ვიეტნამის ტურიზმი

ტურიზმი ვეიტნამის ეკონომიკის შემადგენელია. 2012 წელს ვიეტნამს 6.8 მილიონი საერთაშორისო ტურისტი ეწვია, რაც 2000 წელთან შედარებით 4.7 მილიონით მეტი იყო. ყოველწლიური ზრდა 2008 წლის გლობალური ფინანსური კრიზისის დასრულებით იყო გამოწვეული. ვიეტნამის ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გრძელვადიანი გეგმა შეიმუშავა, რომლის უმთავრესი მიზანი ტურიზმის ინდუსტრიის გამრავალფეროვნებაა, რაც ქვეყანაში საერთაშორისო შემოსავლების შემოდინებას შეუწყობს ხელს.[1]

ჰა ლონგის უბე, ვიეტნამის ტურისტული სავიზიტო ბარათი

ტურიზმი და ეკონომიკა

რედაქტირება
 
ვიეტნამში მდებარე ოქროს ხიდი

უკანასკნელ წლებში ვიეტნამი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ახალი ტურისტული დანიშნულების ადგილი გახდა კულტურის, პლაჟების და ბუნების მოყვარულთათვის, ასევე ბექპეკერებისთვის, სამხედრო ჯარისკაცებისა და ვეტერანებისათვის. ადგილობრივი და საერთაშორისო ტუროპერატორები ეთნიკურ უმცირესობებს სხვადასხვა ტურს სთავაზობენ, შედგენილია სასეირნო და საველოსიპედო ტურები, ტურები ფოტოგრაფიისთვის, კაიაკით მოგზაურობის ტურები და მულტიეროვნული ტურები, რომლებიც მეზობელ კამბოჯაში, ლაოსსა და ტაილანდში მოგზაურობასაც მოიცავს. უცხოელ ტურისტებს ვიეტნამში თავისუფლად მოგზაურობა 1997 წლიდან შეუძლიათ.

ვიეტნამის ეკონომიკა აგრარულიდან მომსახურების ეკონომიკად ტრანსფორმირდა. შიდა პროდუქტის მესამედზე მეტი მომსახურების სფეროზე მოდის, რომელიც განთავსების საშუალებებს, კვების ობიექტებსა და ტრანსპორტსაც მოიცავს. საწარმოო და სამშენებლო სექტორი ეკონომიკის 28%-ს შეადგენს, სასოფლო მეურნეობა და თევზჭერა 20%-ს, ხოლო სამთომომპოვებელი სექტორი - 10%-ს.[2]

2007 წელს ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა მთლიანი შიდა პროდუქტის 4.5% შეადგინა. მძიმე ინდუსტრიისა და ურბანული განვითარების შემდეგ უცხოელ ინვესტორთა დიდი ნაწილი ვიეტნამში ტურიზმზე კონცეტრირდა, განსაკუთრებით სასტუმროთა მშენებლობაზე.[3]

ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებისა და გამრავალფეროვნების მიზნით, ვიეტნამმა ახალი სლოგანი „ვიეტნამის უსასრულო ხიბლი“ შეიმუშავა.[4]

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2017 წლის მოხსენების მიხედვით, მოგზაურობისა და ტურიზმის კონკურენტუნარიანობის ინდექსით (3.8 ქულა) ვიეტნამი მსოფლიოს 136 ქვეყანას შორის 67-ე ადგილზეა. 2015 წელთან შედარებით ვიეტნამმა სიაში 9 ადგილით მაღლა აინაცვლა.[5] 2017 წელს ვიეტნამს 7 943 600 საერთაშორისო ტურისტი ეწვია, ხოლო საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 7 350 000 000$-ს გაუტოლდა, რაც საშუალოდ ყოველი ტურისტის მიერ დახარჯულ 925.3$-ს უდრის. მოგზაურობისა და ტურიზმის სექტორში 2 782 810 სამუშაო ადგილია შექმნილი, რაც მთლიანი სამუშაო ადგილების 5.2%-ს შეადგენს. საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები მთლიანი შიდა პროდუქტის 6.6%-ია.[6] ვიეტნამს საუკეთესო მაჩვენებლები კულტურული რესურსებისა და ბიზნეს მოგზაურობის (30-ე ადგილი) და ბუნებრივი რესურსების (34-ე ადგილი) სვეტებში აქვს, ხოლო ყველაზე ცუდი გარემოს მდგრადობის შენარჩუნებისა (129-ე ადგილი) და ტურისტული მომსახურების ინფრასტრუქტურის (113-ე ადგილი) სვეტებში.[7]

ტურიზმის სტატისტიკა

რედაქტირება

წყარო: კულტურის, სპორტისა და ტურიზმის სამინისტრო[8]

წელი ტურისტთა
რაოდენობა
ცვლილება
ოქტ. 2018 12,821,647 22.4% [9]
2017 12,922,151 29.1%[10]
2016 10,012,735 26%
2015 7,943,651 0.9%
2014 7,874,312 4%
2013 7,572,352 10.6%
2012 6,847,678 10.8%
2011 6,014,032 19.1%
2010 5,049,855 34.8%
2009 3,772,359 −10.9%
2008 4,253,740 0.6%
2007 4,171,564 16%
2006 3,583,486 3%
2005 3,467,757 18.4%
2004 2,927,876 20.5%
2003 2,429,600 −7.6%
2002 2,628,200 12.8%
2001 2,330,800 8.9%
2000 2,140,100 20.0%
1999 1,781,800 17.2%
1998 1,520,100 −11.4%
1997 1,715,600 6.7%
1996 1,607,200 18.9%
1995 1,351,300  

საერთაშორისო ტურისტთა სტატისტიკა

რედაქტირება

პირველი 29 სახელმწიფო ვიეტნამში ჩასულ ტურისტთა რაოდენობის მიხედვით: წყარო: კულტურის, სპორტისა და ტურიზმის სამინისტრო.[11]

ადგილი ქვეყანა იანვ.-ოქტ./2018 2017 2016 2015 2014 2013 2012 2011
1   ჩინეთი (ჰონგ-კონგის გარეშე) 4,180,756 4,008,253 2,696,848 1,780,918 1,947,236 1,907,794 1,428,693 1,416,804
2   სამხრეთი კორეა 2,867,380 2,415,245 1,543,883 1,112,978 847,958 748,727 700,917 536,408
3   იაპონია 683,955 798,119 740,592 671,379 647,956 604,050 576,386 481,519
4   ტაივანი 588,804 616,232 507,301 438,704 388,998 398,990 409,385 361,051
5   აშშ 576,493 614,117 552,644 491,249 443,776 432,228 443,826 439,872
6   რუსეთი 495,763 574,164 433,987 338,843 364,873 298,126 174,287 101,600
7   მალაიზია 422,483 480,456 407,574 346,584 332,994 339,510 299,041 233,132
8   ავსტრალია 328,255 370,438 320,678 303,721 321,089 319,636 289,844 289,762
9   ტაილანდი 269,404 301,587 266,984 214,645 246,874 268,968 225,866 181,820
10   გაერთიანებული სამეფო 248,046 283,537 254,841 212,798 202,256 184,663 170,346 156,300
11   საფრანგეთი 231,025 255,369 240,808 211,636 213,745 209,946 219,721 211,444
12   სინგაპური 223,709 277,658 257,041 236,547 202,436 195,760 196,225 172,500
13   გერმანია 171,557 199,872 176,015 149,079 142,345 97,673 106,068 45,000
14   კამბოჯა 171,089 222,614 211,949 227,074 404,159 342,347 331,939 423,440
15   ფილიპინები 122,187 133,543 110,967 99,757 103,403 100,501 99,192 TBA
16   კანადა 121,946 138,242 122,929 105,670 104,291 104,973 113,563 TBA
17   ლაოსი 104,634 141,588 137,004 113,992 136,636 122,873 150,678 118,500
18   ინდონეზია 73,265 81,065 69,653 62,240 68,628 70,390 60,857 TBA
19   ნიდერლანდები 64,861 72,277 64,712 52,967 49,120 47,413 45,862 TBA
20   ესპანეთი 64,842 69,528 57,957 44,932 40,716 33,183 31,305 TBA
21   იტალია 53,430 58,041 51,265 40,291 36,427 32,143 31,337 TBA
22   ჰონგ-კონგი 50,750 47,721 34,613 TBA 14,601 10,232 13,383 TBA
23   ახალი ზელანდია 43,456 49,115 42,588 31,960 33,120 30,957 26,621 TBA
24   შვედეთი 40,461 44,045 37,679 32,025 32,466 31,493 35,735 TBA
25   დანია 34,313 34,720 30,996 27,414 27,029 25,649 27,970 TBA
26   შვეიცარია 27,403 33,123 31,475 28,750 29,738 28,423 28,740 TBA
27   ბელგია 26,027 29,144 26,231 23,939 23,227 21,572 18,914 TBA
28   ნორვეგია 22,032 24,293 23,110 21,425 22,708 21,157 19,928 TBA
29   ფინეთი 19,032 18,236 15,953 15,043 13,831 14,660 16,204 TBA
ყველა ჯამი 12,821,647 12,922,151 10,012,735 7,943,651 7,874,312 7,572,352 6,847,678 6,014,032

ტურისტული ღირსშესანიშნაობები

რედაქტირება

ვიეტნამის ეროვნული პარკები

რედაქტირება

ვიეტნამში 31 ეროვნული პარკი მდებარეობს, რომელთაგან გამორჩეულია:

  • ბაბეს ეროვნული პარკი — მტკნარი წყლის რესურსების დასაცავად 1938 წელს შექმნილი ეროვნული პარკი.[12]
  • ბაიტის ეროვნული პარი — 2001 წელს დაარსებული ეროვნული პარკი, რომელიც ერთ-ერთია შვიდი ვიეტნამური პარკიდან, რომელსაც როგორც სახმელეთო, ისე წყლის ზონები აქვს.
  • კატბას ეროვნული პარკი — 1986 წელს დაარსებული პარკი ცნობილია კრიტიკული საფრთხის ქვეშ მყოფი თეთრთავა ლანგურის (Trachypithecus poliocephalus) პოპულაციით.
  • ტამდაოს ეროვნული პარკი — ჰანოიდან ჩრდილო-დასავლეთით 85 კმ-ის დაშორებით მდებარე თვალწარმტაცი ხედებით გამორჩეული ეროვნული პარკი, რომელიც 1996 წელს დაარსდა.[13]
  • უმინიტჰიონგის ეროვნული პარკი — 2002 წელს დაარსებული ეროვნული პარკი ბიომრავალფეროვნებით გამოირჩევა: პარკში 243 სახეობის მცენარე ხარობს.[14] პარკის ტერიტორიაზე 32 სახეობის ძუძუმწოვარი ბინადრობს. ეროვნული პარკის ტერიტორიაზე 187 სახეობის ფრინველი შეამჩიეს.[15] აქვე ბინადრობს 39 სახეობის ამფიბია და 34 სახეობის თევზი.
  • იოკდონის ეროვნული პარკი — პარკი 1991 წელს დაარსდა და დაბლობის ტყეების ბიოლოგიურ სივრცეების 582კმ²-ის ტერიტორიის დასაცავად შეიქმნა. ეროვნული პარკი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის დაცული ტერიტორიების უდიდესი კომპლექსის ნაწილია და კამბოჯის მონდულკირის დაცულ ტყეებს ესაზღვრება.[16]

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები

რედაქტირება
 
ჰუეს საიმპერიო ქალაქი

2018 წლის მდგომარეობით, ვიეტნამში იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხის 8 ძეგლი მდებარეობს:

კულტურული ძეგლები

რედაქტირება
  • ჰუეს ძეგლების კომპლექსი — იმპერიული ქალაქი — ნგუენის დინასტიის იმპერიული დედაქალაქი. (იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში 1993 წელს შეიტანეს).
  • ჰოი-ანის ძველი ქალაქი — ქალაქის ისტორიული რაიონი, ძველი ქალაქი XV-XIX საუკუნეების სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის სავაჭრო პორტის კარგად შემონახული მაგალითია. XVI-XVII საუკუნეებში ქალაქი ვიეტნამის სავაჭრო ცენტრი იყო. (1999)
  • მი-სონი — ჩამპას სახელმწიფოს ტაძრების კომპლექსი. (1999)
  • თანგ-ლონგის სამეფო ქალაქი — XI საუკუნეში აშენებული ციტადელი. (2010)
  • ჰოს დინასტიის ციტადელი — ფენ შუის პრინცპიების მიხედვით XIV საუკუნეში აგებული ციტადელი. (2011)

ბუნებრივი

რედაქტირება
  • ტრანგ ანის ლანდშაფტის კომპლექსი — წითელი მდინარის დელტის მახლობლად მდებარე ლანდშაფტი. (2014)

ეროვნული ტურისტული სივრცეები

რედაქტირება

ვიეტნამში 21 ეროვნული ტურისტული სივრცეა, რომელთა შორის აღსანიშნავია:

  • მუინე — სანაპირო სათევზაო ქალაქი ბინჰტჰუანის პროვინციაში.
  • ფანტიეტი — სათევზაო და საწარმოო ქალაქი ვიეტნამის სანაპიროზე.
  • კიმლიენი — ნამდანის რაიონში მდებარე დიდი სოფელი, სადაც ხო ში მინი დაიბადა.

ქალაქები და აეროპორტები

რედაქტირება

2014 წლის შემდეგ ვიეტნამის დედაქალაქი ჰანოი TripAdvisor-ის მიერ მსოფლიოს ტურისტულ დანიშნულების ადგილთა შორის პირველ ათეულში მოიხსენიებს. 2014 წელს ჰანოი მე-8 ადგილზე იყო,[17] 2015 წელს - მე-4 ადგილზე,[18] ხოლო 2016 წელს მე-8 ადგილზე.[19]

საერთაშორისო ტურისტთა შორის ყველაზე პოპულარული საჰაერო ტრანსპორტის სახეობებია. 2013 წელს 7.6 მილიონი საერთაშორისო ტურისტიდან დაახლოებით 6 მილიონი ტურისტი საჰაერო ტრანსპორტით ჩავიდა ვიეტნამში. ტან შონ ნიატის საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც ხოშიმინს ემსახურება, ყველაზე მეტ ტურისტს იღებს. ნოი ბაის საერთაშორისო აეროპორტი,რომელიც ჰანოის ემსახურება, ფართობის მიხედვითა და თანამედროვე საერთაშორისო ტერმინალის გახსნის შემდეგ ტევადობითაც ყველაზე დიდი აეროპორტია. მთავარ აეროპორტებს შორისაა: და ნანგის საერთაშორისო აეროპორტი, კამ რანის საერთაშორისო აეროპორტი და კატ ბაის საერთაშორისო აეროპორტი.

სამხედრო ტურიზმი

რედაქტირება

ვიეტნამის ისტორიული და ტრადიციული სამხედრო ისტორიის გამო, ვიეტნამში სამხედრო ტურიზმიცაა განვითარებული.

ვიეტნამში ინდოჩინეთის პირველი ომისა და ინდოჩინეთის მეორე ომის არაერთი ისტორიული ძეგლი მდებარეობს.გარდა ამისა, ქვეყანაში ანტიკური პერიოდისა და შუა საუკუნეების სამხედრო ძეგლები მდებარეობს.

  1. Vietnam country profile. Library of Congress Federal Research Division (December 2005). This article incorporates text from this source, which is in the public domain.
  2. Archived copy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 July 2011. ციტირების თარიღი: 2010-06-12.
  3. Archived copy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 July 2011. ციტირების თარიღი: 2010-06-12.
  4. http://vietnamtourism.gov.vn/english/index.php/items/4294
  5. The Travel & Tourism Competitiveness Report 2017. გვ. 342.
  6. The Travel & Tourism Competitiveness Report 2017. გვ.342.
  7. The Travel & Tourism Competitiveness Report 2017. გვ.343.
  8. Tourism Statistics. Vietnam National Administration of Tourism. დაარქივებულია ორიგინალიდან — 30 მარტი 2010. ციტირების თარიღი: 26 January 2012.
  9. Tourism Statistics. ციტირების თარიღი: 2 January 2018.
  10. Tourism Statistics. Vietnam National Administration of Tourism. ციტირების თარიღი: 2 January 2018.
  11. International visitors to Viet Nam in December and 12 months of 2015. Vietnamtourism.gov.vn. ციტირების თარიღი: 2017-06-28.
  12. Ba Be National Park. ციტირების თარიღი: 25 April 2018.
  13. Vietnam: A Natural History, Eleanor Jane Sterling, Martha Maud Hurley, Le Duc Minh, Minh Duc Le, Joyce Powzyk, 2006, p.208, ISBN 0-300-10608-4
  14. U Minh Thuong national park. VietnamDiscovery. ციტირების თარიღი: 18 November 2015.
  15. Lan, Nguyen. U Minh Thuong National Park - the highest bird species richness among any sites visited. Vietnam Beauty. ციტირების თარიღი: 21 January 2013.
  16. WWF Cambodia office. WWF. ციტირების თარიღი: 2009-08-30.
  17. Life. (2014-04-08) TripAdvisor's Most Popular Travel Destinations. Business Insider. ციტირების თარიღი: 2017-06-28.
  18. TripAdvisor's picks: World's top 25 destinations | CNN Travel. Cnn.com (2015-03-24). ციტირების თარიღი: 2017-06-28.
  19. TripAdvisor picks world's top 10 destinations - CNN.com | CNN Travel. CNN.com (2016-03-22). ციტირების თარიღი: 2017-06-28.