რობერტ ნოისი
რობერტ ნორტონ ნოისი (ინგლ. Robert Norton Noyce; დ. 12 დეკემბერი, 1927, ბარლინგტონი, აიოვა — გ. 3 ივნისი, 1990, ოსტინი, ტეხასი) — ამერიკელი ინჟინერი. ინტეგრირებული მიკროსქემის ერთ-ერთი გამომგონებელი (1959). Fairchild Semiconductor-ის ერთ-ერთი დამაარსებელი (1957), კორპორაცია Intel-ის დამაარსებელი გორდონ მურთან ერთად (1968). ამერიკის ეროვნული საინჟინრო აკადემიისა (1969) და ამერიკის მეცნიერების ეროვნული აკადემიის (1980) წევრი.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებავიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: