1292 Advanced Programmable Video System — 8 ბიტიანი მეორე თაობის სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი, შემუშავებული გერმანული კომპანია Radofin-ის მიერ 1976 წელს.[2] ის შემდგომში ლიცენზირებული იქნა სხვადასხვა კომპანიების მიერ, მათ შორის: Acetronic, Prinztronic, Fountain, Grandstand, Audiosonic, Hanimex და Lansay.[3] ამ ვარიანტებიდან ყველა გამოიცემოდა სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხა სახელწოდებების ქვეშ. ზოგიერთი ორიგინალის იდენტური იყო, ხოლო ზოგი მათგანი სრულიად განსხვავებული დიზაინით ქვეყნდებოდა.

1292 Advanced Programmable Video System
მწარმოებელი Radofin
ტიპი სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი
თაობა მეორე თაობა
გამოშვების თარიღი 1976 (1976)
შეწყდა 1983 (1983)
მედია სათამაშო კარტრიჯი
პროცესორი 8-ბიტიანი Signetics 2650AI @ 4.43მჰც[1]
მეხსიერება 43 ბაიტი
კონტროლერის შეტანა 2 × 12 ღილაკიანი

სისტემა წარმოადგენდა იმ კონსოლების ჯგუფის ნაწილს (ჯგუფს საფუძველი ჩაუყარა Interton VC-4000-მა), რომელიც გამოიყენებდა Signetics 2650-ის ცენტრალურ პროცესორს (ამავე პროცესორს გამოიყენებდა Emerson Arcadia 2001). მასში განთავსებული იყო 43 ბაიტი ოპერატიული მეხსიერება[4] და თან მოჰყვებოდა 12 ღილაკიანი სათამაშო კონტროლერი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Hansen, Dale. (1 ივლისი, 2002) 292 Advanced Programmable Video System FAQ. consoledatabase.com. ციტირების თარიღი: 11 ნოემბერი, 2017.
  2. Acetronic MPU-1000/2000 დაარქივებული 2004-03-30 საიტზე Wayback Machine. old-computers.com
  3. 1292 Advanced Programmable Video System History consoledatabase.com
  4. 1292 Advanced Programmable Video System დაარქივებული 2016-05-06 საიტზე Wayback Machine. , retrogamingconsoles.com