ჩუვაშეთი
Чӑваш Республики

Flag of Chuvashia.svg Coat of Arms of Chuvashia.svg
ჩუვაშეთის დროშა ჩუვაშეთის გერბი
Chuvash Republic
დედაქალაქი ჩებოქსარი
ფართობი

- სულ
- წყალი %

74-ე

18 300 კმ²
1,5

მოსახლეობა

- სულ
- სიმჭიდროვე

41-ე

დაახ. 1 290 000 (2007)
დაახ. 70,5 კაცი/კმ²

ფედერალური ოლქი ვოლგისპირეთი
ეკონომიკური რაიონი ვოლგა-ვიატკა
სახელმწიფო ენა ჩუვაშური, რუსული
პრეზიდენტი ნიკოლაი ფიოდოროვი
საავტომობილო კოდი 21, 121
სასაათო ზონა MSK+1 (UTC+04:00)

ჩუვაშეთი (რუს. Чувашская Республика) — რუსეთის ფედერაციის სუბიექტი, არის საპრეზიდენტო, უნიტარული და დემოკრატიული რეპუბლიკა. აქვს თავისი კონსტიტუცია და კანონმდებლობა. სახელმწიფო ენებია ჩუვაშური და რუსული. დედაქალაქია ჩებოქსარი.

Chuvashia03.png

გეოგრაფიარედაქტირება

მდებარეობს აღმოსავლეთ ევროპის მაღლობის აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე ვოლგის მარჯვენა სანაპიროზე. რესპუბლიკას დასავლეთიდან ესაზღვრება ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქი, ჩრდილოეთიდან რესპუბლიკა მარეთი ელ, არმოსავლეთიდან თათრეთი, სამხრეთიდან მორდვეთი და ულიანოვსკის ოლქი.

ისტორიარედაქტირება

ჩუვაშეთის ავტონომიური ოლქი დაარსდა 1920 წლის 24 ივნისს. 1925 წლის 21 თებერვალს ეწოდა ჩუვაშეთის ასსრ, ხოლო 1992 წლიდან - ჩუვაშეთის რესპუბლიკა.

ადმინისტრაციული დაყოფარედაქტირება

ჩუვაშეთის რესპუბლიკის შემადგენლობაში შედის 21 რაიონი, 9 ქალაქი, 8 დაბა და დაახლოებით 1700 სოფელი. უდიდესი ქალაქებია: ჩებოქსარი (441,6 ათ. კაცი), ნოვოჩებოქსარსკი (126,3 ათ. კაცი), კანაში (47,3 ათ. კაცი).

მოსახლეობარედაქტირება

2002 წლის აღწერის მიხედვით ჩუვაშეთში ცხოვრობს 106 ეროვნების ადამიანი, მათი 3/4 ჩუვაშია, ხოლო 1/4 მეტი რუსი:

ეროვნება მოსახლეობა (2002, ათ.)
ჩუვაშები 889,3 (67,69 %)
რუსები 348,5 (26,53 %)
თათრები 36,4 (2,77 %)
მორდველები 16,0 (1,22 %)
უკრაინელები 6,4 (0,49 %)
მარიელები 3,5 (0,27 %)
ბელარუსები 1,9
სომხები 1,3

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: