ვაშლოვანის ეროვნული პარკი
ვაშლოვანის ეროვნული პარკი — ეროვნული პარკი საქართველოში, კახეთის მხარის დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, დაარსდა 2003 წელს, მისი ფართობი 25 021 ჰექტარია.[1] ჰავა მშრალი და ზომიერია. ვაშლოვანის ეროვნული პარკი ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალის ტერიტორიასთან ერთად მოიცავს ნაკლებად სახეცვლილ ბუნებრივ ეკოსისტემებს. დააცულია ავშიან - ჩარანიანი ველები, საკმლისხიან - ღვიიანი კორომები, ალაზნის ჭალები და მთისწინების რცხილნარ - მუხნარები.
ვაშლოვანის ეროვნული პარკი | |
---|---|
IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
| |
მდებარეობა | კახეთი, საქართველო |
უახლოესი ქალაქი | დედოფლისწყარო |
ფართობი | 25 021 ჰა |
დაარსდა | 2003 |
მმართველი ორგანო | დაცული ტერიტორიების სააგენტო |
ვაშლოვანის ეროვნული პარკი მდებარეობს საქართველოს უკიდურეს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ივრის ზეგანზე. ეროვნულ პარკს რკალისებური ფორმა აქვს. აღმოსავლეთიდან მას ესაზღვრება მდ. ალაზანი, რომელზედაც გადის საქართველოს სახელმწიფო საზღვარი აზერბაიჯანთან, სამხრეთიდან – ელდარის დაბლობი და მდ. ლეკისწყალი – უსახელო მთის მასივის მონაკვეთზე გამავალი სახელმწიფო საზღვარი აზერბაიჯანთან, დასავლეთიდან – პატარა შირაქისა და ელდარის დაბლობის დამაკავშირებელი მილების ხევი, ჩრდილოეთიდან – ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალი და დიდი შირაქის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ნაკვეთები (სახნავები, საძოვრები).[1]
პარკის ტერიტორიაზე ბინადრობს დათვი, ფოცხვერი, წავი, გარეული ღორი, აფთარი, მგელი, შავარდენი, კოლხური ხოხობი, ბულბული.
გადაადგილება შესაძლებელია ფეხით, ცხენით, ნიჩბიანი ნავით და მანქანით სპეციალურად განსაზღვრულ მარშრუტებზე.
ლიტერატურა
რედაქტირება- მამისაშვილი, კირილე., საქართველოს ნაკრძალები, თბ.: მეცნიერება, 1967.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 საქართველოს კანონი თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ ka. საქართველოს საკანონმდებლო მაცნე. ციტირების თარიღი: 26 დეკემბერი, 2022