ვანისჭალა
ვანისჭალა, ვანი — სოფელი საქართველოში (იმერეთის მხარე), წყალტუბოს მუნიციპალიტეტში (მექვენის ადმინისტრაციული ერთეული).
სოფელი | |
---|---|
ვანისჭალა | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | იმერეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | წყალტუბოს მუნიციპალიტეტი |
თემი | მექვენა |
კოორდინატები | 42°29′05″ ჩ. გ. 42°44′54″ ა. გ. / 42.48472° ჩ. გ. 42.74833° ა. გ. |
ადრეული სახელები | ვანი |
ცენტრის სიმაღლე | 600 მ |
მოსახლეობა | 3[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 100 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
მდებარეობს ხვამლის მასივის აღმოსავლეთ კალთაზე, მდინარე რიონის მარჯვენა მხარეს, ზღვის დონიდან 600 მ-ზე, წყალტუბოდან 58 კმ-ში.
სოფელი ეთნოგრაფიულად მიეკუთვნება ლეჩხუმს. ვანისჭალა თანამედროვე დასახლების დასავლეთით მდებარე სოფელ ვანიდან XX საუკუნის შუა ხანებში რიონის ნაპირზე ჩამოსახლებული მოსახლეობით შეიქმნა და სახელიც აქედან მიიღო. ისტორიული სოფ. ვანი 1930 წლამდე ლეჩხუმის მაზრაში შედიოდა. 1886 წლის აღწერით აქ 198 მცხოვრები იყო. სოფელში გავრცელებული გვარები იყო ნემსაძეები (ადგილობრივი აზნაურები), ბანძალაძეები (ბანძელაძეები).[2]
ვანის ნასოფლარის ტერიტორიაზე დგას XIX საუკუნის ღვთისმშობლის დარბაზული ეკლესია (აღდგენილია 2020 წელს), რომელიც ქვის ყორით გამოყოფილია მოწყვეტილ კლდის ლოდზე აგებული შუა საუკუნეების ციხე-საყუდარისგან.[3]
დემოგრაფია
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 3 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[4] | 113 | 49 | 64 |
2014[1] | 3 | 3 | 0 |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 294.
- ვანისჭალა // ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. ?.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ კეზევაძე მ., გვარსახელები XIX საუკუნის ლეჩხუმში, ქუთაისი, 2018. — გვ. 8, 37.
- ↑ დიღმელაშვილი ქ., ვანისჭალის ქვა-საყუდარი (არქეოლოგიური მასალის მიხედვით), «საქართველოს სიძველენი», №25, 2022. — გვ. 61-75.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II