Fairchild Channel F

(გადამისამართდა გვერდიდან Video Entertainment System)

Fairchild Channel Fმეორე თაობის სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი, შექმნილი და გამოცემული კომპანია Fairchild Semiconductor-ის მიერ 1976 წელს ჩრდილოეთ ამერიკაში.[4] ის, აგრეთვე გამოვიდა იაპონიაში 1977 წლის ოქტომბერში. ეს არის პირველი კონსოლი, რომელიც გამოიყენებდა სათამაშო კარტრიჯს (ROM-კარტრიჯი) და მიკროპროცესორს. თავდაპირველად გამოვიდა Video Entertainment System-ის (VES) სახელწოდებით, მაგრამ მას შემდეგ, რაც Atari-მ გამოსცა VCS, Fairchild-მა კონსოლს შეუცვალა სახელი Fairchild Channel F-ით. მსოფლიოში გაიყიდა Channel F-ის 250,000 ასლი, რითაც საგრძნობლად ჩამორჩა VCS-ს.[1]

Fairchild Channel F
შემქმნელი Fairchild Semiconductor
ტიპი სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი
თაობა მეორე თაობა
გამოშვების თარიღი ჩრდ.ამ. ნოემბერი, 1976
იაპ ოქტომბერი, 1977
თავდაპირველი ფასი 169 აშშ დოლარი
შეწყდა 1983
გაიყიდა 250,000[1]
მედია სათამაშო კარტრიჯი
პროცესორი Fairchild F8[2]
მეხსიერება 2 კბ[3]
კონტროლერის შეტანა ჯოისტიკი/პადლი
შემდეგი Channel F System II

კონსოლის დიზაინერმა ჯერი ლოუსონმა მასში განათავსა Fairchild F8-ის ცენტრალური პროცესორი 1.79 მეგაჰერცი ტაქტური სიხშირით, შექმნილი რობერტ ნოისის მიერ. სისტემა გამოიყენებდა 2 კილობაიტ ოპერატიულ მეხსიერებას, მაქსიმალური გაფართოება შეადგენდა 128x64 პიქსელს[2] და შეეძლო 8 ფერის გამოტანა ეკრანზე,[2] ხოლო ხმა გამოდიოდა არა ტელევიზორიდან, არამედ კონსოლში ჩაშენებული დინამიკიდან.

მიუხედავად თავდაპირველი პოპულარობისა, კონსოლის თამაშების ბიბლიოთეკა არც თუ ისე მდიდარი აღმოჩნდა, მთლიანობაში შემუშავდა 26 კარტრიჯული თამაში, ამათგან 21 გამოცემული იქნა Fairchild-ის მიერ. ამას გარდა კონსოლში ჩაშენებული იყო ორი თამაში: ჩოგბურთი და ჰოკეი, რომლებიც წარმოადგენდნენ „Pong“-ის გაუმჯობესებულ კლონებს. 2009 წელს ენთუზიასტების მიერ Channel F-ისთვის შემუშავდა „Pac-Man“-ის კლონი.[5]

1979 წელს კომპანია Zircon International-მა მოიპოვა კონსოლის საავტორო უფლებები და გამოსცა სახეშეცვლილი ვერსია სახელწოდებით Channel F System II. ის შეიქმნა, რათა კონკურენცია გაეწია Atari VCS-ისთვის. ახალ ვერსიას გააჩნდა მოხსნადი კონტროლერი, ხოლო ხმა გამოდიოდა არა კონსოლიდან, არამედ ტელევიზორიდან. საერთო ჯამში Channel F System II-ზე შეიქმნა მხოლოდ და მხოლოდ 6 თამაში. შემდეგომში ევროპაში გამოვიდა კონსოლის რამდენიმე ლიცენზირებული ვერსია: Luxor Video Entertainment System (შვედეთი), Adman Grandstand (დიდი ბრიტანეთი), Saba Videoplay, Nordmende Teleplay, ITT Tele-Match Processor (გერმანია), Dumont Videoplay და Barco Challenger (იტალია და ბელგია).

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 Gareth R. Jones (2007). Strategic management: an integrated approach, 7th, Boston: Houghton Mifflin, გვ. C-123. ISBN 0-618-73166-0. ციტირების თარიღი: 25 February 2012. „By this point, second-place Fairchild sold around 250,000 units of its system.“ 
  2. 2.0 2.1 2.2 Fairchild Channel F | Video Game Console Library
  3. Before the Crash: Early Video Game History - Mark J. P. Wolf - Google Books
  4. Fairchild Channel F Patent, FCC Approval, & Launch Brochure. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-07-17. ციტირების თარიღი: 2017-11-22.
  5. ConsoleCity.com || Channel F - Videocart 27: Pac-Man (USC). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-02-01. ციტირების თარიღი: 2017-11-22.