ვოლგა-კამის ნაკრძალი

ვოლგა-კამის ნაკრძალი ასევე ვოლჟსკო-კამსკი ან ვოსშკო-კამისკი (რუს. Волжско-Камский заповедник) — მკაცრი ეკოლოგიური რეზერვი რუსეთში, თათრეთის რესპუბლიკაში მდინარეების ვოლგის, კამის და მიოშას შესართავში. ნაკრძალი სედგება ორი ნაწილისგან. ერთი ვოლგის მარცხენა სანაპიროს ტერასებზე, ხოლო მეორე მონაკვეთი დაახლოებით 100 კმ-ზე ვოლგაზე შესართავიდან ზემოთ და ესაზღვრება ქალაქ ყაზანის დასავლეთ გარეუბანს. ნაკრძალი მდებარეობს თათარსტანის ზელენოდოლსკის და ლაიშევსკის რაიონებში.[1][2] ნაკრძალი ოფიციალურად 1960 წელს დაარსდა შუა ვოლგის რეგიონის დარჩენილი ტყის და ტყე-სტეპის ჰაბიტატის დასაცავად. მოიცავს 8,024 ჰექტარს. სამეცნიერო შესწავლის განსაკუთრებული ფოკუსია კუიბიშევის წყალსაცავის გავლენა ადგილობრივ გარემოზე. წყალსაცავი დასრულდა 1950-იანი წლების შუა ხანებში და არის ყველაზე დიდი წყალსაცავი ევროპაში. ვოლგა-კამას ნაკრძალი იუნესკოს ბიოსფერული ნაკრძალის ნაწილია.

ვოლგა-კამის ნაკრძალი
მდებარეობა თათრეთი, რუსეთი
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
უახლოესი ქალაქი ყაზანი
კოორდინატები 55°18′10″ ჩ. გ. 49°17′10″ ა. გ. / 55.30278° ჩ. გ. 49.28611° ა. გ. / 55.30278; 49.28611
ფართობი 8,024 ჰექტარი
დაარსდა 1960
მმართველი ორგანო ბმული

ტოპოგრაფია

რედაქტირება

ვოლგა-კამის ნაკრძალი შედგება ორი ნაწილისგან:

რაიფა (ყაზანიდან დასავლეთით 30 კილომეტრში). რაიფას სექტორი ძირითადად ბრტყელი ან ტალღოვანი კარსტული ლანდშაფტია ხევებითა და ხეობებით. კარსტული რელიეფის ტბებითა და სამხრეთით ტაიგის ტყის საფარით. ტყის დიდი ნაწილი ძველია, დაახლოებით 250-300 წლის ხეებით. მდინარე შუმკას ხეობა რაიფას კვეთს სამხრეთ-აღმოსავლეთიდან სამხრეთ-დასავლეთით ვოლგას მიმართულებით. ამ მონაკვეთის ჩრდილოეთის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს რაიფას ტბა, რომელიც ნაკრძალის ამ მონაკვეთში არსებული მრავალი ტბიდან და ჭაობიდან უდიდესია.

სარალა (ყაზანიდან სამხრეთით 60 კილომეტრში). სარალას სექტორი არის ნახევარკუნძული, რომელიც მდებარეობს კუიბიშევის წყალსაცავის მეოთხეულ ტერასებზე. რეზერვუარი 1956 წელს შეიქმნა. მისი სიმაღლე ზღვის დონიდან მერყეობს 49-დან 53 მეტრამდე. ამ სექტორს ძირითადად ფოთლოვანი ტყის საფარი აქვს.[2]

ჩრდილოეთ სექტორის მდინარის ხეობების აბსოლუტური სიმაღლე 66 მეტრამდეა; რაიფას სექტორის ჩრდილოეთ და სამხრეთ ადგილები 120 მეტრსაც აღწევს.

კლიმატი და ეკორეგიონი

რედაქტირება

ვოლგა-კამის ნაკრძალი აღმოსავლეთ ევროპის ტყის ტრამალის ეკორეგიონში მდებარეობს, რომელიც ჩრდილოეთის ფართოფოთლოვან ტყეებსა და სამხრეთით მდებარე მდელოებს შორის გარდამავალი ზონაა. ეს ეკორეგიონი ხასიათდება ტყეების, სტეპებისა და მდინარის ჭაობების მოზაიკით.[3]

ვოლგა-კამის ნაკრძალში არის ნოტიო კონტინენტური კლიმატი (კიოპენის კლიმატის კლასიფიკაცია). ეს კლიმატი ტემპერატურის მნიშვნელოვანი რყევებით გამოირჩევა, როგორც დღის ასევე სეზონურ ჭრილში. აქვს რბილი ზაფხულები და ცივი თოვლიანი ზამთრები.[4][5] ნაკრძალში საშუალო ტემპერატურა მერყეობს −12.2 °C-დან იანვარშ 19.5 °C-მდე ივლისში. ნალექის მოცულობა მერყეობს 490 – 640 მილიმეტრში წელიწადში.[2]

ფლორა და ფაუნა

რედაქტირება
 
თეთრკუდა ფსოვი ვოლგა-კამის ნაკრძალში

ნაკრძალის ორი სექტორი ორ განსხვავებულ ბიოგეოგრაფიულ ზონას განეკუთვნება, რადგან ისინი გადაჭიმულია ტენიანობის გამყოფ ზოლზე რომელიც ჰყოფს ჩრდილოეთით არსებულ შერეულ წიწვოვან-ფოთლოვან ტყეებს სამხრეთის ფოთლოვან ტყეებისგან. რაიფას სექტორის ძირითადი ხეებია ნაძვი და ჩვეულებრივი ფიჭვი. 600-ზე მეტი სახეობის წყალმცენარე და 700-ზე მეტი სახეობის სოკოა დაფიქსირებული ნაკრძალის ტერიტორიაზე. მეცნიერებმა ასევე დააფიქსირეს 844 სახეობის სისხლძარღვოვანი მცენარე.[6]

ჩრდილოეთ სექტორის (რაიფა) ცხოველთა სამყარო სამხრეთ ტაიგისთვის დამახასიათებელია: მღრღნელები, ბიგასებრნი, ტყის თაგვები, ღამურები, ციყვი, კვერნა, მელა, კურდღელი და ლოსი. სარალას სექტორის ფაუნა უფრო სამხრეთული ხასიათისაა, კურდღლებით, გარეული ღორებითა და შველით. 1996 წელს თახვი ხელახლა დააბრუნეს ველურ ბუნებაში. ფრინველებს შორისაა ტყის ფრინველები და წყლის ფრინველები, რაც ასახავს ამ ტერიტორიის ჰაბიტატის მრავალფეროვნებას. სარალის სექტორის ტერიტორიაზე თეთრკუდა ფსოვი ყველაზე დიდი პოპულაციაა ევროპაში.[7]

ეკოგანათლება და ხელმისაწვდომობა

რედაქტირება

ვოლგა-კამის ნაკრძალი მოსახლეობისთვის ძირითადად დაკეტილია. მეცნიერებს და სხვა კვლევითი მიზნებისთვის შესაძლებელია ადმინისტრაციის მეშვეობით ვიზიტის ორგანიზება. გამონაკლისია სარალის მონაკვეთი სადაც ფრინველებზე დაკვირვებისთვის საფარის ტურების მოწყობაა შესაძლებელი.[8] ნაკრძალის ტერიტორიაზე ასევე არის შესღუდული რაოდენობით ეკოტურისტული ბილიკები.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Volzshko-Kamisky Zapovednik (Official Site) ru. Ministry of Natural Resources and Environment (Russia). დაარქივებულია ორიგინალიდან — დეკემბერი 21, 2016. ციტირების თარიღი: January 21, 2016
  2. 2.0 2.1 2.2 Vosshko-Kamisky Zapovednik ru. Ministry of Natural Resources and Environment (Russia). ციტირების თარიღი: January 21, 2016
  3. East European forest steppe. Encyclopedia of Earth. დაარქივებულია ორიგინალიდან — აგვისტო 14, 2018. ციტირების თარიღი: January 24, 2016
  4. Kottek, M., J. Grieser, C. Beck, B. Rudolf, and F. Rubel, 2006. World Map of Koppen-Geiger Climate Classification Updated en. Gebrüder Borntraeger 2006. ციტირების თარიღი: September 14, 2019
  5. Dataset - Koppen climate classifications en. World Bank. ციტირების თარიღი: September 14, 2019
  6. Vosshko-Kamisky Zapovednik - Flora and Fauna ru. Ministry of Natural Resources and Environment (Russia). ციტირების თარიღი: March 11, 2016
  7. Волжско-Камский государственный природный биосферный заповедник |.
  8. Наблюдения за животными в естественных условиях | Волжско-Камский государственный природный биосферный заповедник.