„ულისე ბაღდადიდან“ (ფრანგ. Ulysse from Bagdad) — ფრანგი დრამატურგისა და მწერლის ერიკ-ემანუელ შმიტის რომანი. გამოიცა 2008 წელს. ქართულად 2011 წელს ითარგმნა და გამოიცა („ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“).

შინაარსი

რედაქტირება

საად საადს, ნაწარმოების მთავარ გმირს, ბაღდადის დატოვება გადაუწყვეტია. ქალაქისა, სადაც დაბომბვის დროს მისი არაერთი ახლობელი და ნათესავი დაიღუპა, მათ შორის საადის საცოლეც. საადს ნებისმიერ ფასად სურს, ჩააღწიოს ევროპაში, რომელიც მის წარმოდგენაში თავისუფლებისა და საამური მომავლის ტოლფასია. ამისათვის კი უნდა მოახერხოს საზღვრის გადაჭრა, თუმცა ჯიბეში ერთი დინარიც არ უჭყავის; გადაურ­ჩეს გემის ჩაძირვას; მოადუნოს ციკლოპი ციხისთავის სიფრთხილე და გათავისუფლდეს სიცილიელი კალიფსოს ჯადოქრული ხიბლისგან.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება