ოსკარი და ვარდისფერი ქალბატონი

ერიკ-ემანუელ შმიტის რომანი

ოსკარი და ვარდისფერი ქალბატონი (ფრანგ. Oscar et la dame rose) — ფრანგი მწერლის, ერიკ-ემანუელ შმიტის ნაწარმოები ეპისტოლურ ჟანრში. პირველად გამოიცა 2002 წელს. წარმოადგენს სერია Cycle de l'invisible-ის („უჩინარის ციკლი“) მესამე თავს.

„ოსკარი და ვარდისფერი ქალბატონი“
Oscar et la dame rose

ავტორი ერიკ-ემანუელ შმიტი
ქვეყანა საფრანგეთი
ენა ფრანგული
სერია Cycle de l'invisible („უჩინარის ციკლი“)
ჟანრი ეპისტოლური
გამომცემელი Éditions Albin Michel (ორიგინალი გამოცემა);
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა (ქართული გამოცემა)
გამოცემის თარიღი 2002
მთარგმნელი მერაბ ფიფია
ქართულად გამოიცა 2012
გვერდი 100 (ორიგინალი გამოცემა);
88 (ქართული გამოცემა)
წინამორბედი Monsieur Ibrahim

ნაწარმოებმა დიდი პოპულარობა მოიპოვა როგორც საფრანგეთში, ისე მის საზღვრებს გარეთ.

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

ათი წლის ბიჭი — სახელად ოსკარი, სიმსივნითაა დაავადებული. იგი აღწერს საკუთარ ცხოვრებას საავადმყოფოში, სადაც, ბავშვებზე ვარდისფერ უნიფორმაში გამოწყობილი ექთნები — ე.წ. „ვარდისფერი ქალბატონები“ ზრუნავენ. ოსკარისთვის, ერთ-ერთი ვარდისფერი ქალბატონი (დედა-როზა), მეორე დედად იქცა. როდესაც მან შეიტყო, რომ სიცოცხლის თორმეტი დღე დარჩა, დედა-როზამ მას ერთგვარი თამაში შესთავაზა, რომლის მიხედვითაც, ოსკარის სიცოცხლის დარჩენილი თითოეული დღე ათ წელიწადს უდრიდა. ოსკარი ყოველი დღის განმავლობაში წერილებს წერს, რომელთა ადრესატიც ღმერთია.

საავადმყოფოში, ოსკარს რამდენიმე მეგობარი ჰყავს — „პოპ-კორნი“, „ბეკონი“, „აინშტაინი“. ეს ზედმეტსახელები, თითოეულის დაავადებას უკავშირდება. ოსკარს საავადმყოფოს ერთ-ერთი პაციენტი, „პეგი-ბლუ“ უყვარდება, რომელიც, ეიზენმენგერის სინდრომის გამო ლურჯადაა შეფერილი.

პერსონაჟები

რედაქტირება
  • ოსკარი (მთავარი გმირი)
  • დედა-როზა (ოსკარზე მზრუნველი „ვარდისფერი ქალბატონი“)
  • პეგი-ბლუ (გოგონა ეიზენმენგერის სინდრომით)
  • ოსკარის მშობლები
  • „ბეკონი“ (ოსკარის ერთ-ერთი მეგობარი)
  • „აინშტაინი“ (ჰიდროცეფალიის მქონე ბიჭი)
  • ექიმი დიუსელდორფი

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება