კუიბიშევის წყალსაცავი
კუიბიშევის წყალსაცავი (რუს. Куйбышевское водохранилище; თათრ. Куйбышев сусаклагычы) — წყალსაცავი რუსეთში, მდინარე ვოლგაზე. მოქცეულია ჩუვაშეთის, მარი-ელის, თათრეთის, ულიანოვსკისა და სამარის ტერიტორიებზე. შექმნილია 1955-1957 წწ. წყალსაცავის სიგრძე 500 კმ-ია, მაქსიმალური სიგანე 40 კმ. წყლის სარკის ფართობი 6450 კმ². წყლის მოცულობა 58 კმ³, რომელთაგან 34 კმ³ სასარგებლოა. საშუალო სიღრმე 8 მ, მაქსიმალური სიღრმე 41 მ.
კუიბიშევის წყალსაცავი | |
---|---|
რუს. Куйбышевское водохранилище | |
კოორდინატები: 53°27′ ჩ. გ. 49°10′ ა. გ. / 53.450° ჩ. გ. 49.167° ა. გ. | |
ქვეყანა | რუსეთი |
ზღვის დონიდან | 53 მ |
სიგრძე | 500 კმ |
სიგანე | 40 კმ |
ფართობი | 6450 კმ² |
მოცულობა | 58 კმ³ |
სანაპირო ხაზის სიგრძე | 2604 კმ |
უდიდესი სიღრმე | 41 მ |
საშუალო სიღრმე | 8 მ |
მდინარე | ვოლგა |
შევსების წელი | 1955-1957 |
კუიბიშევის წყალსაცავი ახდენს ჩამონადენის სეზონურ რეგულირებას, წყალსაცავის დონე ცვალებადობს 6 მ ფარგლებში. უმთავრესად საზრდოობს თოვლის წყლით. იყინება ნოემბერ-დეკემბერში, ყინულძვრა აპრილშია, ზოგჯერ მაისის დასაწყისში. კუიბიშევის წყალსაცავი შეიქმნა ენერგეტიკული, წყლის ტრანსპორტის, ირიგაციისა და წყალმომარაგების მიზნით. გარდა ამისა წყალსაცავი გამოიყენება სათევზაოდ. ხშირია ნაპირების წარეცხვა და აბრაზია, გააქტიურდა მეწყერი.