ვლადიმერ კანდელაკი

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ კანდელაკი.
არ უნდა აგვერიოს შემდეგ მნიშვნელობა(ებ)ში: ვოვა კანდელაკი.

ვლადიმერ არკადის ძე კანდელაკი (დ. 29 მარტი, 1908, თბილისი — გ. 10 მარტი, 1994, თბილისი) — ქართველი მომღერალი (ბანი-ბარიტონი) და რეჟისორი, სსრკ-ის სახალხო არტისტი (1970).

ბიოგრაფია რედაქტირება

დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1928 წელს და მოსკოვის თეატრალური ხელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტი 1933 წელს. 1929 წლიდან იყო კ. სტანისლავსკისა და ვლადიმერ ნემიროვიჩ–დანჩენკოს სახელობის მუსიკალური თეატრის მსახიობი და მთავარი რეჟისორი; მან შექმნა კომედიური და დრამატული სახეები: სტეფანი (შტრაუსის „ბოშათა ბარონი“), საქო (ვიქტორ დოლიძის „ქეთო და კოტე“), სულთან–ბეგი (ჰაჯიბეკოვის „არშინ–მალ–ალანი“), ტარასი (კაბალევსკის „ტარასის ოჯახი“); 1943 წლიდან მოღვაწეობდა როგორც რეჟისორი. გადარებულია კინოში.

ლიტერატურა რედაქტირება

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 364.
  • მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2007. – გვ. 127

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება