„პილატეს სახარება“ (ფრანგ. L'Évangile selon Pilate) — ფრანგი დრამატურგისა და რომანისტის, ერიკ-ემანუელ შმიტის, რომანი, რომელიც გამოიცა 2000 წელს. ქართულ ენაზე 2011 წელს ითარგმნა.

შინაარსი

რედაქტირება

პირველ ნაწილში ზეთისხილის ბაღში განმარტოებული იეშუა მოუთმენლად ელოდება მის დასაპატიმრებლად გამოგზავნილ ჯარისკაცებს. მათ მოსვლამდე კი საკუთარ თავგადასავალს იხსენებს და კიდევ ერთხელ აანალიზებს, რა ზებუნებრივმა ძალამ აქცია ის – უბრალო დურგლის შვილი ადამიანთა სულიერ წინამძღოლად, სასწაულმოქმედ მკურნალად, მარადიული სიყვარულის, მონანიებისა და მიტევების მქადაგებლად...

მეორე ნაწილში ჯვარცმული იეშუას წამებიდან სამი დღის შემდეგ, პასექის დილას პილატე მანამდე გაუგონარ საგამოძიებო საქმეში ერთვება: მიცვალებული გაქრა და ცოტა ხანში მკვდრეთით აღმდგარი ისევ გამოეც­ხადა საზოგადოებას. საგონებელში ჩავარდნილი პილატე დაუღალავად იძიებს გვამის გაქრობის საკითხს და თანდათან, მიუხედავად იმისა, რომ მკვდრეთით აღმდგარი იეშუა თავისი თვალით არ უნახავს, მის სულში ეჭვთან ერთად მესიის რწმენა იკაფავს გზას.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება