ვაკე (დმანისის მუნიციპალიტეტი)

სოფელი საქართველოში, დმანისის მუნიციპალიტეტში
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ვაკე (მრავალმნიშვნელოვანი).

ვაკე (1949 წლამდე — ყარაქლისი) — სოფელი საქართველოში (ქვემო ქართლის მხარე), დმანისის მუნიციპალიტეტში (ქვემო ოროზმანის ადმინისტრაციული ერთეული).

სოფელი
ვაკე[1][2]
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე ქვემო ქართლი
მუნიციპალიტეტი დმანისის მუნიციპალიტეტი
თემი ქვემო ოროზმანი
კოორდინატები 41°18′23″ ჩ. გ. 44°13′01″ ა. გ. / 41.30639° ჩ. გ. 44.2172194° ა. გ. / 41.30639; 44.2172194
ცენტრის სიმაღლე 1230
მოსახლეობა 239 კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა აზერბაიჯანელები 92,5 %, ბერძნები 4 %, რუსები 2 % (2002 წ.)
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
საფოსტო ინდექსი 1715[3]
ვაკე (დმანისის მუნიციპალიტეტი) — საქართველო
ვაკე (დმანისის მუნიციპალიტეტი)

მდებარეობს დმანისის პლატოზე, ზღვის დონიდან 1220 მ-ზე, ქალაქ დმანისიდან 5 კმ-ში. სოფელში 239 მცხოვრებია (2014), ძირითადად აზერბაიჯანელები.

წარსულში სოფლის სახელწოდება იყო ყარაქლისი (თურქ. — „შავი ეკლესია“). 1840-იან წლებში სოფელში დასახლდა რუსეთიდან დევნილი რელიგიური ჯგუფის — დუხობორების ერთი ნაწილი (ბორჩალოში დუხობორების კიდევ ორი დასახლება იყო — არმაშენსა და ბაშკიჩეთში). სოფლის რუსულ უბანს „კარაკლის-რუსკი“ — „რუსული ყარაქლისი“ დაარქვეს (1888 წელს აქ ცხოვრობდა 148 დუხობორი). 1880-1929 წლებში შედიოდა ბორჩალოს მაზრაში. 1949 წლის 12 ივლისს ყარაქლისს ეწოდა ქართული სახელი „ვაკე“.[4]

დემოგრაფია

რედაქტირება
აღწერის წელი მოსახლეობა
2002 317[5]
2014   239[6]

ლიტერატურა

რედაქტირება