ვარხანისოფელი საქართველოში (სამცხე-ჯავახეთის მხარე), ადიგენის მუნიციპალიტეტში, ვარხანის ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრი (სოფლები: აბასთუმანი, ვარხანი, საღრძე, ფარეხა).[1]

სოფელი
ვარხანი

ვარხანის მეჩეთი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე სამცხე-ჯავახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ადიგენის მუნიციპალიტეტი
თემი ვარხანი
კოორდინატები 41°41′28″ ჩ. გ. 42°50′25″ ა. გ. / 41.69111° ჩ. გ. 42.84028° ა. გ. / 41.69111; 42.84028
ცენტრის სიმაღლე 1130
მოსახლეობა 671[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 98,4 %
სომხები 1,0 %
სასაათო სარტყელი UTC+4
ვარხანი — საქართველო
ვარხანი
ვარხანი — სამცხე-ჯავახეთის მხარე
ვარხანი
ვარხანი — ადიგენის მუნიციპალიტეტი
ვარხანი

მდებარეობს მდინარე ოცხის მარცხენა მხარეს, ახალციხე-ბაღდათის საავტომობილო გზაზე, ზღვის დონიდან 1130 მეტრზე, ადიგენიდან 16 კმ-ში, ახალციხიდან (უახლოესი რკინიგზის სადგური) 20 კმ-ში.

1595 წლის „გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთრის“ მიხედვით ახალციხის ლივის ალთუნკალეს ნაჰიეს (რაიონი) ეკუთვნოდა, სადაც ცხოვრობდა 25 კომლი ქართველი (როსება ანანიასძე, ივანე აბასძე, გიორგი გულიასძე, იორდანე ონანისძე, ვარმელ ნურალისძე, ბადურა აბრმასძე, იასონ სოლომანისძე, ბასილ პაპასძე, ენუქა გულასძე და სხვ.). იხდიდნენ 14 000 ახჩას.

1870 წელს ვარხანში 52 კომლი ცხოვრობდა. 1944 წელს აქ მცხოვრები მაჰმადიანი ქართველები შუა აზიაში გადაასახლეს, აქ კი მოსახლეობა იმერეთიდან გადმოიყვანეს. საბჭოთა პერიოდში მოქმედებდა მებოსტნეობა-მერძევეობის მეურნეობა.[2]

ვარხანში შემორჩენილია XIX საუკუნეში აგებული ჯამე. სოფლის მიდამოებში აღმოჩენილია ადრებრინჯაოს ხანის ნამოსახლარი.

მოსახლეობა

რედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 671 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[3] 814 375 439
2014[1]   671 321 350

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ბერძენიშვილი დ., ვარხანი // ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 188.
  • ჯიქია ს., „გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი“, წგ. 2-3, თბ., 1941-1958.
  1. 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
  2. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, გვ. 317, თბ., 1979 წელი.
  3. მოსახლეობის 2002 წლის აღწერა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (2002 წელი). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.