ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

მსოფლმხედველობა — შეხედულებათა, შეფასებათა და წარმოდგენათა სისტემა მსოფლიოსა და მასში ადამიანის ადგილის, გარემოსთან და საკუთარ თავთან ადამიანის საერთო ურთიერთობის შესახებ. ასევე ამ შეხედულებებით განპირობებული ადამიანთა ცხოვრებისეული პოზიციები, მათი რწმენა, იდეალები, პრინციპები, საქმიანობა და ფასეულობითი ორიენტაციები. მსოფლმხედველობა ადამიანთა საქმიანობას აძლევს მეტ ორგანიზებას, გააზრებას და მიზანმიმართულ ხასიათს. როგორიცაა პოზიცია „მე“, ასეთივეა მსოფლიოს აღქმა, აღნიშნა ჟან-პოლ სარტრიმ.

ტერმინის ისტორია

რედაქტირება

ტერმინ „მსოფლმხედველობას“ აქვს გერმანული წარმოშობა. პირველად მას ახსენებს იმანუელ კანტი (გერ. Weltanschauung), თუმცა არ განასხვავებს მსოფლმჭვრეტელობისგან. გეორგ ვილჰელმ ფრიდრიხ ჰეგელის სულის ფენომენოლოგიაში სათაურად გამოტანილია „მორალური მსოფლმხედველობის“ განმარტება (გერ. Die moralische Weltanschauung). თანამედროვე მნიშვნელობა ტერმინმა მიიღო ვილჰელმ შელინგთან. სპეციალური თემის მნიშვნელობით მსოფლმხედველობას გამოარჩევს დილტეი. თავისი ნამუშევრის სათაურში „უახლესი ფიზიკის მსოფლმხედველობა“ («Die Weltanschauung der modernen Physik», Lpz., 1902) შეიტანა მსოფლმხედველობა ედუარდ ჰარტმანს.

ლიტერატურა

რედაქტირება
რუსულ ენაზე
  • Беляев И. А. Человек и его мироотношение. Сообщение 1. Мироотношение и мировоззрение // Политематический сетевой электронный научный журнал Кубанского государственного аграрного университета (Научный журнал КубГАУ). — Краснодар: КубГАУ, 2011. — № 09(73). С. 310—319.
  • Богомолов А. С., Ойзерман Т. И. Основы теории историко-философского процесса. М., 1983.
  • Борн М. Размышления и воспоминания физика. М., 1971.