Intellivision – 16 ბიტიანი მეორე თაობის სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი, შექმნილი და გამოცემული კომპანია Mattel Electronics-ის მიერ 1979 წელს. მასზე მუშაობა დაიწყო მისი მთავარი კონკურენტი კონსოლის, Atari 2600-ის გამოსვლიდან ერთი წლის შემდეგ, 1978 წელს. გამოსვლისთანავე კონსოლზე ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ 4 თამაში, Space Spartans, Bomb Squad, B17Bomber და Tron: Solar Sailer. ერთ წელში გაიყიდა 175.000 ასლი და თამაშების ბიბლიოთეკა 35 ერთეულადმდე გაიზარდა და საერთო ჯამში გაიყიდა კონსოლის 3 მილიონი ეგზემპლარი და თამაშების რაოდენობამ 125-ს მიაღწია, ხოლო ყველაზე გაყიდვადი თამაშია Major League Baseball, ერთი მილიონი გაყიდული ასლის ოდენობით. [1][2][3] 1982 წელს კომპანიამ გამოუშვა სახეშეცვლილი ვერსია Intellivision II, რომელსაც გააჩნდა მოხსნადი სათამაშო კონტროლერი და დახვეწილი დიზაინი. 1983 წელს მატელი გეგმავდა Intellivision III-ის გამოშვებას, რომელიც აპარატულად უფრო ძლიერი იქნებოდა, ვიდრე მისი წინამორბედი, მაგრამ პროექტზე მუშაობა შეწყდა სხვადასხვა მიზეზის გამო, ერთ-ერთ მთავარ მიზეზად იქცა 1983 წლის ვიდეო თამაშების კრიზისი, რამაც უარყოფითად იმოქმედა კონსოლის განვითარებაზე.

Intelvision

Intelvision კონტროლერთან ერთად
მწარმოებელი Mattel Electronics
ტიპი სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი
თაობა მეორე თაობა
გამოშვების თარიღი (სატესტო) ჩრდ.ამ. 1979[1][2][3]
ევრ 1979
შეწყდა იანვარი, 1984 (1984-01)[1][2][3][4]
გაიყიდა 3 მილიონი [1][2][3]
პროცესორი GI CP1610
მეხსიერების საცავი სათამაშო კარტრიჯი
ონლაინ სერვისები PlayCable
ყველაზე გაყიდვადი თამაში Major League Baseball (1 მილიონი) [1]
შემდეგი HyperScan

Intellivision თავდაპირველი იყო ფასი 299 ამერიკული დოლარი. Intellivision არის პირველი კონსოლი, რომელშიც გამოყენეს 16 ბიტიანი ცენტრალური პროცესორი. მისი ტექნიკური მახასიათებლები ასე გამოიყურება: General Instrument-ის 16 ბიტიანი CP1610-ის პროცესორი 1 მგჰ-დე ტაქტური სიხშირით, 1352 ბაიტი ოპერატიული მეხსიერება და PlayCable-ის ონალინ სერვისის მხარდაჭერა.

2009 წელს საიტ IGN-მა Intelvision ყველა დროის საუკეთესო კონსოლებს შორის 14 ადგილი მიუჩინა.[5] თუმცა ამავე გამოცემამ მისი კონტროლერი მეოთხე ყველაზე ცუდ კონტროლერად დაასახელა.[6] Intelvision რჩებოდა მატელის შემუშავებულ ერთადერთ კონსოლად, მანამდე სანამ 2006 წელს არ გამოუშვა HyperScan.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 Mattel Intellivision — 1980–1984. ClassicGaming. IGN. დაარქივებულია ორიგინალიდან — June 23, 2008. ციტირების თარიღი: 2008-05-16.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 Ask Hal: Frequently Asked Questions to the Blue Sky Rangers. Intellivision Productions. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-09-20. ციტირების თარიღი: 2008-11-03.
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 Timeline. Intellivision Productions. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-10-09. ციტირების თარიღი: 2008-11-03.
  4. Forster, Winnie (2005). The encyclopedia of consoles, handhelds & home computers 1972–2005. GAMEPLAN, გვ. 42. ISBN 3-00-015359-4. 
  5. Top 25 Videogame Consoles of All Time: Intellivision is number 14, IGN. Retrieved November 2, 2011.
  6. Top 10 Tuesday: Worst Game Controllers. IGN (2006-02-21). ციტირების თარიღი: 2013-09-25.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Intellivision&oldid=4469318“-დან