Mattel

(გადამისამართდა გვერდიდან Mattel Electronics)

Mattel, Inc — სათამაშოების მწარმოებელი ამერიკული ტრანსნაციონალური კომპანია, რომლის შტაბ-ბინა მდებარეობს ელ-სეგუნდოში, კალიფორნიის შტატში.

Mattel, Inc
ტიპი საზოგადო
დაფუძნდა იანვარი1945; 79 წლის წინ (1945-01)
დამაარსებელი ჰაროლდ მეტსონი
ელიოტ ჰენდლერი
რუთ ჰენდლერი
სათავო ოფისი ელ-სეგუნდო, კალიფორნია, აშშ
პროდუქცია თოჯინები
სათამაშოები
შემოსავალი 860.06 მილიონი აშშ დოლარი (ივნისი, 2019)[1]
თანამშრომელი 25,800 (2018).[2]
საიტი mattel.com

დაარსდა 1945 წელს, ჰაროლდ მეტსონის, ელიოტ ჰენდლერისა და რუთ ჰენდლერის მიერ. Mattel თავდაპირველად დაკავებული იყო სურათების ჩარჩოების შექმნით, შემდეგ კი — მინიატურული ავეჯის კეთებით თოჯინებისთვის.

კომპანია ძირითადად აწარმოებს სათამაშოებსა და თოჯინებს. მის ყველაზე განთქმულ პროდუქტთა სიაში შედის ბარბის თოჯინა, შექმნილი 1959 წელს. 1980-იან წლებში Mattel ასევე აწარმოებდა სახლის ვიდეო თამაშების კონსოლებს, მათ შორის ისეთ წარმატებულ კონსოლს, როგორიც არის Intellivision.

Mattel საკუთარ პროდუქტს ასაღებს დაახლოებით 150-მდე ქვეყანაში[3] და ითვლება ყველაზე შემოსავლიან სათამაშოების მწარმოებელ კომპანიად მსოფლიოში. [4]

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Kettelkamp, Sean; Chatty Cathy and Her Talking Friends, Schiffer Publishing (1998)

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. March 2019 Report. Mattel. ციტირების თარიღი: 12 ივნისი, 2019.
  2. „Toy giant Mattel to slash more than 2,200 jobs“. Las Vegas Review-Journal. AP. 26 ივლისი, 2018. ციტირების თარიღი: 7 სექტემბერი, 2018. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
  3. „Mattel, Inc. Company Profile“. MarketLine. 25 ნოემბერი, 2014. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)[მკვდარი ბმული]
  4. A Full Toy Chest Makes Mattel A Buy For Growth And Income Investors
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Mattel&oldid=4657275“-დან