ColecoVision
ColecoVision — 8 ბიტიანი მეორე თაობის სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი, შემუშავებული და გამოცემული კომპანია Coleco-ს მიერ 1982 წელს ჩრდილოეთ ამერიკაში, 1983 წელს ევროპაში. Atari 2600-ისგან განსხვავებით, ColecoVision მომხმარებლებს სთავაზობდა არკადული სისტემის მსგავს მძლავრ გრაფიკას და შესაძლებლობებს, აგრეთვე ტექნიკური მახასიათებლების გაუმჯობესების შესაძლებლობას.
ColecoVision | |
---|---|
ColecoVision კონტროლერთან ერთად | |
მწარმოებელი | Coleco |
ტიპი | სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი |
თაობა | მეორე თაობა |
გამოშვების თარიღი |
ჩრდ.ამ. აგვისტო, 1982 ევრ ივლისი, 1983 |
თავდაპირველი ფასი | 175 აშშ დოლარი[1] |
შეწყდა | 1985 |
გაიყიდა | 2 მილიონი |
მედია | სათამაშო კარტრიჯი |
პროცესორი | Zilog Z80 |
მეხსიერების საცავი | 8/16/24/32 კბ |
გრაფიკა | TMS9928A |
ხმა | SN76489A-ის ჩიპი |
შეტანა | 175 |
კონტროლერის შეტანა |
|
ყველაზე გაყიდვადი თამაში | „Donkey Kong“ (კომპლექტში) |
წინა | Coleco Adam |
შემდეგი | Coleco Telstar |
კონსოლის თავდაპირველი ფასი 175 აშშ დოლარს შეადგენდა. ის მოიხმარდა NEC-ის Zilog Z80A-ს ცენტრალურ პროცესორს 3.58 მჰც ტაქტური სიხშირით, Texas Instruments TMS9928A-ის ვიდეო პროცესორს 256×192 გაფართოებით, Texas Instruments SN76489A-ის ხმის ჩიპს და 1 კბ ოპერატიულ მეხსიერებას. რაც შეეხება თამაშების ბიბლიოთეკას, გამოშვებისთანავე კონსოლზე ხელმისაწვდომი იყო 12 თამაში, მათ შორის Nintendo-ს „Donkey Kong“, Sega-ს „Zaxxon“ და შედარებით ნაკლებად ცნობილი პროექტები როგორებიცაა „Lady Bug“, „Cosmic Avenger“, „Venture“. 1982-1984 წლებში დაახლოებით 145 თამაში გამოიცა.[2] კონსოლისთვის, აგრეთვე გამოვიდა რამდენიმე სპეციალური ხელსაწყო გაფართოების მოდული, რომლებსაც გააჩნდათ სხვადასხვა დატვირთვა. „გაფართოების მოდული #1“ Atari 2600-ის თამაშების გაშვების საშუალებას იძლეოდა.[3]
1982 წლის ბოლო გაიყიდა 500 ათასი ეგზემპლარი.[4][5] ColecoVision-ის ეს წარმატება გარკვეულწილად განაპირობა Nintendo-სთან დადებულმა შეთანხმებამ, რითაც Coleco-ს ეძლეოდა უფლება კონსოლთან ერთად კომლექტში გაეყიდა Nintendo-ს თამაში Donkey Kong.[6] ვიდეო თამაშების კრიზისამდე 1983 წელს გაყიდვები 1 მილიონამდე გაიზარდა,[7] ხოლო 1984 წლის დასაწყისისთვის კონსოლის გაყიდვებმა შესამჩნევად იკლო.[8] ფაქტი იმის შესახებ თუ რამდენი მილიონი ასლი გაიყიდა მთლიანობაში უცნობია, თუმცა 1984 წლის ზაფხულში გაყიდვებმა 2 მილიონი შეადგინა.[8] 8 თვის შემდეგ Coleco-მ დატოვა ვიდეო თამაშების ბაზარი,[9][10] ხოლო 1985 წლის ოქტომბერში ColecoVision-ის წარმოება შეწყდა.[11] მისი შეჩერების მთავარ მიზეზად მიჩნეულია 1983 წლის ვიდეო თამაშების კრიზისი.[12] 1986 წელს Bit Corporation-მა შექმნა ColecoVision-ის კლონი Dina, რომელსაც ჩრდილოეთ ამერიკაში Telegames Personal Arcade-ის სახელით გამოსცემდა კომპანია Telegames.[1]
2009 წელს საიტ IGN-მა თავის სიაში „25 საუკეთესო სათამაშო კონსოლი“ ColecoVision-ს 12-ე ადგილი მიუჩინა.[13] 1996 წელს პროგრამისტმა კევინ ჰორტონმა შექმნა ColecoVision-ის პირველი Homebrew თამაში „Kevtris“, რომელიც „ტეტრისის“ კლონს წარმოადგენს.[14][15] 1997 წელს Telegames-მა გამოუშვა ColecoVision-ის თამაშების კოლექცია Microsoft Windows-ისთვის.[16] ხოლო 2014 წელს AtGames-მა გამოსცა კონსოლი სახელწოდებით ColecoVision Flashback, რომელიც მოიცავს 60 თამაშს, მათ შორის Sega-ს „Zaxxon“-ს და Exidy-ის „Venture“-ს.[17]
თამაშები
რედაქტირებაგალერეა
რედაქტირება-
ColecoVision
-
გაფართოების მოდული 1
-
გაფართოების მოდული 2
-
ColecoVision-ის კონტროლერი
-
ColecoVision-ის კარტრიჯი
-
Super Action Controller
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ColecoVision“ ვიკისაწყობში.
- ColecoVision-ის ისტორია
- ColecoVision დაარქივებული 2020-10-12 საიტზე Wayback Machine. Old-Computers-ზე
- ColecoVision RetroRBG-ზე
- Colecovision Internet Archive-ზე
- ColecoVision Zone დაარქივებული 2019-12-23 საიტზე Wayback Machine. — ფოტოებისა და დოკუმენტების სრული არქივი
- ColecoVision ვიდეო თამაშების კონსოლების ბიბლიოთეკაში
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 ColecoVision: The Arcade Quality Video Game System. ClassicGaming. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 ოქტომბერი, 2013. ციტირების თარიღი: 16 მაისი, 2008.
- ↑ Forster, Winnie (2005), The encyclopedia of consoles, handhelds & home computers 1972 - 2005, GAMEPLAN, p. 50, ISBN 3-00-015359-4
- ↑ The Game Doctor (ივნისი, 1983). „Q&A“. Electronic Games. p. 112. ციტირების თარიღი: 7 იანვარი, 2015. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ "Coleco hits with home video games", Business Week: 31, 1983-01-24
- ↑ Video Game Maker Says 1st-Quarter Profit More Than Tripled, Associated Press, 1983-04-20
- ↑ "Coleco's New Video Challenge", New York Times: 1 (Section D), 1982-11-11
- ↑ Video Game Maker Says 1st-Quarter Profit More Than Tripled, 1983-04-20
- ↑ 8.0 8.1 Coleco Industries sales report, PR Newswire, 1984-04-17
- ↑ "Coleco Reassesses Its Video Games", New York Times (Reuters): 4 (Section D), 1985-06-13
- ↑ "Video games Coleco may drop out", The Globe and Mail (Canada), 1985-06-21
- ↑ "Coleco's Net In Sharp Rise", New York Times (Associated Press), 1985-10-19
- ↑ „The Next Generation 1996 Lexicon A to Z: ColecoVision“. Next Generation. Imagine Media (15): 31. მარტი, 1996. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|date=
-ში (დახმარება) - ↑ Colecovision is number 12. IGN. ციტირების თარიღი: 2010-12-20.
- ↑ Kevtris for ColecoVision. MobyGames (2006-11-29). ციტირების თარიღი: 2009-08-24.
- ↑ Classic Videogame Games INTERVIEW - Kevin Horton. Good Deal Games. ციტირების თარიღი: 2009-08-24.
- ↑ Personal Arcade Volume One for Windows. MobyGames (2000-05-21). ციტირების თარიღი: 2009-08-24.
- ↑ .ColecoVision Flashback at AtGames E-Store. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-02-15. ციტირების თარიღი: 2017-12-10.