ვარლამ ჯანჯღავა
ვარლამ ჯანჯღავა (დ.23 ივლისი, 1911, ახალკახათი, საქართველო, გ.1993) — ქართველი მეცნიერი, პედაგოგი, თანამდებობის პირი.
ვარლამ ჯანჯღავა | |
---|---|
დაბ. თარიღი | 23 ივლისი, 1911[1] |
გარდ. თარიღი | 1993[1] |
მოქალაქეობა |
სსრკ საქართველო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა |
საქმიანობა | მეცნიერი და პედაგოგი |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა ახალკახათში. დაამთავრა ზუგდიდის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმი. მასწავლებლად მუშაობდა სოფელ კოკის შვიდწლედში. 1931 წელს აირჩიეს კოლმეურნეობის თავმჯდომარედ. 1933 წელს სასწავლებლად გაგზავნეს ამიერკავკასიის უმაღლეს კომუნისტურ სასოფლო-სამეურნეო სკოლაში, რომელიც წარჩინებით დაამთავრა. 1935 წელს გაიწვიეს წითელ არმიაში. დისლოცირებელი ქართული მსროლელი დივიზიის 187-ე პოლკის პოლიტხელად მუშაობა დაიწყო თბილისში . ორი წლის შემდეგ გადაიყვანეს ამავე დივიზიის პოლიტგანყოფილებაში დივიზიონის სკოლის უფროსად. 1933 წელს ეროვნული სამხედრო შენაერთებოს დაშლასთან დაკავშირებით გადაიყვანეს დნეპრპეტროვსკში 307-ე მსროლელი დივიზიის პოლიტგანყოფილების უფროსის მოადგილედ. იგი 1939 წელს ამ თანამდებობიდან შევიდა მოსკოვის სამხედრო-პოლიტიკურ აკადემიაში, რომელიც დაამთავრა 1941 წლის სექტემბერში და დაინიშნა პოლიტგანყოფილების უფროსად. 1942 წლის ივლისში გადაიყანეს ჯერ ვორონეჟის, შემდეგ სტალინგრადის ფრონტზე, სადაც პირველი გვარდიული არმიის შემადგენლობაში აწარმოებდა მძიმე თავდაცვით ბრძოლებს. იმავე წლის 23 სექტემბერს როგორც დივიზიის პოლიტგანყოფილების უფროსი იმყოფებოდა პოლკის საბრძოლო პოზიციებზე, სადაც მძიმედ დაიჭრა. გამოჯანმრთელების შემდეგ მან ითხოვა კვლავ ფრონტს დაბრუნებოდა და დანიშნეს 414-ე ქართული მსროლელი დივიზიის პოლიტგანყოფილების უფროსად, სადაც დაჰყო 1950 წლამდე. 414-ე ქართულმა მსროლელმა დივიზიამ, რომელიც მონაწილეობდა გააფთრებულ ბრძოლებში ტამანის და ყირიმის ფაშისტ დამპყრობელთაგან გასათავისუფლებლად, განსაკუთრებით ისახელა თავი ანაპის, ქერჩისა და გმირი ქალაქის სევასტოპოლის გათავისუფლებაში. ანაპისათვის ბრძოლაში დიდი დამსახურებისათვის 414-ე ქართულ მსროლელ დივიზიას ანაპის სახელი მიენიჭა. ხოლო, ყირიმის გათავისუფლებისთვის დაჯილდოვდა წითელი დროშის ორდენით. 1952-1956 წლებში მსახურობდა ამირკაეკასიის სამხედრო ოლქის პოლიტსამმართველოს უფროსის მოადგილედ. 1957 წლის მარტიდან იგი პოლკოვნიკის სამხედრო წოდებით გავიდა თადარიგში. მოღვაწეობდა ჯერ მშრომელთა დეპუტატების თბილისის ლენინის რაიონის აღმასკომის თავმჯდომარედ. 1969-1984 წლებში თბილისის საქალაქო კონტროლის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე. 1955-1957 წლებში აირჩიეს საქართველოს უზენაესი საბჭოს IV, V და VI მოწვევების დეპუტატად. 1987 წლის იანვრიდან გადავიდა სამეცნიერო სამუშაოზე. დაინიშნა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ი.ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის უფროს მეცნიერ თანამშრომლად. ინსტიტუტში მუშაობის პერიოდში მან არა ერთი ფრიად მნიშვნელოვანი ნაშრომი გამოაქვეყნა. 10 წიგნისა და მრავალრიცხოვან სტატიებს შორის აღსანიშნავია მონოგრაფია "414-ე წითელდროშოვანი", რომელიც 3-ჯერ გამოიცა ქართულ ენაზე, ხოლო 2-ჯერ რუსულად. მას ეკუთვნის ფრიად საინტერესო წიგნი “აჯიმუშკაის ტრაგედია„, რომელსაც საფუძვლად უდევს ამ ტრაგედიის ერთერთი მონაწილის ფრონტული ჩანაწერები, რომელსაც ავტორმა აჯიმუშაკაის კატაკომბებში მიაკვლია და იგი საკუთარი მოგონებებითაც შეავსო. მას ეკუთვნის პოლონეთისათვის ბრძოლებში ქართველთა მონაწილეობის გამოკვლევა, რომლის გამოქეეყნებას ვერ მოესწრო. მიღებული აქვს 10 ორდენი და 15 მედალი. ფაშიზმის წინააღმდეგ აქტიური მებრძოლის მედალი მან მიიღო გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობისაგან.[2]
ჯილდოები
რედაქტირება- მედალი „კავკასიის დაცვისთვის“
- მედალი „სტალინგრადის დაცვისთვის“
- მედალი „გერმანიაზე გამარჯვებისთვის“
- მედალი „მოსკოვის დაცვისთვის“
- საპატიო ნიშნის ორდენი
- შრომის წითელი დროშის ორდენი (სამგზის)
- წითელი ვარსკვლავის ორდენი (სამგზის)
&სამამულო ომის I ხარისხის ორდენი (ორგზის)