მეორე თაობის ვიდეო თამაშების კონსოლები
მეორე თაობის ეპოქას საფუძველი ჩაეყარა 1976 წელს, მას შემდეგ, რაც ბაზარზე გამოჩნდა კონსოლები Fairchild Channel F და 1292 Advanced Programmable Video System. ეს პერიოდი დაემთხვა არკადული თამაშების ოქროს ხანას.
დასაწყისში სხვადასხვა კომპანიების მიერ გამოიცა რამდენიმე კონსოლი, რომელთა მიზანს წარმოადგენდა ამ სფეროში ფეხის მოკიდება. ამ პერიოდში დომინირებდა Atari 2600, აგრეთვე პოპულარობით სარგებლობდნენ Intellivision, Odyssey2 და ColecoVision.
1983 წლის ვიდეო თამაშების კრიზისმა უარყოფითი გავლენა მოახდინა მეორე თაობის განვითარებაზე. Atari 2600-ის წარმოება შეწყდა 1992 წლის 1 იანვარს, რამაც დაასრულა მეორე თაობის ეპოქა. მეორე თაობის დაწყებიდან (1976) მესამე თობის დაწყებამდე ხანგრძლივობამ (1983) შვიდი წელი შეადგინა. Atari 2600-ის დიდხნიანობის წყალობით, რომელიც ხელმისაწვდომი იყო 1977-1992 წლებში, მეორე თაობა დღემდე ითვლება ყველაზე ხანგრძლივ თაობად. პირველისგან განსხვავებით, მეორე თაობაში დაინერგა უამრავი ინოვაცია, ყველაზე მნიშვნელოვანია მიკროპროცესორის და სათამაშო კარტრიჯის გამოყენება კონსოლებში.
პირველი 8 ბირთვიანი კონსოლები
რედაქტირებაპირველი სათამაშო კონსოლი Magnavox Odyssey გამოიყენებდა ისეთ კარტრიჯს, რომელიც სხვა არაფერი იყო თუ არა ჯამპერების ნაკრები, რომელიც ააქტიურებდა კონსოლში უკვე არსებულ ერთ-ერთ თამაშს. „Pong“-ის მსგავს სისტემებზე გადასვლის შემდეგ ეს მეთოდი ჩანაცვლებული იქნა მიკროჩიპებით, კოდირებული დისკრეტული ლოგიკის მეშვეობით, რომელიც არ იძლეოდა ახალი თამაშის დამატების საშუალებას. 1970-იან წლებში, მიკროპროცესორზე დაფუძნებული კონსოლების გამოჩენით კარტრიჯები კვლავ შემოვიდა ხმარებაში. პროგრამა იწერებოდა პლატიკურ კორპუსში განთავსებულ ROM ჩიპზე, რომელიც იდგმებოდა კონსოლის სლოტში, რის შემდეგაც პროცესორი კითხულობდა კარტრიჯზე არსებულ ინფორმაციას და უშვებდა პროგრამას.
Fairchild VES იყო მსოფლიოში პირველი მიკროპროცესორიანი სათამაშო სისტემა, რომელსაც გააჩნდა სათამაშო (ROM) კარტრიჯის მხარდაჭერა. კონსოლი გამოიცა კომპანია Fairchild Semiconductor-ის მიერ 1976 წლის ნოემბერში ჩრდილოეთ ამერიკაში.[1] მაგრამ მას შემდეგ, რაც Atari-მ გამოსცა VCS, Fairchild-მა კონსოლს შეუცვალა სახელი Fairchild Channel F-ით. მსოფლიოს მასშტაბით გაიყიდა სისტემის 250,000 ასლი.[2]
1977 წლის იანვარში გამოვიდა კომპანია RCA-ის RCA Studio II. კონსოლი აღიქვამდა მხოლოდ შავ და თეთრ ფერებს[3] და წააგავდა „Pong“-ის მსგავს კონსოლებსა და მის კლონებს. მას არ გააჩნდა ჯოისტიკი ან მსგავსი კონტროლერი, მაგრამ ამის მაგივრად გამოიყენებდა ორ ცალ ათ ღილაკიან კეიპადს, რომელიც ჩაშენებული იყო კონსოლში.[4] სისტემას შეეძლო მხოლოდ მარტივი ხმის გამოცემა.
1977 წელს Atari-მ გამოუშვა პირველი Video Computer System (VCS), რომელსაც მოგვიანებით დაერქვა Atari 2600. იქცა პირველ წარმატებულ კონსოლად სათამაშო კარტრიჯზე, რომლის საერთო გაყიდვებმა 30 მილიონი ეგზემპლარი შეადგინა.[5] მას მიაწერენ მიკროპროცესორზე დაფუძნებული კონსოლების პოპულარიზაციას.
1977 წელს მზის შუქი იხილა Bally Astrocade-მა, რომლის თავდაპირველი სახელწოდება იყო Bally Home Library Computer. მისი შეკვეთა შესაძლებელი იყო მხოლოდ ფოსტის საშუალებით. კომპანია Bally კონსოლს აწარმოებდა მცირე ხნის განმავლობაში, მანამდე სანამ მასზე უფლება არ მოიპოვა მესამე მხარის კომპანიამ. სისტემა დადებითად მიიღეს კრიტიკოსებმა. 1983 წელს ჟურნალ Creative Computing-მა მას უწოდა „ერთ-ერთი საუკეთესო გრაფიკის მქონე ვიდეო თამაშების კონსოლი“.[6] მიუხედავად მძლავრი აპარატული მახასიათებლებისა, იმ დროში არსებულ კონსოლებს კონკურენცია ვერ გაუწია და 1984 წელს მისი წარმოება შეწყდა.
1978 წელს Magnovox-მა აშშ-სა და კანადაში გამოაქვეყნა პროცესორზე დაფუძნებული სისტემა სახელად Odyssey²[7] (Magnovox Odyssey-ის მემკვიდრე). ევროპაში გამოუშვეს Videopac G7000-ის სახელით, ხოლო იაპონიაში — Odyssey2-ის სახელით. Odyssey² 1983 წლის ვიდეო თამაშების კრიზისამდე ითვლებოდა ერთ-ერთ წამყვან ვიდეო თამაშების კონსოლად.
1979 წელს Odyssey²-ს მოჰყვა კიდევ ერთი წამყვანი კონსოლის, Mattel Intellivision-ის გამოშვება.[8][9] მიუხედავად იმისა, რომ ის „16 ბიტიან ერამდე“ გაცილებით ადრე გამოვიდა, მას გააჩნდა 16 ბიტიანი პროცესორი 16 ბიტიანი რეგისტრებით და 16 ბიტიანი სისტემური RAM. Intellivision-მა სწრაფად მოიპოვა პოპულარობა. მიუხედავად იმისა, რომ ის არ იყო Atari 2006-ის პირველი კონკურენტი, მან დიდი საფრთხე შეუქმნა ამ უკანასკნელის დომინანტობას ბაზარზე. აპარტული თვალსაზრისით Intellivision გაცილებით მძლავრი იყო ვიდრე Atari 2006. მაგრამ ამის მიუხედავად, Atari ფლობდა ექსკლუზიურ უფლებებს სხვა სათამაშო ავტომატებიდან თამაშების პორტირებაზე. ამ უპირატესობამ განაპირობა Atari-ის უსაზღვრო პოპულარობა.
1982 წელს ზედიზედ გამოვიდა რამდენიმე ცნობილი კონსოლი: Arcadia 2001, Vectrex, ColecoVision და Atari 5200. Vectrex, მის თანამედროვე სისტემებთან შედარებით უნიკალური იყო, მას ახასიათებდა ვექტორული გრაფიკა და აღჭურვილი იყო საკუთარი ეკრანით.[10] აპარატული თვალსაზრისით Arcadia და ColecoVision მძლავრი აპარატული მახასიათებლებით გამოირჩეოდნენ.
რაც შეეხება სათამაშო კარტრიჯერბს, Atari 2600-ის კარტრიჯის მოცულობა შეადგენდა 2 კბ-ს, ხოლო Intellivision-ისას — 4კბ. კარტრიჯების მოცულობა 1978 წლიდან 1983 წლამდე საგრძნობლად გაიზარდა — Atari-სა და IntelliVision-ისთვის 16 კბ-მდე, ColecoVision-ისთვის — 32 კბ-მდე.
1982 წელს ბაზარი გაივსო სხვადასხვა სათამაშო კონსოლებით და ახალი მესამე მხარის დეველოპერების შემუშავებული თამაშებით, რაც იქცა ვიდეო თამაშების კრიზისის მთავარ გამომწვევ მიზეზად, რომელიც დაიწყო 1983 წელს და გაგრძელდა 1985 წლამდე.
შედარებები
რედაქტირებასახელი | Fairchild Channel F | Atari 2600 | Bally Astrocade | Magnavox Odyssey² | Intellivision |
---|---|---|---|---|---|
მწარმოებელი | Fairchild Semiconductor | Atari | Bally Technologies | Magnavox | Mattel |
კონსოლი | |||||
თავდაპირველი ფასი | 169.95 აშშ დოლარი | 200 აშშ დოლარი | 299 აშშ დოლარი | 200 აშშ დოლარი
49,800 იაპონური იენა |
299 აშშ დოლარი |
თარიღი |
|
იაპ მაისი, 1983 |
|
იაპ 1982 |
იაპ 1982
|
მედია | კარტრიჯი | კარტრიჯი და კასეტა (კასეტა ხელმისაწვდომი იყო სპეციალური ხელსაწყოს მეშვეობით) | კარტრიჯი და კასეტა/დისკეტა | კარტრიჯი | კარტრიჯი |
ყველაზე გაყიდვადი თამაში | „Videocart-17“: „Pinball Challenge“ | „Pac-Man“, 7 მილიონი (1 სექტემბერი, 2006)[11][12] | არ არის | არ არის | ივნისი, 1983:[13][14] „Las Vegas Poker & Blackjack“ 1.939 მილიონი, „Major League Baseball“ 1.085 მილიონი |
უკუთავსებადობა | არ არის | არ არის | არ არის | არცერთი | Atari 2600 თამაშები System Changer-ის მოდულის საშუალებით |
აქსესუარები | არ არის |
|
|
|
|
პროცესორი | Fairchild F8
1.79 მჰც (PAL რეგიონი 2 მჰც) |
MOS Technology 6507
1.19 მჰც |
Zilog Z80
1.789 მჰც |
Intel 8048-ის 8 ბიტიანი მიკროკონტროლერი
1.79 მჰც |
General Instrument CP1610
894.886 კჰც |
მეხსიერება | 64 ბაიტი RAM 2 კბ ვიდეო მეხსიერება (2×128×64 ბიტი) |
128 ბაიტი RAM MOS Technology RIOT-ის ჩიპის ფარგლებში | 4 კბ (64 კბ დამატებითი მოდულის საშუალებით) | CPU-ის შიდა RAM: 64 ბაიტი აუდიო/ვიდეო რამი: 128 ბაიტი |
1,456 ბაიტი RAM |
ვიდეო |
|
|
|
|
|
სახელი | Emerson Arcadia 2001 | ColecoVision | Atari 5200 | Vectrex |
---|---|---|---|---|
მწარმოებელი | Emerson Radio Corporation | Coleco | Atari | General Consumer Electric და Milton Bradley |
კონსოლი | ||||
თავდაპირველი ფასი | 199 აშშ დოლარი | 199 აშშ დოლარი | 270 აშშ დოლარი | 199 აშშ დოლარი |
თარიღი |
|
|
|
იაპ ივნისი, 1983 |
მედია | კარტრიჯი | კარტრიჯი და კასეტა, ხელმისაწვდომი იყო დამატებითი ხელსაწყოს მეშვეობით | კარტრიჯი | კარტრიჯი |
ყველაზე გაყიდვადი თამაში | N/A | „Donkey Kong“ (კომპლექტში) | N/A | |
უკუთავსებადობა | N/A | თავსებადია Atari 2600-თან გაფართოების მოდული 1-ის საშუალებით | Atari 2600-ის თამაშები 2600-ის კარტრიჯის ადაპტერის საშუალებით | N/A |
აქსესუარები | N/A |
|
|
|
პროცესორი | Signetics 2650
3.58 მჰც |
Zilog Z80A
3.58 მჰც |
Custom MOS 6502C
1.79 მჰც |
Motorola 68A09
1.5 მჰც |
მეხსიერება | 512 ბაიტი RAM | 1 კბ RAM 16 კბ ვიდეო RAM |
16 კბ DRAM | 1 კბ RAM |
ვიდეო |
|
|
|
ჩაშენებული ვექტორული ელექტრონულ-სხივური მილაკი |
აუდიო | მონო აუდიო
|
მონო აუდიო:
|
მონო აუდიო:
|
მონო (სპიკერში ჩაშენებული) |
სხვა კონსოლები
რედაქტირება-
RCA Studio II
გამოვიდა 1977 წელს -
1292 Advanced Programmable Video System
გამოვიდა 1978 წელს -
APF-MP1000
გამოვიდა 1978 წელს -
VC 4000
გამოვიდა 1978 წელს -
Epoch Cassette Vision
გამოვიდა 1981 წელს -
VTech CreatiVision
გამოვიდა 1981 წელს
პორტატიული კონსოლები
რედაქტირებაპირველი პორტატიული კონსოლი, რომელსაც გააჩნდა კარტრიჯის ცვლის შესაძლებლობა იყო Microvision,[17] შექმნილი Smith Engineering-ის მიერ, ხოლო გამოცემული Milton-Bradley-ის მიერ 1979 წელს.[18] აღჭურვილი იყო მეტად მცირე ზომის LCD ეკრანით და განიცდიდა თამაშების სიმწირეს. წარმოება შეწყდა გამოცემიდან ორი წლის შემდეგ.
Epoch Game Pocket Computer გამოიცა 1984 წელს იაპონიაში. Game Pocket Computer-ს გააჩნდა LCD ეკრანი 75 X 64 გაფართოებით და წარმოაჩენდა იმავე გრაფიკას, რასაც Atari 2600-ის ადრეული თამაშები. კომერციულად წარუმატებელი აღმოჩნდა და შედეგად მთლიანობაში შემუშავდა 5 ერთეული თამაში.
პორტატიული კონსოლები
რედაქტირება-
Milton Bradley Microvision
(გამოვიდა 1979) -
Entex Select-A-Game
(გამოვიდა 1981) -
Entex Adventure Vision
(გამოვიდა 1982) -
Epoch Game Pocket Computer
(გამოვიდა 1984)
მემკვიდრეობა
რედაქტირებაგაყიდვები
რედაქტირებამეორე თაობის ყველაზე გაყიდვადი კონსოლი არის Atari 2600, 30 მილიონი ასლით.[19] 1990 წლის მონაცემით, Intellivision გაიყიდა 3 მილიონი ეგზემპლარის რაოდენობით,[20][21][22] Odyssey2-ის გაყიდვები ორ მილიონამდე ასლს შეადგენდა [23]. 1984 წლის მონაცემით ColecoVision-ის საერთო გაყიდვებმა 2 მილიონი ასლი შეადგინა,[24] ხოლო რაც შეეხება Fairchild Channel F-ს, გაიყიდა კონსოლის 250,000 ასლი.[2]
პროგრამული უზრუნველყოფა
რედაქტირებასაკვანძო თამაშები
რედაქტირებაიხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- The Dot Eaters: Pixel Boxes დაარქივებული 2007-12-11 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Fairchild Channel F Time Line დაარქივებული 2019-07-17 საიტზე Wayback Machine. , fndcollectables.com, (ინგლისური)
- ↑ 2.0 2.1 Gareth R. Jones (2007). Strategic management: an integrated approach, 7th, Boston: Houghton Mifflin, გვ. C-123. ISBN 0-618-73166-0. ციტირების თარიღი: 25 თებერვალი, 2012. „By this point, second-place Fairchild sold around 250,000 units of its system.“
- ↑ TV Games Cutback, Page 21, Spokane Daily Chronicle, 1978-02-14, Spokane Daily Chronicle - Google News Archive Search
- ↑ Sagarin, Dave (დეკემბერი, 1977). New TV games: Livelier, smarter. Popular Mechanics, გვ. 92-93.
- ↑ „Atari VCS (Atari 2600)“. A Brief History of Game Console Warfare. BusinessWeek. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-07-15. ციტირების თარიღი: 31 იანვარი, 2008. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
-ში (დახმარება) - ↑ Goodman, Danny (ზაფხული, 1983). „Home Video Games: Video Games Update“. Creative Computing Video & Arcade Games: 32. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|date=
-ში (დახმარება) - ↑ William. The Odyssey² Timeline. the-nextlevel.com.
- ↑ Mattel Intellivision — 1980–1984. ClassicGaming. IGN. დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 ივნისი, 2008. ციტირების თარიღი: 2008-05-16.
- ↑ Ask Hal: Frequently Asked Questions to the Blue Sky Rangers. Intellivision Productions. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-09-20. ციტირების თარიღი: 2008-11-03.
- ↑ Barton, Matt and Loguidice, Bill. (2007). A History of Gaming Platforms: The Vectrex, Gamasutra.
- ↑ Jeremy Reimer. (1 სექტემბერი, 2006) EA's Madden 2007 sells briskly, but are games gaining on movies?. Ars Technica. ციტირების თარიღი: 31 იანვარი, 2008.
- ↑ Kent, Steven (2001). The Ultimate History of Video Games. Three Rivers Press. ISBN 0-7615-3643-4.
- ↑ What was the best selling Intellivision cartridge?. Intellivision Productions. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-09-20. ციტირების თარიღი: 2017-11-22.
- ↑ (1998) Intellivision Lives CD PC/Mac. Intellivision Productions.
- ↑ https://books.google.co.uk/books?id=oK3D4i5ldKgC&pg=PA65
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-08-03. ციტირების თარიღი: 2017-11-24.
- ↑ Milton-Bradley Microvision: Computer Closet Collection
- ↑ www.lookingtodraw.com, MICHAEL J. BARNES, ILTD DESIGN SERVICES,. PC Timeline. The Freeman PC Museum... Largest Collection of Vintage Computers On The Web.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 ოქტომბერი 2016. ციტირების თარიღი: 22 January 2017.
- ↑ Atari VCS (Atari 2600). A Brief History of Game Console Warfare. BusinessWeek. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-07-15. ციტირების თარიღი: 4 დეკემბერი, 2007.
- ↑ Mattel Intellivision - 1980-1984. ClassicGaming. IGN. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-10-23. ციტირების თარიღი: 16 მაისი, 2008.
- ↑ Ask Hal: Frequently Asked Questions to the Blue Sky Rangers. Intellivision Productions. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-09-20. ციტირების თარიღი: 3 ნოემბერი, 2008.
- ↑ Intellivision History. intellivisiongames.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-10-09. ციტირების თარიღი: 2017-11-24.
- ↑ Forster, Winnie (2005). The encyclopedia of consoles, handhelds & home computers 1972 - 2005. GAMEPLAN, გვ. 30. ISBN 3-00-015359-4.
- ↑ Coleco Industries sales report, PR Newswire, April 17, 1984