ვიკიპედიის წესები რედაქტირება

გაეცანით. — დავით პასუხი 09:59, 6 დეკემბერი 2010 (UTC)პასუხი

კარგად წერთ სტატიას, მაგრად ვიკიპედიის სტანდარტებს არ შეესაბამება. წყარო (თქვენს შემთხვევაში ინტერნეტ-საიტები) უნდა მიუთითოთ სქოლიოში. გაეცანით წესებს --გოტა (მომწერე) 17:05, 21 თებერვალი 2011 (UTC)პასუხი

ნახე ჩემი ცვლილება სტატიაში "გალა". თუ ვერ მიხვდები, არ მოგერიდოს, მომწერე და დაწვრილებით აგიხსნი. --გოტა (მომწერე) 17:15, 21 თებერვალი 2011 (UTC)პასუხი

მე ვერ ვიპოვე. მოდი უცებ გასწავლი და მერე პრაქტიკაში უკეთ ისწავლი. სქოლიოს წერს ვიწღებთ იმ სიტყვიდან, რის ზემოთაც გვინდა დაიწეროს პატარა ციფრი (ანუ შენიშვნის ნომერი). სქოლიო უნდა ჩავწეროს <ref> </ref> -ის შიგნით, მაგალითად: <ref>[http://forum.ge/?f=36&showtopic=33782096&st=0 საკრებულოს ლიტერატურული პრემია] - [[თბილისის ფორუმი]]</ref>, თუ ახალ სტატიას წერ, ან უბრალოდ სექცია: "სქოლიო" არის არის, მაშინ მოგიწევს დაწერა. ანუ ==სქოლიო== და ქვემოთ {{სქოლიოს სია}}. --გოტა (მომწერე) 17:31, 21 თებერვალი 2011 (UTC)პასუხი

როცა წყარო გაქვს, მაგალითად ინტერნეტ-რესურსები, წიგნი და სხვა. გადახედე სტატიებს. ბევრ სტატიას აქვს სქოლიო და მიხვდები --გოტა (მომწერე) 17:47, 21 თებერვალი 2011 (UTC)პასუხი

ნატო დავითაშვილი რედაქტირება

მოგესალმებით. ჩემი თხოვნა იქნება, თუკი ხელი მიგიწვდებათ, დაადგინოთ ’ლილე იროელის’ 2007 წლის გამოცემის გამომცემლობა და ISBN - ვინაიდან 2007 წლის გამოცემა ’ქარჩხაძის’ გამოცემული არ არის. ქარჩხაძემ ’ლილე’ მხოლოდ გასულ წელს გამოსცა (განახლებული ვარიანტი, თანაც რუკით, როგორც ვიცი). მანამდე ლილე გადავიტანე სიის ბოლოში, ხოლო თავში დავტოვე ასლი, 2007 წლის მითითებით (გამომცემლობისა და ISBN-ს გარეშე) — BH განხილვაწვლილი 20:13, 3 მარტი 2011 (UTC)პასუხი

დიახ, იქნებ ჰკითხოთ, ვინაიდან ლილე, როგორც ვთქვი, ადრეც ჰქონდა გამოცემული. მეეჭვება, ქარჩხაძე ყოფილიყო, ამ გამომცემლობამ ფენტეზის ჟანრს მხოლოდ ეს 2 წელია, რაც მიხედა. მეც მეჩვენება, რომ ფსევდონიმითაა გამოშვებული. — BH განხილვაწვლილი 20:49, 3 მარტი 2011 (UTC)პასუხი

მე უკვე გავაკეთე ასეთი რამ. ანუ ჯერ მოდის ლილეს ძველი გამოცემა, შემდეგ - ლომები, ბოლოს - ქარჩხაძის 2010 წლის ვერსია. მე მაინტერესებდა იმის მონაცემები, რომელიც ფსევდონიმით არის გამოცემული -ანუ პირველი ვერსიის. — BH განხილვაწვლილი 21:10, 3 მარტი 2011 (UTC)პასუხი

მადლობა თქვენც! — BH განხილვაწვლილი 21:37, 3 მარტი 2011 (UTC)პასუხი

განხილვის გვერდიდან ინფორმაციის წაშლა რედაქტირება

გამარჯობათ. ვიკიპედიაში არსებობს, ჯერ-ჯერობით, დაუწერელი კანონი: განხილვის გვერდებიდან ინფორმაცია არ იშლება, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, როდესაც განხილვაში ჩაგიწერენ პირად შეურაცყოფას, ან რაიმე უაზრობას, რომლის ავტორსაც ვანდალიზმი ამოძრავებს. ამის გამო არაერთ მომხმარებელს (აწ უკვე მონაწილეს) შექმნია პრობლემები და არ მინდა, თქვენც მათ რიცხვში აღმოჩნდეთ. თუ განხილვის გვერდი გადატვირთულია უკვე მოძველებული თემებით, რომლებიც აქტიურად აღარ განიხილება, სასურველია, მოხდეს გვერდის დაარქივება. მე ახლა აღვადგენ თქვენს მიერ გაკეთებულ ამ ცვლილებას. შემდგომი დახმარებისთვის გამოიყენეთ გვერდი ვპ:არქივი და თარგი {{არქივის დაფა}} (აქაც შეიძლება სასარგებლო ინფოს პოვნა). თუ რამე ვერ გაიგოთ, მომმართეთ მე ან ნებისმიერ აქტიურსა და გამოცდილ მომხმარებელს. საუკეთესო სურვილებით, —G.G. 09:04, 4 მარტი 2011 (UTC)პასუხი

სწორედ რომ საინტერესო აღარ არის, მაგიტომ აღარ არის აქტუალური და ექვემდებარება დაარქივებას (სურვილის შემთხვევაში). მადლობა თქვენ, სწორად გაგებისთვის. :)—G.G. 11:00, 4 მარტი 2011 (UTC)პასუხი
კი, სწორადაა. თუმცა პირადად მე დროში წყვეტას არ ვაკეთებ ხოლმე, მერე ვინმეს რომ არ ეგონოს, რომ ინფორმაცია დაკარგულია. მხედველობაში მაქვს პირველი არქივის დასრულებისა (04.04.2007) და მეორე არქივის დასაწყის (16.05.2010) თარიღებს შორის სხვაობა, რაც დაახლოებით სამი წელია. მე რომ ვყოფილიყავი თქვენს ადგილზე, მეორე არქივის საწყის თარიღადაც 04.04.2007-ს დავწერდი. დენი ჩამიქრა ზუსტად პასუხის მოწერის დროს და იმიტომაც დამიგვიანდა. პატივისცემით,—G.G. 13:37, 4 მარტი 2011 (UTC)პასუხი

სურათების თარგები რედაქტირება

მოგესალმებით. მცირე შენიშვნა მაქვს სურათებთან დაკავშირებით. გთხოვთ, მიაქციოთ ყურადღება მსგავს ფაილებს ფაილი:Jemal qiria.jpg

  • ჩასმა ↓-ს ნუ დააკოპირებთ. ეგ საერთოდ ზედმეტი წარწერაა.
  • აღწერა portrait - არასწორია. უნდა ეწეროს, ვინ არის და რა არის. ანუ ამ შემთხვევაში - ’ჯემალ ქირიას ფოტოსურათი’
  • Servimg.com არის სურათების ჰოსტინგი და არასანდო წყარო. სურათების ჰოსტინგი არ არის სტატიკური საიტი, სადაც სურათი მუდმივად ინახება. სანდო წყაროებია: ბლოგები, პერსონალური გვერდები, პორტალები. თუ თქვენი პირადი არქივიდან არის, მიუთითეთ, რომ თქვენი პირადი არქივიდანაა და არა servimg-დან.
  • ავტორი armuri. - ვინ არის არმური, ხომ უნდა ვიცოდეთ? ამიტომ უმჯობესი იქნება, თუკი არმურია, მიუთითოთ ბმული არმურის პროფილზე, საკონტაქტო ინფორმაციაზე (მაგალითად). — BH განხილვაწვლილი 13:52, 1 აპრილი 2011 (UTC)პასუხი

თავისთავად, რედაქტირებით. თუ ფორუმია, პირდაპირ დადეთ ფორუმის ბმული, მაგრამ ფორუმი ავტორი არ არის. ავტორი თუ არ იცით, დაწერეთ, რომ უცნობია (ავტორი, როგორც წესი, არის მოცემული სურათის ფოტოგრაფი ან მხატვარი). აი წყარო კი სწორად მიგითითებიათ ამჯერად. — BH განხილვაწვლილი 14:05, 1 აპრილი 2011 (UTC)პასუხი

ივარგებს. საერთოდ, კარგი იქნება, ქართულად ეწეროს მონაცემები. როგორც წესი, ინგლისურად ვწერთ, თუკი საერთო საცავში (commons-ში) ვაქვეყნებთ, რათა სხვებმაც იცოდნენ, რა არის. ინგლისურენოვანი მომხმარებლისათვის ამ სურათის ინფო გამოსადეგი იქნებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თავად ეს მომხმარებელი (უცხოელი) შექმნიდა სტატიას ამ მწერალზე სხვაენოვან ვიკიში. თუმცა, ვფიქრობ, პრობლემა არ უნდა შეიქმნას, ასე რომ დატოვეთ საბოლოო ვარიანტი. მომავალში შეგიძლიათ იგივე პრინციპით შეავსოთ სხვა სურათების ინფოც. მადლობა. — BH განხილვაწვლილი 14:22, 1 აპრილი 2011 (UTC)პასუხი

ვაჟა გიგაშვილი რედაქტირება

გაუ Mimos, როდის დაიბადა თვე - ოქტომბერი, რიცხვი - ???--ცანგალა () 20:50, 23 მაისი 2011 (UTC)პასუხი

კარგია, აქვე ერთი თხოვნა მექნება * ნუღარ ჩასვამ დაბადებაზე. ქართულად მიღებულია დ. (დაბადება) და გ. (გარდაცვალება). წარმატებები.--ცანგალა () 10:33, 24 მაისი 2011 (UTC)პასუხი

ლიცენზია რედაქტირება

გამარჯობა. თუ შეიძლება, მიაქციეთ ყურადღება - თქვენს მიერ ბოლოს ატვირთული სურათების თარგებში წერია {GFDL}, როდესაც უნდა იყოს {{GFDL}}. მიაქციეთ ყურადღება ფრჩხილების რაოდენობას.— BH განხილვაწვლილი 10:52, 30 მაისი 2011 (UTC)პასუხი

ოთარ ბაღათურია რედაქტირება

გამარჯობა, თუ შეიძლება ამ სტატიის განხილვის გვერდი ნახე.--Ouzo განხილვაწვლილი 09:49, 22 ივნისი 2011 (UTC)პასუხი

გავასწორე. მადლობა შესწორებისთვის. --Mimos განხილვაწვლილი 13:53, 22 ივნისი 2011 (UTC)პასუხი

იხ.განხილვა:მიხო მოსულიშვილი რედაქტირება

იხ. განხილვა:მიხო მოსულიშვილი—ცანგალა () 19:29, 22 ივლისი 2011 (UTC)პასუხი

დაბადების თარიღები რედაქტირება

როცა დაბადების თარიღებს ცვლი, მიუთითე ხოლმე წყარო, საიდანაც ხელმძღვანელობ. გმადლობ, — დავით პასუხი 07:06, 26 ივლისი 2011 (UTC)პასუხი

ინფოდაფები რედაქტირება

გამარჯობა, ჩემი რჩევა იქნება, თქვენს სტატიაში ნაწარმოების ინფოდაფა ამ თარგით ჩაანაცვლოთ, ვინაიდან ნაწარმოების ინფოდაფას რაღაც პრობლემები აქვს და ზოგიერთ ველს არ ასახავს. თავად მქონდა ამასთან შეხება.

რაც შეეხება ფაილის ანოტაციებს - მათ თქვენი ფაილისათვის მნიშვნელობა არ აქვთ. უმჯობესი იქნება, ამოღებული იქნას (რაც უკვე გაკეთდა). როდესაც ფაილს ანოტაცია აქვს, ჩვენს ინფოდაფებში (ქართული ვიკიპედიის) ჩნდება რაღაც ზედმეტი ინფორმაცია, რომელიც ინფოდაფების, ასე ვთქვათ, არქიტექტურას ურევს. — Floydgeo განხილვაწვლილი 13:14, 23 აგვისტო 2011 (UTC)პასუხი

მესამე და მნიშვნელოვანი (კიდევ უფრო) - იხილეთ ეს. ადმინისტრაციამ დაადასტურა, რომ ფორუმი არ არის სარწმუნო წყარო, ამიტომ ’არმურს’ ნუ გამოიყენებთ თავად სტატიაში წყაროების მისათითებლად. თუ გსურთ და სხვა გზა არ არის, გამოიყენეთ სურათის წყაროდ, მაგრამ სტატიაში თუ შეიძლება, ნუ გამოიყენებთ. — Floydgeo განხილვაწვლილი 13:16, 23 აგვისტო 2011 (UTC)პასუხი

არაფრის. ეს არა მხოლოდ ადგილობრივი, არამედ ზოგადი წესებია. თუკი საკუთარ სტატიაში მოხვდებით და აღმოაჩენთ არმურს, თუ დრო და სურვილი გექნებათ, ამოიღეთ, მომავალში მაინც არ ჩაითვლება სარწმუნო წყაროდ. თარგი კი ნამდვილად გამოგადგებათ, სანამ ზოგადად ნაწარმოების ინფოდაფას შევასწორებთ - თუმცა, წიგნის ინფოდაფასაც საკმარისი გამოსადეგი ველები აქვს. წარმატებას გისურვებთ. — Floydgeo განხილვაწვლილი 13:31, 23 აგვისტო 2011 (UTC)პასუხი

სალამი. ბიოგრაფიებში დაბადებასა და გარდაცვალებას შორის გამოიყენე ტირე (―); --Otogi განხილვაწვლილი 17:31, 5 სექტემბერი 2011 (UTC)პასუხი

ტირე და დეფისი რედაქტირება

გამარჯობა. ის სასვენი ნიშანი, რომელიც თქვენ გეწერათ ამ სტატიაში, არის დეფისი და არა „მოკლე ტირე“. ტირე არსებობს მხოლოდ ერთადერთი → „—“. სტატიის გასაწყისში ტირე იმიტომ გამოყენება, რომ იგი არის ზმნა „არის“ შემცვლელი. ტირეს დანიშნულება ხომ სწორედ ეგაა. დეფისი (-) კი, ძირითადად, გამოიყენება „და“ კავშირის ნაცვლად, მაგალითად, დღე-ღამე (დღე და ღამე) და არა დღე—ღამე. ტირე ასევე გამოიყენება ჩამონათვალში ან წინადადებაში, როდესაც რაიმეზე მიუთითებთ, მაგალითად, მოსახლეობა — 1000 კაცი. ასე, რომ უმჯობესი იქნება, თუ ამ სასვენ ნიშნებს პუნქტუაციის წესების მიხედვით გამოიყენებთ. — Nodar Kherkheulidze განხილვა 18:18, 5 სექტემბერი 2011 (UTC)პასუხი

დიახ, იმ ნიშნების დაწერა, იქნება ეს დეფისი (-) თუ ტირე (—), რომელიც თქვენი კლავიატურით არ იწერება, შეფიძლიათ აკრიფოთ „ნიშნებიდან“, რომელიც ქვევით, რედაქტირების პანელში არის მოცემული. აგრეთვე ზედა რედაქტირების პანელიდან, „სპეციალური სიმბოლოებიდან“. თქვენთვის რომელიც უფრო მოსახერხებელი იქნება  Nodar Kherkheulidze განხილვა 18:43, 5 სექტემბერი 2011 (UTC)პასუხი

ბრჭყალები რედაქტირება

გამარჯობა. გთხოვთ, დაიცვათ ქართული ენის პუნქტუაციის წესები და გამოიყენეთ „ “-ეს ბრჭყალები (და არა " "-ეს, ' '-ეს, ' '-ეს და ა.შ.). — Nodar Kherkheulidze განხილვა 09:43, 14 სექტემბერი 2011 (UTC)პასუხი

წესების შეხსენება რედაქტირება

გამარჯობა. თუ ეს ანგარიშიც თქვენია, რისი ეჭვიც მისმა გაკეთებულმა ცვლილებამ გამიჩინა იმ სტატიაში, რომელსაც იმავდროულად თქვენ ამუშავებთ, შეგახსენებთ, რომ ორი ანგარიშით მოქმედება ვიკიპედიაში უმკაცრესად ისჯება. გთხოვთ გაითვალისწინოთ. — მიხეილ (მომწერე) 21:46, 17 სექტემბერი 2011 (UTC)პასუხი

არავითარი სხვა ანგარიში! ამ ანგარიშითაც შეგიძლიათ საწყობზე ფოტოებით ატვირთვა. — მიხეილ (მომწერე) 08:56, 18 სექტემბერი 2011 (UTC)პასუხი
ახლა ვკითხე უფრო გამოცდილ ვიკიპედიელებს და იმ ანგარიშით მოქმედება საწყობში შეგიძლიათ, მაგრამ არამც და არამც ქართულ ვიკიპედიაში, რადგან ეს წესების დარღვევად ჩაითვლება (ორი ანგარიშით მოქმედება, სასჯელი — ბლოკი) — მიხეილ (მომწერე) 12:43, 18 სექტემბერი 2011 (UTC)პასუხი

არმურის ფორუმი, როგორც წყარო და რესურსი ინტერნეტში რედაქტირება

გამარჯობა. უბრალოდ მცირე მითითებას დაგიტოვებთ არმურის ფორუმის შესახებ. ფორუმი, როგორც ასეთი, წყაროდ ვერ ჩაითვლება. არმურის ფორუმის ბმულები ამოიშალა ყველა სტატიიდან. არმურის ბლოგი, საიტი და ა.შ. (ფორუმის გარდა) დასაშვებია. ასევე - ფორუმზე გახსნილი თემა არ ჩაითვლება ოფიციალურ გვერდად. პრინციპი ეხება ყველა სახის ფორუმს. ფორუმი ზოგადად საკამათო დისკუსიების წყაროა და რომელიმე მომხმარებლის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია წყაროდ ვერ ჩაითვლება. მაგალითი: თუ ვინმემ ფორუმზე დაწერა, რომ პეტრე მანქანამ გაიტანა და ვიკიპედიაში ამ სიახლეს ვწერთ და წყაროდ ვუთითებთ ფორუმის შესაბამის შეტყობინებას, ეს ძირფესვეულად შეცდომაა. წყაროს სანდო სტატუსზეა საუბარი, თუნდაც რომ იმ პირის მიერ იყოს დაწერილი, ვინც პეტრეს ახლობელია. --H.McC. (მომწერეთ) 08:58, 4 დეკემბერი 2012 (UTC)პასუხი

Global account რედაქტირება

Hi Mimos! As a Steward I'm involved in the upcoming unification of all accounts organized by the Wikimedia Foundation (see m:Single User Login finalisation announcement). By looking at your account, I realized that you don't have a global account yet. In order to secure your name, I recommend you to create such account on your own by submitting your password on Special:MergeAccount and unifying your local accounts. If you have any problems with doing that or further questions, please don't hesitate to contact me on my talk page. Cheers, DerHexer განხილვაწვლილი 21:47, 16 იანვარი 2015 (UTC)პასუხი

Пьеса რედაქტირება

Здравствуйте, Поможете с переводом на русский этой пьесе ცეკვა მკვდრებით?--Станислав Савченко განხილვაწვლილი 17:31, 14 მარტი 2017 (UTC)პასუხი

Здравствуйте, Станислав. Пьеса ცეკვა მკვდრებით переведен на русском языке вот тут - http://www.theatre-library.ru/authors/m/mosulishvili --Mimos განხილვაწვლილი 18:32, 14 მარტი 2017 (UTC)პასუხი
Спасибо!--Станислав Савченко განხილვაწვლილი 18:44, 14 მარტი 2017 (UTC)პასუხი

რედაქტორი რედაქტირება

გამარჯობა. წიგნის ინფოდაფაში დაემატა ველი რედაქტორი

|რედაქტორი =

რომელიც, უცნაურია, მაგრამ ადრე არ ჰქონდა. ალბათ, პირველ რიგში, თქვენ დაგჭირდებათ. წარმატებებს გისურვებთ. --გიორგი (მომწერეთ) 08:37, 28 აპრილი 2017 (UTC)პასუხი

არაფრის, ეს არის უკანასკნელი ძირითადი ველი, რომელიც აკლდა. შევადარე ინგლისურ/რუსულ ანალოგებს (ამ ინფოდაფის) და ამჟამად ყველა აუცილებელი ხელთ გვაქვს. --გიორგი (მომწერეთ) 13:33, 28 აპრილი 2017 (UTC)პასუხი

ნავდაფებზე რედაქტირება

ასეთი მცირე შენიშვნა - თარგი:ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებები უკვე არსებობდა, მეორედ შეგიქმნიათ თარგი:ვაჟა-ფშაველა (ამ უკანასკნელს ადმინისტრატორი წაშლის. ყველა სტატიაში ჩასმულია მანამდე შექმნილი თარგი და მეორე აღარ არის აუცილებელი. --გიორგი (მომწერეთ) 18:43, 3 მაისი 2017 (UTC)პასუხი

თუ წყაროს რედაქტირების რეჟიმში მუშაობთ (და არა თანამედროვე ვიზუალური რედაქტორით), უბრალოდ საჭირო ადგილზე ჩასვით (როგორც წესი, ეს უნდა ეწეროს კატეგორიების წინ) ასეთი კოდი - {{ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებები}}. წარმატებას გისურვებთ. --გიორგი (მომწერეთ) 06:35, 4 მაისი 2017 (UTC)პასუხი

Share your experience and feedback as a Wikimedian in this global survey რედაქტირება

WMF Surveys, 18:32, 29 მარტი 2018 (UTC)პასუხი

Reminder: Share your feedback in this Wikimedia survey რედაქტირება

WMF Surveys, 01:30, 13 აპრილი 2018 (UTC)პასუხი

Your feedback matters: Final reminder to take the global Wikimedia survey რედაქტირება

WMF Surveys, 00:40, 20 აპრილი 2018 (UTC)პასუხი

Reminder: Community Insights Survey რედაქტირება

RMaung (WMF) 18:54, 20 სექტემბერი 2019 (UTC)პასუხი

Reminder: Community Insights Survey რედაქტირება

RMaung (WMF) 15:10, 4 ოქტომბერი 2019 (UTC)პასუხი

ტარიელ ხარხელაური რედაქტირება

მადლობა სტატიის გაუმჯობესებისათვის <3----ჯეო2007განხილვაწვლილი 11:45, 28 დეკემბერი 2020 (UTC)პასუხი

არაფერს... ფოტო გვინდა ტარიელის ახლა.--Mimos განხილვაწვლილი 13:29, 28 დეკემბერი 2020 (UTC)პასუხი

Stefania Turkewich რედაქტირება

Hello Mimos, When you have time, could you take a look at this article: en: Stefania Turkewich? Stefania was Ukraine's first woman composer of classical music. I have been trying to get her into other than the English language Wikipedia during the Wiki Gap project. If this article interests you, could you do a Georgian version of it for your Wikipedia?Nicola Mitchell განხილვაწვლილი 10:45, 19 მარტი 2021 (UTC)პასუხი

Thanks...--Mimos განხილვაწვლილი 12:01, 21 მარტი 2021 (UTC)პასუხი

გაფრთხილება რედაქტირება

გამარჯობა, მე გავაუქმე თქვენი ცვლილებები სტატიაში გურამ დოჩანაშვილი. ასეთი რადიკალური ცვლილებების წამოწყებამდე, აუცილებელია განხილვის დაწყება. ვიკიპედიის არსებული გაიდლაინით, სტატიის შესავალი ნაწილი მაქსიმალურად უნდა იყოს გამოყენებული და იძლეოდეს სტატიის ობიექტის შესახებ სრულფასოვან ინფორმაციას. შესავალის დაფლეთვა და მისი გადანაწილება ქვესექციებში დაუშვებელია.--Melberg მიწერა 05:54, 8 აპრილი 2021 (UTC) P.S. ამავე დროს, აღვადგინე თქვენი რედაქტირების ის ნაწილი, რომელიც ცალსახად შეიცავს სტატიის გაუმჯობესების მცდელობას. --Melberg მიწერა 05:58, 8 აპრილი 2021 (UTC)პასუხი

Move to commons რედაქტირება

 

Hallo,

please move this image to commons --Bahnmoeller განხილვაწვლილი 13:32, 12 თებერვალი 2022 (UTC)პასუხი

Hi... Unfortunately, I can immerse photos on the common, if they are my own, otherwise, I can't. I'm sorry.--Mimos განხილვაწვლილი 15:39, 12 თებერვალი 2022 (UTC)პასუხი