ქვემო ოროზმანი
ქვემო ოროზმანი — სოფელი საქართველოში, დმანისის მუნიციპალიტეტში. თემის ცენტრი (ქვემო ოროზმანი, დალარი, ვაკე, ზემო ოროზმანი, მთისძირი)[4] მდებარეობს დმანისის პლატოზე, მდინარე მაშავერის მარჯვნივ, ზღვის დონიდან 1250 მ., დმანისიდან 4 კმ, კაზრეთიდან 34 კმ. სოფელში დგას განვითარებული შუა საუკუნეების ეკლესია, შემორჩენილია ლაპიდარული წარწერა.
სოფელი | |
---|---|
ქვემო ოროზმანი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | ქვემო ქართლი |
მუნიციპალიტეტი | დმანისი |
თემი | ოროზმანი |
კოორდინატები | 41°18′23″ ჩ. გ. 44°12′03″ ა. გ. / 41.3065306° ჩ. გ. 44.2010806° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 1220 მეტრი |
მოსახლეობა | 361 (2014)[1] |
ეროვნული შემადგენლობა | აზერბაიჯანელები 99,5 % |
სასაათო სარტყელი | UTC+04:00 |
სატელეფონო კოდი | (360)[2] |
საფოსტო ინდექსი | 1715[3] |
ისტორია
რედაქტირებასოფლის სახელწოდება „ქვემო ოროზმანი“ დაფიქსირებულია 1898 წლის რუსეთის ერთვერსიან რუკაზე „Орозманъ Н.“ სახით. საბჭოთა პერიოდში ქვემო ოროზმანის სასოფლო საბჭოში ასევე შედიოდა სოფლები ლენინო და პანტიანი. განვითარებული იყო მერძევეობა და მეკარტოფილეობა.
2021 წელს ეროვნული მუზეუმის მკვლევართა გუნდმა (ექსპედიციის ხელმძღვანელი გიორგი ბიძინაშვილი) სოფელთან, აფრიკის კონტინენტის ფარგლებს გარეთ ჰომინიდების გავრცელების ახალი კერა გამოავლინა, რომელიც 1,77-1,84 მილიონი წლით თარიღდება. კარგად შემონახულ განამარხებულ ცხოველთა ნაშთებთან ერთად, გამოვლინდა დმანისის მსგავსი ადრეპალეოლითური არტეფაქტები – ქვის იარაღები, ანატკეცები და ა. შ.[5]
2022 წელს, სოფელში მიმდინარე არქეოლოგიური ექსპედიციის დროს 1,8 მლნ. წლის წინანდელი ადამიანის კბილი აღმოაჩინეს. ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ოროზმანის არქეოლოგიურ ძეგლზე ადამიანის ნაშთი იპოვეს, ამ დრომდე აქ მხოლოდ ცხოველების ნაშთები და ევრაზიის უძველესი მაცხოვრებლების ქვის იარაღები იყო ნაპოვნი.[6]
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 515.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ http://census.ge/en/home
- ↑ http://silknet.com/?module=popup_content&language=ge&product_id=8&type_id=20&attr=city_indexes
- ↑ http://www.gpost.ge
- ↑ საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-07-05.
- ↑ დმანისში ჰომინიდების გავრცელების ახალი კერა იპოვეს
- ↑ ოროზმანში არქეოლოგებმა 1,8 მლნ. წლის წინანდელი ადამიანის კბილი იპოვეს