ვილჰელმ დილტეი (გერმ. Wilhelm Dilthey; დ. 19 ნოემბერი, 1833, ბიბრიხი1911 წლის 1 ოქტომბერი, ცაისი) — გერმანელი კულტურის ისტორიკოსი და ფილოსოფოსი-იდეალისტი, ცხოვრების ფილოსოფიის წარმომადგენელი, ლიტერატურის კრიტიკოსი, რომელმაც პირველად შემოიღო კონფეფცია ე.წ. მეცნიერება სულის შესახებ (გერმ. Geisteswissenschaft). დიდი გავლენა იქონია როგორც თანამედროვე ისტორიულ მეცნიერებებზე გერმანიაში (რიკერტი, ვინდელბანდი, შპრანგერი და სხვები), ასევე ლიტერატურულ კრიტიკაზე (უნგერი, ოსკარ ვალცელი, ფრიდრიხ გუნდოლფი და სხვები).

ვილჰელმ დილტეი
გერმ. Wilhelm Dilthey
დაბადების თარიღი 19 ნოემბერი, 1833(1833-11-19)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7]
დაბადების ადგილი Biebrich, ჰესენის დიდი საჰერცოგო, გერმანიის კავშირი[3]
გარდაცვალების თარიღი 1 ოქტომბერი, 1911(1911-10-01)[8] [1] [2] [3] [4] [5] [6] [7] (77 წლის)
გარდაცვალების ადგილი Seis am Schlern, County of Tyrol, ავსტრია-უნგრეთის იმპერია[3]
დასაფლავებულია Biebrich
საქმიანობა ფილოსოფოსი[6] , ისტორიკოსი, ფსიქოლოგი[6] , თეოლოგი, პედაგოგი, სოციოლოგი, უნივერსიტეტის პროფესორი, ლიტერატურული კრიტიკოსი და მასწავლებელი[6]
ენა გერმანული ენა
მოქალაქეობა  პრუსიის სამეფო[1] [1]
ალმა-მატერი ჰაიდელბერგის უნივერსიტეტი და ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი
ჯილდოები ორდენი ხელოვნებისა და მეცნიერების სფეროებში შეტანილი წვლილისათვის
მეუღლე Katharina Dilthey
შვილ(ებ)ი Clara Misch[9]

სწავლება

რედაქტირება

თავის მთავარ ნაშრომში „შესავალი მეცნიერებებში სულის შეხახებ“ (გერმ. Einleitung in die Geisteswissenschaften, 1880), ასევე „ისტორიული მეთოდის აგება მეცნიერებებში სულის შესახებ“ (გერმ. Der Aufbau der geschichtlichen Methode in den Geistesw, 1910) დილტეი უპირისპირებს მეცნიერებებს სულის შესახებ საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს (რომელშიც ის ემპირიულ ფსიქოლოგიას მოიაზრებს). ეს მეცნერებები, დილტეის აზრით, მოვლენებს ემპირიული ანალიზით შეისწავლავლიან, მათაგან განსხვავებით მეცნიერებებს სულის შესახებ საქმე აქვთ უშუალო გონებრივ საქმიანობასთან — განცდასთან.[10]

გონებრივი ცხოვრება აღიარებულია როგორც ერთიან უწყვეტ ნაკადად, მისი არსი მდგომარეობს ირაციონალურობაში, ქვეცნობიერში და თელეოლოგიურ ორიენტაციაში; მეთოდოლოგიურად ის ერთმანეთ უპირსიპირებს მოვლენის „ობიექტურ“ ან „საბუნებისმეტყველო“ ახსნას „გააზრების“ ან „ინტერპრეტაციის“ საკუთარ მეთოდს — აღწერით ფსიქოლოგიას.

დილტეის აზრით, ცხოვრება არ არის შეზღუდული და განსაზღვრული, ის საიდუმლო წყაროებიდან მოედინება და უცნობი მიზნებისკენ ისწრაფვის; ჩვენი გააზრებისთვის ის მხოლოდ ნაწილობრივ არის ხელმისაწვდომი: მხოლოდ ინდივიდუალური ცხოვრებისეული მოვლენები და მათი ფსიქოლოგიური ინტერპრეტაცია და გაგებაა შესაძლებელი. მათი გამეორებისა და კანონზომიერებებზე დაკვირვებით ხდება შესაძლებელი ზოგადი კლასიფიკაცია, რაც საშუალებას გვაძლევს ამა თუ იმ ინდივიდუალური ფენომენის ჩართვა შედარებით მუდმივ ზოგად ტიპებსა და კანონებში.

ისტორიას მთლიანობაში არანაირი მნიშვნელობა არ აქვს; აზრი აქვს მხოლოდ მისი ცალკეულ ეპოქებებზე დაკვირვებას. დილტეის „მეცნიერებას სულის შესახებ“ მცდელობაა ორი სისტემის მეთოდოლოგიურად გაერთიანებისა: ინგლისური პოზიტივიზმის მიზეზ-გენეტიკური ახსნა და გერმანული იდეალიზმის ინტუიციური გაგება.[11] დილტეის სურდა გერმანული იდეალიზმის აღორძინება უფრო მეცნიერულ საფუძველზე. მაგრამ იდეალიზმისა და პოზიტივიზმის ამ კომბინაციიდან ვერ გამოვიდა ვერც სრულყოფილი მსოფლმხედველობა, ვერც ერთიანი მეთოდი; ამ სისტემების ელემენტები ყოველთვის იშლებიან იქ, სადაც დილტეი მათ პრაქტიკაში გამოყენებას ცდილობს; ის ამა თუ იმ სისტემისკენ ემხრობა: მისი მეცნიერული კარიერის დასაწყისში ის ახლოს იყო პოზიტივიზმთან, მეორეში — განსაკუთრებით რიკერტისა და ჰუსერლის მიერ მისი ნამუშევრების კრიტიკის შემდეგ — იდეალიზმთან.

ისტორიული პერსპექტივა და კრიტიკა

რედაქტირება

დილტეას თეორიას ყველაზე მეტად აკლდა ისტორიული დინამიკის იდეა; ის ისტორიული პროცესების შესწავლის მაგივრად ინდივიდის ფსიქიკური განვითარების აღწერით იყო დაკავებული: თითქმის ყველა მისი კვლევა წარმოადგენდენ ან ბიოგრაფია ან ბიოგრაფიულ ესკიზებს. იმისათვის, რომ მის მეცნიერებას „შემოქმედებითი სინთეზის“ უნარი ჰქონოდა, იგი ჰეგელს დაუბრუნდა, მაგრამ აიღო მისი მეთოდის მხოლოდ მეტაფიზიკური ელემენტები, დიალექტიკის უგულებელყოფით; ის ისტორიული განვითარების საყრდენს გენიოსი-მხატვრების „"მეტაფიზიკურ განცდაში“ ხედავდა, რითაც მეტაფიზიკა განვითარების მთავარ კონცეფციად გახადა.

დილტეიმ, რომლის მსოფლმხედველობა გრიუნდერების ეპოქისა (Gründerzeit) და გერმანიის იმპერიალიზმის დასაწყისში ჩამოყალიბდა, ხვდებოდა იმ ეპოქაში კლასიკური იდეალიზმის აღორძინების შეუძლებლობას და სკეპტიციზმში ჩავარდა. ის წარმოადგენს განვითარების გრძელი ჯაჭვის რგოლს ნიცშედან შპენგლერამდე.

მისი დუალისტური მსოფლმხედველობის გამოყენებით, ლიტერატურული კრიტიკაში, დილტეი პირველ რიგში ეწინააღმდეგებოდა შერერ-შმიდტის ისტორიულ-ფილოლოგიური სკოლის; თუ ეს სკოლა, კონტის, ტაინისა და სხვების პოზიტივიზმის გავლენით, ცდილობდა ლიტერატურული ფენომენების შესწავლის პროცესში შემოეტანა ბუნებისმეტყველების სიზუსტეზე და ადამიანი სოციალურ არსებად მიაჩნდა, რომელიც ჩამოყალიბდა მისი გარემოს გავლენით. დილტეი თავის მხრივ პირიქით უარყოფდა გარე პირობების ზეგევლენას, რომელიც განსაზღვრავს ხელოვნების ნიმუშს, მისი ყურადღება მიპყრობილი იყო მწერლის მსოფლმხედველობაზე.

დილტეის აზრით, მხატვრის სამყარო განსხვავდება სხვა ადამიანების სამყაროსგან: პირველ რიგში, ის იკვებება პოეტური ფანტაზიით, რომელიც à priori მისი გონებრივი კონსტრუქციის ნაწილია, და მეორეც, მხატვარს ახასიათებს რეალობის ზეწოლისგან გათავისუფლების სურვილი, ამისთვის ის იყენებს მის ხელთ არსებულ ერთადერთ ინსტრუმენტს — Bautrieb-ს — სწრაფვას შემოქმედებისკენ; ამრიგად, თითოეული ხელოვნების ნიმუში წარმოადგენს ცალკეული მოვლენის ფორმულირებას, რომელიც ცხოვრებისეული გამოცდილებითა ნაკარნეხევი. ლიტერატურული კრიტიკის ამოცანებია კავშირის დამყარება პოეზიასა და მწერლის გამოცდილებას შორის.[12]

დილიეიმ ბევრს წერდა ლიტერატურულ თემებზე; მისი მთავარი ნამუშევრები: გერმანელი რომანტიკოსების ბიოგრაფიების სერია, დაწყებული ნოვალისიდან (1865) და დამთავრებული ჰიოლდერლინით (1905). მისი ნამუშევრების ძირითადი თემები: „ფანტაზია და ფსიქოლოგია პოეზიაში“ — Charles Dickens und das Genie der erzählenden Dichtung, 1876–1877; „პოეტის ფანტაზია“ — "Die Einbildungskraft des Dichters", 1877; „პოეტური წარმოსახვა და სიგიჟე“ — Dichterische Einbildungskraft und Wahnsinn, 1886; „მასალა პოეტიკის მშენებლობისთვის“ — Bausteine für eine Poetik, 1887; „თანამედროვე ესთეტიკის განვითარების სამი ქეპოქა და მისი თანამედროვე ამოცანები“ — Die drei Epochen der modernen Aesthetik und ihre heutige Aufgabe, 1892; „განცდა და შემოქმედება„ — Erlebnis und Dichtung, 1905.

ამ უკანასკნელმა ნაშრომმა განსაკუთრებით შესამჩნევი გავლენა იქონია თანამედროვე სულიერ-ისტორიულ სკოლაზე. მაგრამ რადგან დილტეის მეთოდი მთლიანობაში შედგება დუალიზმისგან, რაც გამოიხატება მუდმივი რხევებით პოზიტივიზმსა და მეტაფიზიკას შორის, მისი ლიტერატურულო მეთოდები იძლევა საშუალებას ის მოხსენებული იყოს ფორმალისტურ-ესთეტიკური სკოლის ფარგლებშიც (ვალცელი, შტრიხი და სხვები), ისევე როგორც სულიერ-ისტორიული სკოლის მრავალ სხვა ტენდენციების ფარგლებში (უნგერი, მაიკი, გუნდოლფი, ციზარცი, ბერტრამი, კორფი, ერმატინგერი და სხვები).

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • Das Leben Schleiermachers, 1870; Gesammelte Schriften, 2 Aufl., hrsg. von Mulert H., I—VII Bde, 1922—1928;
  • Шиллер Ф. П., Духовно-историческая школа в немецком литературоведении, «Лит-pa и марксизм», 1929, кн. IV; Erdmann В., Gedächtnisrede auf Dilthey, 1912;
  • Spranger E., W. Dilthey, eine Gedächtnisrede, 1912;
  • Tumarkin, Anna, Wilhelm Dilthey. L. Simion Nf.: — Берлин, 1912;
  • Krakauer H., Dilthey’s Stellung zur theoretischen Philosophie Kants, 1913;
  • Heynen W., Dilthey’s Psychologie des dichterischen Schaffens, 1916;
  • Unger Rud., Weltanschauung und Dichtung. Zur Gestaltung des Problems bei Dilthey W., 1917;
  • Cremer H., Die Begriffe „Romantik“ und «romantisch» in den „Schriften“ W. Dilthey’s, 1922;
  • Unger R., Literaturgeschichte als Geistesgeschichte. Zur Frage geisteshistorischer Synthese mit bes. Berücksichtigung auf Dilthey W., 1924;
  • Hoff B., Die Psychologie Dilthey’s W., 1926.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Плотников, Н. С. Жизнь и история: Философская программа Вильгельма Дильгея. — М.: Дом интеллектуальной книги, 2000.
  • Плотников, Николай — Куренной, Виталий. E-mail переписка по проблеме перевода некоторых терминов в рамках работы над собранием сочинений В. Дильтея // Логос. — 2001. — № 2. — С. 186—200.
  • Бибихин, В. Письмо Николаю Плотникову. По поводу перевода терминологии Дильтея // Логос. — 2001. — № 2. — С. 201—202.
  • Роди, Ф. Интенсивность жизни. К вопросу о месте графа Йорка между Дильтеем и Хайдеггером / Перевод Николая Плотникова // Логос. — 1999. — № 10. — С. 29—42.
  • Ящук, А. Н. Методологические принципы критики исторического разума В. Дильтея // Методология науки. — Томск, 1998. — Вып. 3. — С. 226—229.
  • Будаев, А. А. Философия истории Вильгельма Дильтея: Дис. …канд. филос. наук / Санкт-Петербургский гос. ун-т. — СПб., 2002.
  • Михайлов, И. А. Понятия «жизнь» и «история» в немецкой философии конца XIX — начала XX века: Граф Йорк фон Вартенбург, В. Дильтей и ранний Хайдеггер: Дис. … канд. филос. наук. — М., 1996.
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 Bollnow O. F. Encyclopædia Britannica
  2. 2.0 2.1 SNAC — 2010.
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  4. 4.0 4.1 Internet Philosophy Ontology project
  5. 5.0 5.1 Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
  6. 6.0 6.1 6.2 6.3 6.4 The Fine Art Archive
  7. 7.0 7.1 Педагоги и психологи мира — 2012.
  8. Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  9. Geni.com — 2006.
  10. Palmer, Richard (1969). Hermeneutics. Evanston, IL: Northwestern University Press. p. 105.
  11. Ramberg, Bjørn and Gjesdal, Kristin, "Hermeneutics," The Stanford Encyclopedia of Philosophy, Edward N. Zalta (ed.)
  12. Palmer, Richard (1969). Hermeneutics. Evanston, IL: Northwestern University Press. pp. 117-118.