ქვემო ოროზმანის ეკლესია

ქვემო ოროზმანის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ოროზმანში. აგებულია IX-X საუკუნეებში.

ეკლესია დარბაზულია, ნაგებია ბაზალტის უხეშად დამუშავებული სხვადასხვა ზომის ქვებით. წყობა ირეგულარულია. ქვედა რიგებში უფრო დიდი ზომის ქვებია გამოყენებული, ზედა ნაწილში კი შედარებით მწყობრი თანაბარი ქვის წყობაა. კედლები დაბალ ცოკოლზეა ამოყვანილი. შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. კარი დიდი ზომის არქიტრავითაა დასრულებული. სარკმელი სამია — აღმოსავლეთის, დასავლეთის და სამხრეთის, ვიწრო პატარა ზომის თაღოვანი სარკმლები ერთ ქვაშია ამოჭრილი. სარკმლები შიგნითკენ წირთხლებგაგანიერებულია. კედლები დასრულებულია თაროსებრი ლავგარდნით. აღდგენილია და გადახურული კრამიტით. აფსიდა ნალისებრია. აფსიდის ღერძზე გაჭრილი სარკმლის ორივე მხარეს ნახევარწრიული თაღებია. კონქი სატრიუმფო თაღს ებჯინება, ხოლო კამარა შეკიდულ თაღს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 6363