RCA Studio II
RCA Studio II — მეორე თაობის სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი, შემუშავებული ამერიკული კომპანია RCA-ის მიერ 1977 წლის იანვარში. კონსოლს ინფრომაციის გამოსახვა შეეძლო შავთეთრ ფერებში[1], რითაც წააგავდა „Pong“-ის მაგვარ კონსოლებს და მის კლონებს. მას არ გააჩნდა ჯოისტიკი ან რაიმე სახის მსგავსი კონტროლერი, თუმცა გამოიყენებდა ათ ღილაკიან მინი კლავიატურას, რომელიც ზედ იყო განთავსებული.[2]
RCA Studio II | |
---|---|
მწარმოებელი | RCA |
ტიპი | სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი |
თაობა | მეორე თაობა |
გამოშვების თარიღი | იანვარი, 1977 |
თავდაპირველი ფასი | 149 აშშ დოლარი |
შეწყდა | 1978 |
მედია | სათამაშო კარტრიჯი |
პროცესორი | RCA 1802 1.78 მჰც |
მეხსიერება | 512 ბაიტი RAM |
კონტროლერის შეტანა | ათ ღილაკიანი კლავიატურა |
სისტემის თავდაპირველი ფასი 149 აშშ დოლარს შეადგენდა და დაფუძნებული იყო იმავე მწარმოებლის მიერ 1977 წელს გამოცემულ მიკროკომპიუტერ COSMAC VIP-ზე.[3] კონსოლი გამოიყენებდა RCA 1802-ის ცენტრალურ პროცესორს 1.78 მჰც ტაქტური სიხშირით და 512 ბაიტ ოპერატიულ მეხსიერებას. მას ახასიათებდა მონოქრომული გრაფიკა 64x32 პიქსელების გაფართოებით (თეორიულად 64×128-მდე) და შეეძლო მარტივი ხმოვანი სიგნალის გამოცემა. ერთ-ერთი განსაკუთრებულ მახასიათებელად შეიძლება ჩაითვალოს მასში ჩაშენებული 5 თამაში.[4]
Studio II-მა ვერ მოიპოვა პოპულარობა და შესაბამისად კომეციულადაც წარუმატებელი აღმოჩნდა, რადგანაც ვერ გამოირჩეოდა მძლავრი აპარატული მახასიათებლებით. მასზე ადრე გამოშვებული კონსოლი Fairchild Channel F-იც კი ბევრად აღემატებოდა შესაძლებლობებით, ხოლო ათი თვის შემდეგ საბოლოო დარტყმა მიაყენა Atari 2600-ის გამოსვლამ. 1978 წელს RCA-მა შეწყვიტა კონსოლის წარმოება. ზოგიერთი ანალიტიკოსის აზრით, წარუმატებლობის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად იქცა კონსოლის შავთეთრი გრაფიკა, რითაც კონკურენცია ვერ გაუწია იმ დროში არსებულ ფერადი გრაფიკის მქონე სისტემებს.[5]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ვიდეო თამაშების ისტორია - RCA Studio II დაარქივებული 2020-01-20 საიტზე Wayback Machine.
- RCA Studio II დაარქივებული 2007-12-11 საიტზე Wayback Machine. The Dot Eaters-ზე
- RCA Studio II დაარქივებული 2017-10-02 საიტზე Wayback Machine. Old-Computers-ზე
- RCA Studio II დაარქივებული 2017-09-30 საიტზე Wayback Machine. Wikia-ზე
- RCA Studio II ვიდეო თამაშების კონსოლების ბიბლიოთეკაში
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Kent, Steven L. (2001). The Ultimate History of Video Games. Three Rivers Press. ISBN 0-7615-3643-4.
- ↑ Dave Sagarin. (დეკემბერი, 1977) New TV games: Livelier, smarter გვ. 92-93. Popular Mechanics. ციტირების თარიღი: 3 დეკემბერი, 2017.
- ↑ Edwards, Benj (2017-10-27). „Rediscovering History’s Lost First Female Video Game Designer“. Fast Company (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2017-10-27.
- ↑ Dillon, Roberto (2011). The Golden Age of Video Games. A K Peter/CRC Press. ISBN 978-1-4398-7323-6.
- ↑ TV Games Cutback, გვერდი 21, Spokane Daily Chronicle, 1978-02-14, Spokane Daily Chronicle - Google News Archive Search