ტამანის ნახევარკუნძული
ტამანის ნახევარკუნძული (რუს. Таманский полуостров) — ნახევარკუნძული რუსეთში, კრასნოდარის მხარეში. მდებარეობს კავკასიონის დასავლეთ და ჩრდილო-დასავლეთ გაგრძელებაზე. აკრავს შავი ზღვა, აზოვის ზღვა და ქერჩის სრუტე. ფართობი დაახლოებით 2 ათ. კმ².[1] ნაპირები დაბალია, შეჭრილ-შემოჭრილი. ახალი წელთაღრიცხვის დასაწყისში აქ იყო კუნძულები, რომლებიც V საუკუნეში შეერთდა და წარმოიქმნა ნახევარკუნძული. ადრინდელი კუნძულები წარმოადგენს თიხოვანი ქანებით აგებულ გუმბათისებრ ამაღლებებს (სიმაღლე 164-მდე), რომლებზედაც 30-ზე მეტი ტალახის ვულკანია. დადაბლებებში არის მლაშე ლიმანური ტბები. ხორბლისა და სიმინდის ნათესები. განვითარებულია მევენახეობა და მებაღეობა.[2]
ტამანის ნახევარკუნძული | |
---|---|
კოორდინატები: 45°13′ ჩ. გ. 37°05′ ა. გ. / 45.217° ჩ. გ. 37.083° ა. გ. | |
ქვეყანა | რუსეთი |
სიმაღლე | 164 მ |
ფართობი | 2000 კმ² |
აკვატორია | შავი ზღვა აზოვის ზღვა ქერჩის სრუტე |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Таманский полуостров | Большая российская энциклопедия. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-12-09. ციტირების თარიღი: 2021-01-04.
- ↑ География. Современная иллюстрированная энциклопедия. — М.: Росмэн.2006