Fairchild Semiconductor International, Inc.ნახევრად გამტარების მწარმოებელი ამერიკული კომპანია, რომელიც იქცა პიონერად ტრანზისტორების და ინტეგრირებული მიკროსქემების წარმოებაში. დაარსდა 1957 წლის 1 ოქტომბერს, როგორც Fairchild Camera and Instrument-ის დივიზია, ქალაქ სან-ხოსეში, კალიფორნიაში.

Fairchild Semiconductor International, Inc.
ტიპი შვილობილი
დარგი ნახევრად გამტარები
გამოთვლითი ქსელი
დაფუძნდა 1 ოქტომბერი, 1957; 67 წლის წინ (1957-10-01)
დამაარსებელი შერმან ფეირიჩაილდი
ართურ როკი
სათავო ოფისი სანივეილი, კალიფორნია, აშშ
მმართველი
მარკ ტომპსონი[1]
მარკ ს. ფრეი[1]
შემოსავალი 1.370 მილიონი აშშ დოლარი (2015) [2]
მთლიანი შემოსავალი 6.30 მილიონი აშშ დოლარი (2015) [2]
სუფთა მოგება 15.1 აშშ მილიონი დოლარი (2015) [2]
მფლობელი ON Semiconductor
თანამშრომელი 9000
საიტი fairchildsemi.com

1959 წელს კომპანიის 8 დამფძუნებლიდან ერთ-ერთმა, კერძოდ, რობერტ ნოისმა შექმნა პირველი ინტეგრირებული მიკროსქემა.[3] ამ შემთხვევამდე ნახევარი წლით ადრე, ჯეკ კილბიმ, Texas Instruments-დან შეიმუშავა გერმანიუმის ინტეგრირებული სქემა. თუმცა ნოისის მოდელი უფრო სასარგებლო აღმოჩნდა მასიური წარმოებისთვის. სწორედ ის გამოიყენება თანამდეროვე ჩიპებში.[4]

1960-იან წლებში კომპანია გახდა ერთ-ერთი წამყვანი ოპერაციული გამაძლიერებლების და სხვა ანალოგური ინტეგრალური სქემების წარმოებაში. მაგრამ, ამავე დროს, Fairchild Camera and Instrument-ის ახალმა განყოფილებამ დაიწყო Fairchild Semiconductor-ის მოქმედებების თავისუფლების შეზღუდვა, რამაც გამოიწვია შიდა კონფლიქტი.[5] შედეგად, „რვიანის“ წევრები და სხვა გამოცდილი თანამშრომლები წავიდნენ Fairchild-დან და დააარსეს საკუთარი კომაპანიები. 1968 წელს რობერტ ნოისმა და გორდონ მურმა თავი გაითავისუფლეს და დააარსეს Intel. ამ დროისთვის Fairchild-ში რჩებოდა მცირე რაოდენობით გამოცდილი მეცნიერი და ინჟინერი.

1975 წელს კომპანიამ გამოსცა 8 ბიტიანი პროცესორი Fairchild F8,[6][7] თუმცა მას არ მოჰყოლია რაიმე სახის კომერციული წარმატება. აღნიშნული პროცესორი გამოიყენეს Fairchild-ის მიერ შექმნილ სათამაშო კონსოლ Video Entertainment System-ში (VES), რომელსაც მოგვიანებით გადაერქვა სახელი Channel F-ით. ეს იყო პირველი კონსოლი, რომელიც გამოიყენებდა მიკროპროცესორს და ცვლად სათამაშო კარტრიჯს. თავდაპირველად სისტემამ მიაღწია წარმატებას, მაგრამ Atari 2600-ის გამოცემის შემდეგ, კონკურენცია ვერ გაუწია[8] და მისი წარმოება შეწყდა.

1979 წელს Fairchild შეიძინა Schlumberger-მა, ხოლო 1987 წელს მიყიდა National Semiconductor-ს,[9]. მაგრამ 1997 წელს ის გამოეყო ამ უკანასკნელს და იქცა დამოუკიდებელ კომპანიად, შტაბ-ბინით მენში. 1999 წელს მისი აქციები მოექცა ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე.[10] 2016 წლის სექტემბერში ის შეისყიდა ON Semiconductor-მა 2.4 მილიარდი დოლარის სანაცვლოდ.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 About Fairchild - Overview of Fairchild Semiconductor Company. Fairchild. ციტირების თარიღი: 8 იანვარი, 2014.
  2. 2.0 2.1 2.2 Financial Statements for Fairchild Semiconductor Intl Inc - Google Finance. ციტირების თარიღი: 7 მარტი, 2017.
  3. 1958: Invention of the Integrated Circuit. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-11. ციტირების თარიღი: 30 марта 2008.
  4. Computer History Museum - The Silicon Engine ; 1959 - Practical Monolithic Integrated Circuit Concept Patented. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-11. ციტირების თარიღი: 30 მარტი, 2008.
  5. Blasi, J., Kruse, D., Bernstein, A., It All Began with Shockley // In the Company of Owners: The Truth about Stock Options (And Why Every Employee Should Have Them), 2003. — 9,10 გვ, ISBN 978-0465007004.
  6. CPU of the Day: Fairchild F8 Microprocessor. The CPU Shack Museum (8 ივნისი, 2013). ციტირების თარიღი: 18 აგვისტო, 2013.
  7. The Fairchild F8. The Antique Chip Collector's Page. ციტირების თარიღი: 18 აგვისტო, 2013.
  8. Gareth R. Jones (2007). Strategic management: an integrated approach, 7th, Boston: Houghton Mifflin, გვ. C-123. ISBN 0-618-73166-0. ციტირების თარიღი: 25 თებერვალი, 2012. 
  9. Lubove, Seth, Do Oil and Data Mix? // Forbes, 2002.
  10. Fairchild Semiconductor History 1999. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2006-05-15. ციტირების თარიღი: 30 მარტი, 2008.