ერიკ-ემანუელ შმიტი

ერიკ-ემანუელ შმიტი (ფრანგ. Éric-Emmanuel Schmitt; დ. 28 მარტი, 1960, სენტ-ფუა-დე-ლიონი, რონა-ალპები) — ბელგიის მოქალაქეობის მქონე ფრანგი დრამატურგი, მოთხრობების ავტორი, რომანისტი და კინორეჟისორი. მისი ნაწარმოებები ნათარგმნია 40-ზე მეტ ენაზე, ხოლო პიესები დადგმულია 50 ქვეყანაში.[15]

ერიკ-ემანუელ შმიტი
ფრანგ. Éric-Emmanuel Schmitt
დაბადების თარიღი 28 მარტი, 1960(1960-03-28)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] (64 წლის)
დაბადების ადგილი სენტ-ფუა-ლე-ლიონი
საქმიანობა დრამატურგი, ფილოსოფოსი, მთარგმნელი, სცენარისტი, მწერალი, კინორეჟისორი, მსახიობი, ნოველისტი, კომიქსების მწერალი და რომანისტი
ენა ფრანგული ენა
მოქალაქეობა  საფრანგეთი[10]
 ბელგია[11]
ალმა-მატერი პარიზის უმაღლესი ნორმალური სკოლა და lycée du Parc
Magnum opus ოსკარი და ვარდისფერი ქალბატონი, ოდეტ ტულმონდი და სხვა მოთხრობები, ულისე ბაღდადიდან, ბატონი იბრაჰიმი და ყურანის ყვავილები და ნოეს შვილი
ჯილდოები გვირგვინის ორდენის კომანდორი[12] , Knight of the National Order of Quebec[13] , შერბრუკის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი[14] , კონკურ ჟენერალ, ხელოვნებისა და ლიტერატურის ორდენის კავალერი და Grand prix du théâtre
საიტი eric-emmanuel-schmitt.com

ბიოგრაფია

რედაქტირება

ადრეული წლები

რედაქტირება

ერიკ-ემანუელ შმიტის მშობლები ფიზკულტურის მასწავლებლები იყვნენ, მისი მამა მოგვიანებით ფიზიოთერაპევტი და პედიატრი მასაჟისტი გახდა. იგი აგრეთვე ბოქსის ჩემპიონი, ხოლო მისი დედა მედალოსანი მორბენალი იყო.

ერთხელ დედამ შმიტი თეატრში ედმონდ როსტანის „სირანო დე ბერჟერაკის“ დადგმის სანახავად წაიყვანა, რომელშიც მთავარ როლს ჟან მარე ასრულებდა. თეატრიდან გამოსულმა შმიტმა დედას უთხრა, რომ სურდა პოსტერზე გამოსახული მამაკაცის – ედმონდ როსტანის – მსგავსი გამხდარიყო. 16 წლის ასაკში შმიტმა მწერლობა გადაწყვიტა და პიესების წერა დაიწყო, რომლებშიც საშუალო სკოლის დადგმებზე თავადვე თამაშობდა. სტილის გასაუმჯობესებლად მან სხვა მწერლების, განსაკუთრებით კი მოლიერის, მიბაძვა დაიწყო.

განათლება

რედაქტირება

საშუალო განათლება მიიღო სკოლაში Lycée du Parc. 1980-85 წლებში სწავლობდა École normale supérieure-ში (საშუალო ნორმალური სკოლა), რომელიც ფილოსოფიის მასწავლებლის კვალიფიკაციით დაასრულა. 1987 წელს პარიზ-სორბონის უნივერსიტეტში დისერტაციისთვის სათაურით „დიდრო და მეტაფიზიკა“ ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი მიიღო. 1997 წელს აღნიშნული დისერტაცია გამოქვეყნდა სათაურით „დიდრო და ცდუნების ფილოსოფია“.

2002 წლიდან შმიტი ბრიუსელში ცხოვრობს, 2008 წლიდან კი ბელგიის მოქალაქეობას ფლობს.

შმიტმა სამხედრო სამსახური სენტ-კირის სამხედრო აკადემიაში მოიხადა, რის შემდეგაც ორი წელი ბესანკონის უნივერსიტეტში ასისტენტი სტუდენტში იყო. მოგვიანებით კი შერბურის საშუალო სკოლაში ასწავლიდა, შემდეგ კი ჩამბერის უნივერსიტეტში ოთხი წლის განმავლობაში ლექტორი იყო.

1989 წლის 4 თებერვლის ღამეს აჰაგარის უდაბნოში ექსპედიციაზე მყოფი შმიტი კომპანიონებს ჩამორჩა, სადაც მან ღვთაებრივი გამოცხადების მსგავსი სპირიტუალური გამოცდილება მიიღო. შმიტის აზრით, სწორედ ამ გამოცდილებამ მისცა მას სამწერლო მოღვაწეობის დაწყების საშუალება.

1990-იან წლებში შმიტმა თავისი პიესებით რამდენიმე ქვეყანაში მყისიერი პოპულარობა მოიპოვა. „დონ ჟუანი სასამართლო პროცესზე“ 1991 წელს ნანტში დაიდგა. მომდევნო პიესამ სახელწოდებით „სტუმარი“ ავტორს 1994 წელს მოლიერის სამი ჯილდო მოუტანა. სწორედ ამის შემდეგ, მან გადაწყვიტა, ჩამბერის უნივერსიტეტში ლექტორობა შეეტყვიტა და მთლიანად მწერლობისთვის მიეძღვნა თავი.

1996 წელს პირველად დაიდგა შმიტის პიესა „ენიგმას ვარიაციები“, რომელშიც მთავარი როლები ალენ დელონმა და ფრენსის ჰასტერმა შეასრულეს.

შმიტს ჰუმანიტარული მიზნებისთვის დაწერილი აქვს რამდენიმე ერთაქტიანი პიესა. მაგალითად, ამნისტიის საერთაშორისო საღამოსთვის დაწერა „ეშმაკის სკოლა“, ხოლო საფრანგეთის საქველმოქმედო ორგანიზაციის კამპანიისთვის „კულტურა ცვლის ცხოვრებას“ –„ათას ერთი ღამე“.

2000 წელს გამოქვეყნდა შმიტის რომანი „პილატეს სახარება“, რომელშიც იესოს ცხოვრებაზე პილატეს პერსპექტივიდან მოგვითხრობს. რომანმა კრიტიკული და კომერციული წარმატება მოიპოვა.

შმიტის „უხილავი ციკლი“ რელიგიურ თემაზე დაწერილ რომანებს აერთიანებს. „მილაპერა“ ბუდიზმის შესახებაა“ „ბატონი იბრაჰიმი და ყურანის ყვავილები“ – სუფიზმის, „ოსკარი და ვარდისფერი ქალბატონი“ქრისტიანობის, „ნოეს შვილი“ – იუდაიზმის, „სუმოისტი, რომელიც ვერ სუქდებოდა“ – ძენ ბუდიზმის, ხოლო „ათი შვილი, რომლებიც მადამ მინგს არასოდეს ჰქოლია“ – კონფუციანიზმის.

შმიტს ასევე გამოქვეყნებული აქვს მოთხრობათა კრებულები. „ოდეტ ტულმონდი“ რვა ქალის შესახებ დაწერილ რვა ნოველას აერთიანებს. „ოსტენდელი მეოცნებე“ (2007) წარმოსახვის ძალას ეძღვნებდა. „კონცერტი ანგელოზთა ხსოვნას“ (2010) ოთხ ნოველას აერთიანებს, რომელთა პერსონაჟებსაც წარსულის გამო სინდისი ქენჯნით. კრებულისთვის შმიტმა გონკურის პრემია მიიღო. „ორი მამაკაცი ბრიუსელიდან“ (2012) ფარული სიყვარულის თემას იკვლევს.

2008 წელს შმიტი რომანისტობას დაუბრუნდა და გამოაქვეყნა „ულისე ბაღდადიდან“. მისი მთავარი პერსონაჟი იმ გზა გადის, რომელიც მილიონობით მის მსგავს უსაფრთხო ადგილის მაძიებელს გაუვლია. იგი დაბომბვების გამო, რომელსაც მისი ოჯახის წევრები შეეწირნენ, ბაღდადს ტოვებს და ევროპისკენ მიეშურება.

შმიტი მოყვარული მუსიკოსი და მოცარტის თაყვანისმეველია. მას ფრანგულ ენაზე თარგმნილი აქვს მოცარტის ოპერები: „ფიგაროს ქორწინება“ და „დონ ჯოვანი“.

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება

რომანები

რედაქტირება

მოთხრობების კრებული

რედაქტირება

მცირე რომანები

რედაქტირება

Le Cycle de l'invisible“ (უჩინარის ციკლი)

რედაქტირება

Cycle de l'invisible“ მოიცავს რამდენიმე მცირე რომანსა და მოთხრობას.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Deutsche Nationalbibliothek Record #118046780 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. Discogs — 2000.
  3. filmportal.de — 2005.
  4. BD Gest'
  5. ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  6. Roglo — 1997. — 10000000 ეგზ.
  7. AlKindi
  8. Babelio — 2007.
  9. Munzinger Personen
  10. Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  11. http://www.dhnet.be/infos/belgique/article/211425/ils-sont-devenus-belges.html
  12. https://www.7sur7.be/show/eric-emmanuel-schmitt-decore-commandeur-de-l-ordre-de-la-couronne~aabcfb38/
  13. http://www.ordre-national.gouv.qc.ca/membres/membre.asp?id=3503
  14. https://www.usherbrooke.ca/actualites/nouvelles/details/33341
  15. Son site officiel