ვარხანის ნამოსახლარი

ვარხანის ნამოსახლარიარქეოლოგიური ძეგლი ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარხანის ტერიტორიაზე. თარიღდება ბრინჯაოს ხანით (ძვ. წ. IV-II ათასწლეულები, ადრე ბრინჯაოს ხანა ძვ. წ. 3500-2500). სოფელ ვარხანის ნასახლარ ბორცვზე აკრეფილი კერამიკა უმთავრესად ორნამენტირებულია. ესაა შავპრიალა ვარდისფერ სარჩულიანი ფრაგმენტები შემკული ფართო ღარებით, ღარებისა და ფოსოების კომბინაციითა და წყვილ პარალელურ ხაზებში მოქცეული ირიბი ნაკაწრით.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 20068