ვერმიკულიტი (ლათ. vermiculus — ჭიაყელა) — სილიკატების კლასის ჰიდროქარსების ჯგუფის მინერალი; ქიმიური შედგენილობა: (Mg+2, Fe+2, Fe+3)3 [(AlSi)4O10]•(OH)2•4H2O. მინარევებია K, Ti, Cu, Mn, Ni და სხვა.

ვერმიკულიტი
საერთო
კატეგორიასილიკატების კლასის მინერალი
ქიმიური ფორმულა(Mg+2, Fe+2, Fe+3)3 [(AlSi)4O10]•(OH)2•4H2O
იდენტიფიკაცია
ფერიმურა, ბრინჯაოსებრ-მოყვითალო-მომწვანო ელფერით
კრისტალის სინგონიამონოკლინური
სიმაგრე მოოსის სკალით1-1,5
სიმკვრივე2400-2700 კგ/მ³ კგ/მ³

კრისტალდება მონოკლინურ სინგონიაში. სტრუქტურა ფენობრივი აქვს, აგრეგატები — ფირფიტისებრი, ქერცლისებრი. მურა ფერისაა, ბრინჯაოსებრ-მოყვითალო-მომწვანო ელფერით.

სიმაგრე მინერალოგიური სკალით — 1–1,5; სიმკვრივე 2400–2700 კგ/მ³. 900–1000°C გახურებისას ფუვდება (მოცულობა იზრდება 15-25 ჯერ). გაფუებულ ვერმიკულიტს ახასიათებს მაღალი თბოსაიზოლაციო თვისებები. ვერმიკულიტი წარმოიქმნება ულტრაფუძე და ტუტე ქანების გამოფიტვის ქერქში, მცირე რაოდენობით – ბიოტიტის და ფლოგოპიტის ჰიდროთერმული შეცვლის შედეგად.

ვერმიკულიტი მოიპოვება რუსეთში (კოლის ნახევარკუნძული, ურალი და სხვა); უკრაინაში, ყაზახეთში, უზბეკეთში, ავსტრალიაში, აშშ-ში (კოლორადო, მონტანა, უაიომინგი) და ა.შ.

ვერმიკულიტს იყენებენ მშენებლობაში თბოსაიზოლაციო ნაკეთობათა, ბგერათშთანმთქმელი მასალის, მსუბუქი ბეტონის (ვერმიკულიტბეტონი), საბათქაშე ხსნარისა და სხვა დამზადების დროს.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება