ბატონი იბრაჰიმი და ყურანის ყვავილები

ბატონი იბრაჰიმი და ყურანის ყვავილები (ფრანგ. Monsieur Ibrahim et les Fleurs du Coran) — ფრანგი დრამატურგის ერიკ-ემანუელ შმიტის რომანი. გამოიცა 2001 წელს. ქართულად 2011 წელს ითარგმნა.

„ბატონი იბრაჰიმი და ყურანის ყვავილები“
ავტორი ერიკ-ემანუელ შმიტი
ქვეყანა საფრანგეთი
ენა ფრანგული
ჟანრი რომანი
გამოცემის თარიღი 2001
გვერდი 96
ISBN 9782226126269

„ბატონი იბრაჰიმი და ყურანის ყვავილები“ თავდაპირველად პიესის სახით დაიწერა, რომელიც შმიტის მეგობრის, ბრუნო აბრაჰამ კრემერის ცხოვრებაზე იყო დაფუძნებული. მან თავად სთხოვა შმიტს, დაეწერა პიესა მის ცხოვრებაზე, პარიზში გატარებულ ბავშვობაზე და ბაბუასთან, ბატონ აბრაჰამთან, განსაკუთრებულ ურთიერთობაზე. პიესას მხოლოდ ერთი პერსონაჟი – მოსე, ზრდასრულობაში „მომო“ – ჰყავდა, რომელიც თავის ბავშვობას იხსენებდა. 2001 წელს შმიტმა ნაწარმოები ხელახლა დაწერა და მოკლე რომანის სახით გამოაქვეყნა, რომელიც მისი რელიგიური თემატიკის სერიის „უხილავის ციკლი“ მეორე წიგნი გახდა.

გარკვეული თვალსაზრისით ნაწარმოები ჰგავს რომენ გარის რომანს „ცხოვრება წინაა“, რომელიც მან ემილ აჟარის ფსევდონიმით გამოაქვეყნა. მისი პერსონაჟი ახალგაზრდა მუსლიმი ბიჭი სახელად მომოა (მუჰამედის მეტსახელი), რომელიც ქალბატონ როზასთან – ხანდაზმულ ებრაელთან – ერთად ცხოვრობს. მომო ხშირას სტუმრობს ბატონ ჰამილს, მოხუც მუსლიმ მამაკაცს, რომელიც მას რელიგიას ასწავლის. მათ შორის ბაბუა-შვილიშვილის ურთიერთობა ყალიბდება, რომელიც საკმაოდ ჰგავს მომოსა და ბატონი იბრაჰიმის ურთიერთობას.

შინაარსი

რედაქტირება

ცამეტი წლის მომო მამამაც მიატოვა და სულ მარტო დარჩა. მომოს ერთადერთი არაბი მეგობარი ჰყავს, ბატონი იბრაჰიმი, საბაყლოს მფლობელი ცისფერი ქუჩიდან.

შმიტი რომანში ცდილობს, პატარა მომოს თვალით დაგვანახოს, რომ გარეგნული იერსახე ხშირად მატყუარაა; ცისფერი ქუჩა, თურმე, შეიძლება სულაც არ იყოს ცისფერი; არც არაბი იყოს არაბი და შესაძლოა არც ცხოვრება იყოს ისეთ სევდის მომგვრელი, როგორიც ჰგონიათ ხოლმე.

წიგნის საშუალებით, შმიტს სურდა ეჩვენებიდა პარიზის გარეუბანში მცხოვრები ებრაელი ბიჭისა და მუსლიმი მაღაზიის მეპატრონის ისტორია, თუმცა ისე, რომ რელიგია რომანის სიუჟეტის მთავარ ასპექტად არ ექცია. სიუჟეტის ძირითადი თემაა ის, რომ მომო თავისუფლდება პიროვნული ციხიდან, რომლის მიზეზიც მისი დისფუნქციური ოჯახი იყო. მამას თითქმის ვერ ნახულობდა, დედამ დაბადებისთანავე მიატოვა, უფროსი ძმა კი არასდროს უნახავს, თუმცა მამა ყოველთვის მას ადარებდა.

მიუხედავად ამისა, რომანი გამოკვეთილად რელიგიური ხასიათისაა.

  • ორივე პროტაგონისტს რელიგიური სახელი აქვს. ერთს, პატრიარქი აბრაამის, რომელიც მუსლიმურად „იბრაჰიმია“, ხოლო მეორეს – მოსეს. მათი სახელები იუდაიზმსა და ისლამს შორის არსებულ კავშირს გვაჩვენებს.
  • რომანის მეორე რელიგიური ასპექტი ბატონი იბრაჰიმის ყურანში განსწავლულობაა. იგი ღიად აზროვნებს, მას აქვს აშკარა რელიგიური რწმენა, რომლითაც საკუთარი თავისთვის სიმშვიდე მოაქვს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება