მი-სონი — ტაძრების კომპლექსი, რომელიც ეკუთვნის ყოფილ ჩამპას სახელმწიფოს. ამჟამად მდებარეობს ვიეტნამის ცენტრალურ ნაწილში. ტაძრები ამ დროისთვის ნახევრად დანგრეულია. თავის დროზე, ისინი ღმერთ შივას სადიდებლად ააგეს. 1999 წელს, ის იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიყვანა.

მი-სონი*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა ვიეტნამის დროშა ვიეტნამი
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები ii, iii
სია [1]
რეგიონი** აზია-ოკეანეთი
კოორდინატები 15°46′00″ ჩ. გ. 108°07′00″ ა. გ. / 15.76667° ჩ. გ. 108.11667° ა. გ. / 15.76667; 108.11667
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1999  (23-ე სესია)
ნომერი 949
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 949
ინგლ.რუს.ფრ.

მი-სონი იუნესკოს სხვა ძეგლის, ქალაქ ჰოი-ანიდან 50 კმ-ით სამხრეთ აღმოსავლეთით მდებარეობს.

ჩვ.წ. IV-XII საუკუნეებში, მი-სონი ჩამპას იმპერიის დედაქალაქი იყო. ჩამპას კულტურა ინდური კულტურის დიდ გავლენას განიცდიდა.

2002 წელს, კომპლექსის ტერიტორიაზე გათხრები დაიწყო, რომელიც იუნესკომ 70,000 $-ით დააფინანსა.

ყველაზე მაღალი, 24 მეტრიანი კოშკზე ამოკვეთილი ყოფილა ლომებისა და სპილოების გამოსახულებები. იგი 1969 წელს, ვიეტნამის ომის მიმდინარეობისას, დაბომბვებისას დაინგრა. საბოლოო ჯამში, დაბომბვების შედეგად, მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში აღრიცხული კომპლექსის 70 ტაძრიდან 50 მთლიანად ან ნაწილობრივ დაინგრა.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: