ბარბი (ინგლ. Barbie) — მოდური თოჯინა, რომლის მწარმოებელია ამერიკული კომპანია Mattel, Inc.. იგი პირველად 1959 წელს გამოვიდა. თოჯინის შექმნის იდეა ეკუთვნის ამერიკელ რუთ ჰენდლერს.

ისტორია რედაქტირება

 

რუთ ჰენდლერმა და მისმა მეუღლემ ელიოტმა გასული საუკუნის 40–იან წლებში გახსნეს ფირმა, რომელიც აწარმოებდა სურათებისთვის ხის ჩარჩოებს. ელიოტი ამზადებდა ჩარჩოებს, ხოლო რუთი დაკავებული იყო მისი რეკლამით და რეალიზაციით.

იდეა პატარა გოგონებისათვის "დიდი გოგონას" თოჯინის შექმნის შესახებ რუთს მოუვიდა მაშინ, როდესაც მან დაინახა, რომ მისი გოგონას – ბარბარას და მის მეგობრებს შორის "ბავშვი თოჯინებზე" უფრო მეტი პოპულარობით სარგებლობდნენ სწორედ "დიდი გოგონას" თოჯინები.

თავიდან მან გადაწყვიტა წარმოებიდან მორჩენილი ხის მასალიდან თოჯინებისათვის პატარა ავეჯის დამზადება. სულ ცოტა ხანში ეს ბიზნესი გაცილებით მომგებიანი აღმოჩნდა, ვიდრე ჩარჩოების. მაგრამ ჰენდლერებს არ ყოფნიდათ საკუთარი თანხები ბიზნესის განვითარებისთვის. ამიტომ მათ გადაწყვიტეს ბიზნესში ჩაერთოთ თავიანთი მეგობარი – ჰერალდ მეტსონი.

1956 წელს შვეიცარიაში დასვენების დროს რუთ ჰენდლერმა ერთ–ერთი მაღაზიის ვიტრინაში დაინახა თოჯინა, რომელსაც ეძახდნენ "ლილის". და მან გადაწყვიტა, თავისი იდეა თოჯინებთან დაკავშირებით რეალობად ექცია – შეექმნა ბავშვებისთვის თოჯინა, რომელიც იქნებოდა მათთვის ნამდვილი მოდელი, ოცნების გოგონა. სამშობლოში დაბრუნებამდე რუთმა მოახერხა შეესყიდა "ლილიზე" საავტორო უფლება.

ამერიკაში დაბრუნების შემდეგ ჰენდლერებმა დაიწყეს ლილის ამერიკული ანალოგის შექმნა.

1958 წელს რუთ ჰენდლერმა ოფიციალურად დააპატენტა თოჯინა – ბარბი (Barbie). მისი სახელი შერჩეული იქნა ქალიშვილის – ბარბარას პატივსაცემად.

დებიუტი შედგა 1959 წელს ნიუ–იორკის ყოველწლიურ სათამაშოების გამოფენა – გაყიდვაზე. კომპანიამ Mattel პირველად წარმოადგინა თავისი ახალი სათამაშო – გრძელფეხებიანი, ლამაზი, მოდურად ჩაცმული, მაკიაჟით, ფრჩხილებზე მკვეთრი ფერის ლაქით და პერლამუტრის საყურეებით მორთული თოჯინა. ბარბი წარმოდგენილი იყო ორ ვარიანტში: ქერა და შევგვრემანი.

1961 წლისთვის ბარბი უკვე იყო ყველა დროის ყველაზე ცნობილი თოჯინა–მოდელი მსოფლიოში.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

  • Barbie's 50th დაარქივებული 2010-11-10 საიტზე Wayback Machine. – slideshow by The First Post
  • Mattel shuts flagship Shanghai Barbie concept store March 7, 2011
  • Making Cindy into Barbie? - BBC News, HEALTH (21 September 1998)
  • Becoming Barbie: Living Dolls, Real Life Couple Are Models Of Plastic Perfection დაარქივებული 2008-01-18 საიტზე Wayback Machine. - by Rebecca Leung (Aug. 6, 2004) CBS News
  • Glowka; et al. (2001). „Among the New Words“. American Speech. Project MUSE. 76 (1): 79–96. doi:10.1215/00031283-76-1-79.
  • Anna Hart, Introducing the new, realistic Barbie: 'The thigh gap has officially gone', The Telegraph website, January 28, 2016