ვაშლობი
ვაშლობი — სოფელი საქართველოში (მცხეთა-მთიანეთის მხარე), დუშეთის მუნიციპალიტეტში (ჭართლის ადმინისტრაციული ერთეული).[1]
სოფელი | |
---|---|
ვაშლობი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | მცხეთა-მთიანეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | დუშეთის მუნიციპალიტეტი |
თემი | ჭართალი |
კოორდინატები | 42°17′32″ ჩ. გ. 44°43′37″ ა. გ. / 42.29222° ჩ. გ. 44.72694° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 1300 მ |
მოსახლეობა | 10[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 100 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
მდებარეობს გუდამაყრის ქედის დასავლეთ კალთაზე, მდინარე ჯუღისის (მთიულეთის არაგვის მარცხენა შენაკადი) მარცხენა მხარეს, ზღვის დონიდან 1300 მ სიმაღლეზე. ქალაქ დუშეთიდან დაშორებულია 43 კილომეტრით.
2017 წელს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ექსპედიციამ ვაშლობში ადრეული შუა საუკუნეების ტაძრის ნანგრევები აღმოაჩინა. გამოვლინდა სამნავიანი ბაზილიკა, სამხრეთის და ჩრდილოეთის სათავსოები, ტაძრის მიმდებარედ — ამავე პერიოდის სამაროვნები.[2]
დემოგრაფია
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 10 ადამიანი.[1]
აღწერის წელი | მოსახლეობა | მამაკაცი | ქალი |
---|---|---|---|
1926[3] | 207 | 111 | 96 |
2002 | 26[4] | ||
2014 | 10 |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 331.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 6 სექტემბერი 2016.
- ↑ სოფელ ვაშლობში შუა საუკუნეების ტაძრის ნანგრევები აღმოაჩინეს დაარქივებული 2017-08-22 საიტზე Wayback Machine. . 1tv.ge. 2017-08-22.
- ↑ ს. მაკალათია, „მთიულეთი“, ტფ., 1930, გვ. 12
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-07-05.