ვაკე (თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი)

(გადამისამართდა გვერდიდან ვაკე (თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტი))
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ვაკე (მრავალმნიშვნელოვანი).

ვაკე — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში (ქვემო ქართლის მხარე), თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში (ჩხიკვთის ადმინისტრაციული ერთეული).[1]

სოფელი
ვაკე

ვაკის ღვთისმშობლის ეკლესია (1341 წ.)
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე ქვემო ქართლი
მუნიციპალიტეტი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
თემი ჩხიკვთა
კოორდინატები 41°36′20″ ჩ. გ. 44°28′05″ ა. გ. / 41.60556° ჩ. გ. 44.46806° ა. გ. / 41.60556; 44.46806
ცენტრის სიმაღლე 1020
მოსახლეობა 3[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 100 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ვაკე (თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი) — საქართველო
ვაკე (თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი)
ვაკე (თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი) — ქვემო ქართლი
ვაკე (თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი)
ვაკე (თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი) — თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ვაკე (თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი)

სოფელი მდებარეობს ალგეთის ხეობაში, სოფელ გუდარეხის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ზღვის დონიდან 860 მ-ზე.

XVI–XVIII საუკუნეების საბუთებში ვაკე მოხსენიებულია როგორც საბარათიანოს, შემდეგ — საგოსტაშაბიშვილოს (ბარათაშვილების განაყოფი) სოფელი. 1703 წლის ერთ დოკუმენტში იხსენიება ვაკელი ხუცესი. ვაკე აღნიშნულია ვახუშტი ბატონიშვილის (XVIII ს.) რუკებზე და მოხსენიებულია ქვემო ქართლის სოფელთა სიაში. 1905 წლის რუკის მიხედვით ვაკე უკვე ნასოფლარია. XIX–XX საუკუნეებში სოფელში ცხოვრობდნენ ჩამოსახლებული მთიელები — ქართველები და ოსები. 1960-იან წლებში მოსახლეობის უმეტესობა ვაკიდან გადასახლდა.

ვაკის მიდამოებში შემორჩენილია ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლები. სოფლის თავზე არის გვიანდელი შუა საუკუნეების წმ. გიორგის ეკლესიის ნანგრევები (შემორჩენილია მხოლოდ კედლები, კამარა ჩანგრეულია). სოფლის შესასვლელში ძველ სასაფლაოზე დგას განვითარებული შუა საუკუნეების ერთნავიანი ეკლესია აღმოსავლეთის ფასადზე შემორჩენილი ასომთავრული წარწერით.

დემოგრაფია

რედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 3 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[2] 12 3 9
2014[1]   3 2 1

2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფლის მოსახლეობის 75 %-ს წარმოადგენდნენ ქართველები, 15 %-ს კი ოსები.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ლორთქიფანიძე ი., ქვემო ქართლი XVIII საუკუნის I მეოთხედში, თბ., 1935.
  • მასალები საქართველოს ისტორიული გეოგრაფიისა და ტოპონიმიკისათვის, ნაწ. 1, თბ., 1964.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 7213
  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 15294
  1. 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II