Epoch Game Pocket Computer

მეორე თაობის პორტატიული ვიდეო თამაშების კონსოლი,

Epoch Game Pocket Computer (იაპონ. ゲームポケコン?) — მეორე თაობის პორტატიული ვიდეო თამაშების კონსოლი, შექმნილი და გამოცემული კომპანია Epoch Co.-ის მიერ 1984 წელს მხოლოდ იაპონიაში. Game Pocket Computer მეორე კონსოლია Microvision-ის შემდეგ, რომელიც გამოიყენებდა ცვლად სათამაშო კარტრიჯებს.[1]

Epoch Game Pocket Computer
შემქმნელი Epoch Co.
მწარმოებელი Epoch Co.
ტიპი პორტატიული ვიდეო თამაშების კონსოლი
თაობა მეორე თაობა
გამოშვების თარიღი 1984; 40 წლის წინ (1984)
თავდაპირველი ფასი 12,000 იაპონური იენა
მედია სათამაშო კარტრიჯი
პროცესორი NEC D78C06
მეხსიერება 2 KB
მონიტორი 75 × 64 პიქსელები

მისი თავდაპირველი ფასი შეადგენდა 12,000 იაპონურ იენას. იგი მოიხმარდა მონოქრომულ LCD ეკრანს 75 × 64-ზე გაფართოებით,[2][3] NEC-ის 8-ბიტიან ცენტრალურ პროცესორს D78C06-ს 6 მჰც ტაქტური სიხშირით და 2 KB ოპერატიულ მეხსიერებას. კონსოლს კორპუსის ქვედა მხარეს დატანებული ჰქონდა ჯოიპადი (8 მიმართულებიანი), 6 ღილაკი და კონტრასტის რეგულატორი, აგრეთვე სისტემის და ხმის ჩართვა-გამორთვის ორ-ორი ღილაკი. იგი მუშაობდა AA ბატარეებზე (სისტემა დამუხტულ რეჟიმში ძლებდა 70 საათს).[4]

კონსოლზე ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ ხუთი თამაში: „ Astro Bombe“, „Block Maze“, „Mahjong“, „Reversi“ და „Sokoban“. ამას გარდა მასში ჩაშენებული იყო ორი თამაში: „11-puzzle“ (თავსატეხი) და Paint program (გრაფიკული რედაქტორი).[5]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Sony’s PlayStation Portable and Epoch’s Game Pocket Computer. psp.about.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-07-07. ციტირების თარიღი: 23 აგვისტო, 2019.
  2. Epoch Game Pocket Computer. www.handheldmuseum.com. ციტირების თარიღი: 23 აგვისტო, 2019.
  3. 1984 Game Pocket Computer and Cartridges. www.miniarcade.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-09-01. ციტირების თარიღი: 23 აგვისტო, 2019.
  4. DOA: The Epoch Game Pocket Computer. retrothing.com. ციტირების თარიღი: 23 აგვისტო, 2019.
  5. Epoch Game Pocket Computer. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-04-21}. ციტირების თარიღი: 24 აგვისტო, 2019.