ოსვალდ შპენგლერი

გერმანელი ისტორიკოსი და ფილოსოფოსი

ოსვალდ არნოლდ გოტფრიდ შპენგლერი (გერმ. Oswald Arnold Gottfried Spengler; დ. 29 მაისი, 1880, ბლანკენბურგი — გ. 8 მაისი, 1936, მიუნხენი) — გერმანელი ისტორიკოსი და ფილოსოფოსი. ავტორი გახმაურებული ნაშრომისა ევროპის დაისი (Der Untergang des Abendlandes), რომელიც მან 1918—1923 წლებში გამოაქვეყნა.

ოსვალდ შპენგლერი
გერმ. Oswald Arnold Gottfried Spengler
Bundesarchiv Bild 183-R06610, Oswald Spengler.jpg
დაბ. თარიღი 29 მაისი, 1880(1880-05-29)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10]
დაბ. ადგილი ბლანკენბურგი, გერმანიის იმპერია[11]
გარდ. თარიღი 8 მაისი, 1936(1936-05-08)[11] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] (55 წლის)
გარდ. ადგილი მიუნხენი, მესამე რაიხი[11]
დასაფლავებულია ნორდფრიდჰიფი
მოქალაქეობა Flag of Germany.svg გერმანია
ალმა-მატერი ჰალე-ვიტენბერგის უნივერსიტეტი, ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი და ლუდვიგ მაქსიმილიანის მიუნხენის უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი დოქტორის ხარისხი
მეუღლე
გავლენა მოახდინეს
ხელმოწერა Oswald Arnold Gottfried Spengler signature.svg

სწავლობდა მიუნხენის და ბერლინის უნივერსიტეტებში. 1904 წელს მიენიჭა დოქტორის ხარისხი. მუშაობდა მასწავლებლად ჰამბურგში.

ოსვალდ შპენგლერი დასავლური ცივილიზაციის ისტორიას ყოფს ორ ნაწილად; ქრისტიანობის ხანა - შუა საუკუნეებიდან მეთვრამეტე საუკუნემდე და თანამედროვეობა - (მოდერნი) - სადაც რელიგია მეცნიერებამ, ინტუსტრიალიზაციამ და დემოკრატიამ ჩაანაცვლა.

პირველი მსოფლიო ომის დამთავრებამდე ცოტა ხნით ადრე, 1918 წლის ზაფხულში, გერმანიის წიგნის მაღაზიებში გამოჩნდა ყველასათვის უცნობი ავტორის, ოსვალდ შპენგლერის წიგნი "Der Untergang des Abendlandes" ( „ევროპის დაისი“), რომელიც ძალიან სწრაფად გაიყიდა. მალე იგი მეორედ და მესამედ გამოიცა, კიდევ ცოტა ხნის შემდეგ, გერმანიის გარდა, წიგნზე დანარჩენი ევროპაც ალაპარაკდა. ყველასათვის უცნობი მასწავლებელი ერთბაშად იქცა ცნობილ პიროვნებად. იშვიათია წიგნი და ავტორი ასეთი წინააღმდეგობრივი საინტერესო ბიოგრაფიით.

თავის ნაშრომში ,,დასავლეთის დაისი” შპენგლერი აღნიშნავდა, რომ არ არსებობს ისტორიის ლინეალური პროგრესი. შპენგლერი მიუთითებდა ,,მაღალი კულტურების” (ეგვიპტური, ბაბილონური, ინდური, ბერძნულ-რომაული, ჩინური და ა.შ.) ბედს, და ამბობდა, რომ ისინი იბადებიან (მცენარეებივით - განსაზღვრულ მიწაზე), და კვდებიან, როდესაც სრულად ახორციელებენ თავიანთ შესაძლებლობებს. ისტორია ასეთი კულტურების ,,კოლექტიური ბიოგრაფიაა”.

ოსვალდ შპენგლერის ნააზრევის პოპულარიზაციას კონსტანტინე გამსახურდია ეწეოდა XX საუკუნის პირველი ნახევარში ქართულ პრესის ფურცლებზე.

თავის ნამუშევარში შპლენგლერი ამბობს:

ვიკიციტატა
„სამყარო-როგორც-ისტორია, დანახული, გაგებული, ჩამოყალიბებული თავისი საპირისპიროსაგან - სამყარო-როგორც-ბუნებისაგან, - აი, ახალი ასპექტი ადამიანის ყოფიერებისა ამ პლანეტაზე.“
ვიკიციტატა
„ვისთვის არსებობს ისტორია? კითხვა პარადოქსული ჩანს. ცხადია, იგი არსებობს ყველასათვის, რადგან ყოველი ადამიანი მთელი თავისი ყოფიერებით ისტორიის წევრია.“


ლიტერატურარედაქტირება

  • შპენგლერი, ოსვალდ. „ევროპის დაისი,“ თბ., „მანდარიას სტამბა“, 2005
  • „პოლიტიკის ფილოსოფია“, (ედ. კოდუასა და დ. გეგეშიძის რედაქციით), თბ., „კეგელი“, 1995
  • კულტუროლოგია, (გურამ ლორთქიფანიძის რედაქციით), თბ., „თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 2001

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

სქოლიორედაქტირება

  1. Deutsche Nationalbibliothek, Staatsbibliothek zu Berlin, Bayerische Staatsbibliothek et al. Record #118616110 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. 2.0 2.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  3. 3.0 3.1 SNAC — 2010.
  4. 4.0 4.1 Babelio — 2007.
  5. 5.0 5.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია / Hrsg.: Bibliographisches Institut & F. A. Brockhaus, Wissen Media Verlag
  6. 6.0 6.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  7. 7.0 7.1 Internet Philosophy Ontology project
  8. 8.0 8.1 Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedijaLZMK, 1999. — 9272 გვრ. — ISBN 978-953-6036-31-8
  9. 9.0 9.1 The Fine Art Archive — 2003.
  10. 10.0 10.1 Munzinger Personen
  11. 11.0 11.1 11.2 Шпенглер Освальд // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохоров — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.