის დაფუძნებულია ინფორმაციაზე, რომლის შემოწმებადია (მითითებული უნდა წყაროები). ამ შემთხვევაში იგი არ განიხილება, როგორც რედაქტორის პირადი მოსაზრება.
  • რეკლამა. სტატიები კომპანიებზე და მათ პროდუქციაზე დასაშვებია, თუ ისინი დაწერილი იქნება მიუკერძოებლად და ობიექტურად. ამასთან ეს ინფორმაცია შემოწმებადი უნდა იყოს მესამე პირების მიერ. მცირე, შესაბამისი სახელისა და ავტორიტეტის არმქონე კომპანიებზე ინფორმაციების განთავსება არ არის რეკომენდირებული.