აბასთუმანი (ადიგენის მუნიციპალიტეტი)

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ აბასთუმანი.

აბასთუმანი[2][3]სოფელი საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარის ადიგენის მუნიციპალიტეტში (ვარხანის თემი).[4] მდებარეობს მესხეთის ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე ოცხეს მარცხენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 1160 მეტრზე. ადიგენიდან დაშორებულია 18 კილომეტრით.

სოფელი
აბასთუმანი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე სამცხე-ჯავახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ადიგენის მუნიციპალიტეტი
თემი ვარხანი
კოორდინატები 41°42′20″ ჩ. გ. 42°50′35″ ა. გ. / 41.70556° ჩ. გ. 42.84306° ა. გ. / 41.70556; 42.84306
ცენტრის სიმაღლე 1160
მოსახლეობა 256[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 85,2 %
სომხები 10,2 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
აბასთუმანი (ადიგენის მუნიციპალიტეტი) — საქართველო
აბასთუმანი (ადიგენის მუნიციპალიტეტი)
აბასთუმანი (ადიგენის მუნიციპალიტეტი) — სამცხე-ჯავახეთის მხარე
აბასთუმანი (ადიგენის მუნიციპალიტეტი)
აბასთუმანი (ადიგენის მუნიციპალიტეტი) — ადიგენის მუნიციპალიტეტი
აბასთუმანი (ადიგენის მუნიციპალიტეტი)

დემოგრაფია

რედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 256 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[5] 371 181 190
2014[1]   256 133 123

სახელწოდება აბასთუმანი, სახეცვლილი ფორმა „აბასთუბნისა“, წარმომდგარი უნდა იყოს ამ სოფელში მცხოვრებ აბასაძეთა (აბაზასძეთა) საგვარეულო სახელისაგან. სოფელი აბასთუმანი დადასტურებულია „გურჯისტანის ვილაიეთის დიდ დავთარში“ (XVI საუკუნის მიწურული). ოსმალური ადმინისტრაციული დაყოფით აბასთუმანი ახალციხის ლივის ოცხის ნაჰიეში შედიოდა. 1829 წელს დაუბრუნდა საქართველოს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
  2. საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 13.
  3. საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 13.
  4. საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-06. ციტირების თარიღი: 2011-11-07.
  5. მოსახლეობის 2002 წლის აღწერა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (2002 წელი). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.