დოკუმენტაცია აქ განთავსებულია დახურული განხილვა. გთხოვთ ნუ შეიტანთ მასში ცვლილებებს.


  • კანდიდატის თანხმობა: ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, იქიდან გამომდინარე, რომ ვიკიპედია კარგა ხანია ჩემი ცხოვრების წესად იქცა და სადაც არ უნდა ვიყო, მისთვის მაინც მოვიცლი, გადავწყვიტე თანხმობა განვაცხადო და ვიკი-საზოგადოების ნების შემთხვევაში, კიდევ ერთი უდიდესი პასუხისმგებლობა ავიღო. --მიხეილ (მიწერა) 12:23, 20 მარტი 2012 (UTC)[უპასუხე]
  • ინფორმაცია კანდიდატზე:
რედაქტირებათა სრული რაოდენობა 33,240 რედაქტირება, 1,995 ადმინისტრაციული წვლილი.
სტაჟი 13 იანვარი, 2010

მომხრე

წინააღმდეგი

თუ ბიუროკრატია ცუდი გაგებით იხმარება, მე მომხრე ვარ ეს ადამიანი იწოდოს ბიუროკრატად. ვიკიპედიაში ჩემს პირველივე გამოჩენაზე უბოდიშოდ წამიშალა ყველაფერი -განხილვის გვერდზეც კი.--Ninushka განხილვაწვლილი 10:54, 28 მარტი 2012 (UTC)[უპასუხე]

წაიკითხეთ ვიკიპედია:ბიუროკრატები --Henry McClean განხილვაწვლილი 11:03, 28 მარტი 2012 (UTC)[უპასუხე]

ნეიტრალური

შეკითხვები

მიშა, მე შენი ბიუროკრატობის მომხრე ვარ შენი წვლილიდან, გამოცდილებიდან და ვიკიპედიის სამაგალითო (ალბათ უპრეცედენტო) სიყვარულიდან გამომდინარე. მაგრამ მაინც, შენ, სწორედ ამ ვიკიპედიის დიდი სიყვარულის გამო ხარ ის, ვინც ყველაზე მეტად ღიზიანდება საზოგადოების ნაწილის უარყოფითი დამოკიდებულებით ვიკიპედიისადმი. შენ ასეთი განწყობის მომხმარებლებს ხშირად პასუხობ უხეშად იმავე დოზით, რა დოზითაც თვითონ უხეშობენ, რაც ალბათ ძალიანაც სამართლიანია. მაგრამ, ვფიქრობ, ბიუროკრატისათვის ცოტა შეუფერებელი იქნება ამგვარი პასუხები — ბიუროკრატმა ყველაზე დაძაბულ სიტუაციებშიც უნდა შეინარჩუნოს სიმშვიდე და ცივი გონება. მაინტერესებს, შეიცვლება თუ არა ამ მხრივ რაიმე შენი ბიუროკრატობის დაწყებიდან? მადლობა. Deu. 13:58, 20 მარტი 2012 (UTC)[უპასუხე]

გეთანხმები დავით, ყველაზე მეტად მაღიზიანებს დაუნახავობა მკითხველთა გარკვეული ნაწილის მიერ. რაც შეეხება უხეშობას, გაფრთხილებებს გულისხმობ? ან შესაძლოა რეზიუმეებში მწარე მინაწერებს, არ ვიცი. თუ ვიკი-საზოგადოება თვლის, რომ მართლაც ზედემტად უხეში ვარ ასეთ შემთხვევებში, მე მათ წინ ვერ წავალ. --მიხეილ (მიწერა) 14:14, 20 მარტი 2012 (UTC)[უპასუხე]
არა, ზედმეტად უხეშობაც ფარდობითია: ადმინისტრატორისათვის ძალიან სამართლიანი და ზომიერი შეიძლება იყო, მაგრამ ბიუროკრატი სხვებთან ურთიერთობისას უფრო მეტად მომთმენი უნდა იყოს ვიდრე სხვა მომხმარებლები. ვგულისხმობ მსგავს შემთხვევებს. Deu. 14:27, 20 მარტი 2012 (UTC)[უპასუხე]
გასაგებია, როგორც ადმინს, ეგ „სამართლიანობა“ შემეზღუდება როგორც ჩანს, მაგრამ იმედია ამ „თვისებას“ სხვა ადმინები აიღებთ, რადგან ხშირად, სიმკაცრის გარეშე სისტემა უბრალოდ „ბარდაკს“ ემსგავსება ვიღიმი --მიხეილ (მიწერა) 14:31, 20 მარტი 2012 (UTC)[უპასუხე]
გმადლობ. ეს ჩემი ცოტა გამაღიზიანებელი კითხვებიც ერთგვარი გამოცდა იყო შენი მოთმინებისა :). შენმა პასუხებმა გაამყარა ჩემი თანხმობა. ბოდიში გამოცდისათვის. Deu. 14:33, 20 მარტი 2012 (UTC)[უპასუხე]
ვიკრიჭებივიკრიჭებივიღიმი --მიხეილ (მიწერა) 14:37, 20 მარტი 2012 (UTC)[უპასუხე]
  • ზოგადი შეკითხვა, უფრო პროცედურული ხასიათისა - თუ სწორად მახსოვს, ქართული ვიკიპედიის ბიუროკრატი არ შეიძლება იყოს ადმინისტრატორი - ანუ ორი პოსტის ურთიერთდაკავება, არსებული პრეცედენტებიდან გამომდინარე, ჩვენთან არ ყოფილა. ამ შემთხვევაში რა უნად მოვიმოქმედო - ბიუროკრატად არჩევის შემდეგ მოვხსნა ადმინისტრატორის სტატუსი? --Melberg; 17:36, 20 მარტი 2012 (UTC)[უპასუხე]
ეგ წესი მაჩვენე ვიღიმი --მიხეილ (მიწერა) 17:39, 20 მარტი 2012 (UTC)[უპასუხე]
მე არ მითქვამს, რომ ეს წესია. მე აღვნიშნე არსებული პრეცედენტი, მეტი არაფერი, და ჩემი გაურკვევლობა ამ საკითხისადმი. თუ ეს პრეცედენტი არაა გასათვალისწინებელი, ჩემი მხრიდან არანაირი წინააღმდეგობა არ იქნება.--Melberg; 17:41, 20 მარტი 2012 (UTC)[უპასუხე]
ეს მეც მაინტერესებდა. ორი არცევნის შემთხვევაში მიხეილ იცოდე ადმინად უნდა დარჩე. ვერ დაგთმობ იცოდე.--ცანგალა () 17:43, 20 მარტი 2012 (UTC)[უპასუხე]
არ ვიცი. ჩემი მიზანი არაა არც ადმინობა, არც ბიუროკრატობა. თქვენ გადაწყვიტეთ. --მიხეილ (მიწერა) 17:43, 20 მარტი 2012 (UTC)[უპასუხე]
არ ვიცი რატომ იყო დამკვიდრებული აქამდე ასე, – თითქოს ადმინობა და ბიუროკრატობა ერთდოულად არ შეიძლება. სხვაგან ეს აკრძალული არაა და ვერც აქ ვხედავ პრობლემას. :) – BruTe () 17:45, 20 მარტი 2012 (UTC)[უპასუხე]
რადგანაც მე (ასე თუ ისე) მოქმედი ბიუროკრატი ვარ და წესების გაანალიზების უფლება მაქვს, ამ შემთხვევაში ვთვლი, რომ პრეცედენტის დაშვება სრულიად შესაძლებელი და, უფრო მეტიც, საჭიროა. შესაბამისად, როგორც ქართული ვიკიპედიის ბიუროკრატი, ოფიციალურად ვაფიქსირებ ჩემ პოზიციას - ბიუროკრატისა და ადმინისტრატორის პოსტების გაყოფა გაკეთებულია ძალაუფლების გადაჭარბების თავიდან ასარიდებლად. მე ვთვლი, რომ მიხეილი არის აბსოლუტურად სანდო, შრომისმოყვარე და სერიოზული მომხმარებელი, შესაბამისად ამგვარი საფრთხე მისი მხრიდან არ არსებობს. ამიტომ, მე ვაუქმებ ამ წესს, რა თქმა უნდა, თუ საზოგადოება არ ისურვებს საპირისპიროს.--Melberg; 17:50, 20 მარტი 2012 (UTC)[უპასუხე]
ერთ რამეში გამარკვიეთ: წესში გვიწერია: ბიუროკრატს არ აქვს ადმინისტრატორის სტატუსის ჩამორთმევის უფლება, არ აქვს არავითარი პრივილეგია პროექტის მართვაში და არ აქვთ უფლება ვინმეს თავს მოახვიონ თავისი მოსაზრებები. აქედან გამომდინარე თუ არავითარი პრივილეგია არ აქვს პროექტის მართვაში მიხეილი არ დაიკარგოს როგორც ადმინი. --ცანგალა () 17:54, 20 მარტი 2012 (UTC)[უპასუხე]
არ დაიკარგება (თუ, რა თქმა უნდა, თავად არ მოისურვებს). ყოველშემთხვევაში ჩემი მხრიდან არანაირი პრობლემა არ იქნება. --Melberg; 17:56, 20 მარტი 2012 (UTC)[უპასუხე]
სრულიად შესაძლებელია ადმინისტრატორის და ბიუროკრატის მოვალეობების შეთავსება ერთმანეთის „დაჩრდილვის“ გარეშე. ამის მაგალითს მიხეილი გვიჩვენებს... :) — GIO→13 18:00, 20 მარტი 2012 (UTC)[უპასუხე]
ცანგალა, ზემოთ ჩამოთვლილი პრივილეგიები არც ადმინს არ აქვს. მადლობა ბიუროკრატს ნდობისთვის. შევეცდები კიდევ ერთი ტვირთის ატანას. --მიხეილ (მიწერა) 18:03, 20 მარტი 2012 (UTC)[უპასუხე]
როდის იყო ეს წესი დამკვიდრებული?! ან რა პრეცედენტზეა საუბარი? პრეცედენტი (ანუ რაც უკვე მოხდა) არ მახსენდება. გვქონდა ოდესმე შემთხვევა, როცა შეუთავსებლობის გამო ადმინობა ჩამოვართვით ბიუროკრატს? მგონი პირიქით, პრეცედენტი აბსოლუტურად საპირისპირო გვქონდა: მალაფაია ადმინიც იყო და ბიუროკრატიც. ასე რომ, არც „დამკვიდრებაში“ და პრეცედენტებში გვაქვს პრობლემა და გიო, გასაუქმებელიც არაფერი არ იყო ვიღიმი. არანაირად არ ვარ მომხრე მიხეილის, ყველაზე შრომისმოყვარე ადმინისტრატორისათვის სტატუსის მოხსნაზე. :) Deu. 18:23, 20 მარტი 2012 (UTC)[უპასუხე]
როდესაც განხილვას ვკითხულობდი გზადაგზა გავიაზრე რა უნდა დამეწერა, განხილვის ბოლოში, რომ ჩავედი დათოს (დეუ) მოსაზრება დამხვდა, 100 %-ით დაემთხვა ჩემს ნააზრევს და 100 % ვეთანხმები კიდეც. --ჯაბა ლაბაძე 18:41, 20 მარტი 2012 (UTC)[უპასუხე]
მეც ვეთანხმები დათოს. და თუ გადავხედავთ ინგლისური (ახლა არ მკითხოთ, რატომ ინგლისურიო ვიკრიჭები) ვიკიპედიას, ადმინების უმეტესობა ბიუროკატიცაა.— G.G. 19:36, 20 მარტი 2012 (UTC)[უპასუხე]
მეც მომხრე ვარ, რომ ორივე თანამდებობაზე იყოს მიშა.--ოდაბადე განხილვაწვლილი 11:07, 21 მარტი 2012 (UTC)[უპასუხე]
სხვა რამე არავის უფიქრია აქ ხმის მიცემისას. ასე რომ, აღარაა საჭირო ამ განხილვის გაგრძელება ვიღიმი. Deu. 11:51, 21 მარტი 2012 (UTC)[უპასუხე]

დიდი ბოდიში, მაგრამ ვერ გავიგე, რა ხდება. ზემოთ წაშლილია მომხმარებლების მიერ მიცემული ხმები და მოსაზრებები და მიწერილია, რომ მომხმარებელს არ აქვს ხმის მიცემის უფლება, თქვენს წესებში კი ვკითხულობ, რომ მომხმარებლის მიერ მიცემული ხმებით უნდა მოხდეს არჩევა (75% -ით) და მათ მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს შეიძლება დიდი მნიშვნელობა ჰქონდეს. რისთვის იწერება ეს წესები???? თქვენვე რომ დაარღვიოთ??????????!!!!!!!!!!!!!! მსგავსი ამბები სხვა ენოვან (რუსულ, ინგლისურ) ვიკიპედიებში არ ხდება. რაც შეეხება თქვენს კანდიდატს, როგორ შეიძლება ასეთ ადამიანს რაიმე უფლება მიეცეს, როგორც ზემოთ დავწერე, განხილვის გვერდზეც კი არ დამიტოვა არც ერთი სიტყვა, სანამ ძალიან აღშფოთებულმა არ მივწერე და თავიც მოიკატუნა, შემატყობინეთ, ვინ ჩადის ასეთ რამეებსო. პირდაპირ საკვირველია თქვენი ამბები.--Ninushka განხილვაწვლილი 11:12, 28 მარტი 2012 (UTC)[უპასუხე]

გადატანილია განხილვის ბოლოს. რაც შეეხება იმას, თუ ვის არ აქვს უფლება ხმის მიცემის -წაიკითხეთ ეს. მომხმარებლები, რომლებმაც საკუთარი ხმები დაამატეს განხილვას, შესაბამის კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებდნენ, ვინაიდან 1 თვეც არ არის, რაც დარეგისტრირდნენ და არც შესაბამისი რაოდენობის რედაქტირება / სტატია აქვთ. და წაიკითხეთ ვიკიპედიაში ბიუროკრატების შესახებ. --Henry McClean განხილვაწვლილი 11:27, 28 მარტი 2012 (UTC)[უპასუხე]
გმადლობთ, მე საქმეს ვაკეთებ, თქვენ ინტრიგებს ხლართავთ და აზრზე არ ხართ ვიკიპედიის წესების, ესეც საქმეა, ასე განაგრძეთ, ასეთი ხალხიც საჭიროა, თორემ მონოტონურობა ძალიან მოსაწყენია :) --მიხეილ (მიწერა) 14:07, 28 მარტი 2012 (UTC)[უპასუხე]

შეჯამება

  • საზოგადოების აზრი აშკარაა. განხილვის გაგრძელების საჭიროებას ვერ ვხედავ. ვუსურვებ წარმატებებს ახალ ბიუროკრატს.--Melberg; 08:34, 1 აპრილი 2012 (UTC)[უპასუხე]
დიდი მადლობა ნდობისთვის ქართულ ვიკი–საზოგადოებას. იმედს ვიტოვებ, კეთილსინდისიერად შევასრულებ ამ დიდ პასუხისმგებლობას და მეტ სარგებელს მოვუტან ჩვენს ვიკის და იმ მიზანს, რასაც უდიდესი ქართულენოვანი ონლაინ–ენციკლოპედიის კიდევ უფრო გაზრდა და დახვეწა ჰქვია. დიდი მადლობა. --მიხეილ (მიწერა) 08:59, 1 აპრილი 2012 (UTC)[უპასუხე]