ერაყის საგარეო ურთიერთობები
ერაყის საგარეო ურთიერთობები ქვეყნის მიერ არჩეულ კურსს ასახავს საერთაშორისო ურთიერთობებში.1980-იანი წლებიდან ერაყის საგარეო ურთიერთობებზე სადამ ჰუსეინის ადმინისტრაციის მიერ მიღებული საკამათო გადაწყვეტილებები დიდ გავლენას ახდენდა. სადამ ჰუსეინს კარგი ურთიერთობები ჰქონდა საბჭოთა კავშირთან და ზოგერთ დასავლურ სახელმწიფოსთანაც, მათ შორის საფრანგეთთან და გერმანიასთან, რომლებიც ერაყს მოწინავე შეიარაღების სისტემებს აწვდიდნენ. სადამ ჰუსეინს აშშ-სთან ურთიერთობები ნაკლებად ჰქონდა, მიუხედავად იმისა, რომ ირან-ერაყის ომის დროს აშშ ერაყს უჭერდა მხარს. ქუვეითში შეჭრის შემდეგ, რასაც სპარსეთის ყურის მეორე ომი მოჰყვა, ერაყის ურთიერთობები არაბულ და დასავლურ სამყაროსთან მნიშვნელოვნად შეიცვალა. ეგვიპტე, საუდის არაბეთი, სირია და სხვა ქვეყნები ქუვეითს უჭერდნენ მხარს. 2003 წელს სადამ ჰუსეინის რეჟიმის დამხობის შემდეგ საგარეო საქმეთა მინსიტრად ჰოშიარ ზებარი დაინიშნა. 2020 წლის ივნისიდან ერაყის საგარეო საქმეთა მინისტრი ქურთი ფუად ჰუსეინია.
საერთაშორისო ორგანიზაციების წევრობა
რედაქტირებაერაყი შემდეგი საერთაშორისო ორგანიზაციების წევრია: არაბული ქვეყნების ლიგა, არაბული სავალუტო ფონდი, ეკონომიკური და სოციალური განვითარების არაბული ფონდი, არაბული ეკონომიკური გაერთიანების საბჭო, დასავლეთ აზიის ეკონომიკური და სოციალური კომისია, G-77, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაცია, ინტერპოლი, სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაცია, საერთაშორისო ტელეკომუნიკაციების კავშირი, მიუმხრობლობის მოძრაობა, ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაცია, ნავთობის ექსპორტიორი არაბული ქვეყნების ორგანიზაცია, ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაცია, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, საერთაშორისო საფოსტო კავშირი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, მსოფლიო ბანკი.
ორმხრივი ურთიერთობები
რედაქტირებააზია
რედაქტირებაიორდანია
რედაქტირება1980-იანი წლებიდან ერაყსა და იორდანიას შორის ურთიერთობები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, როდესაც ირან-ერაყის ომის დროს იორდანიამ ერაყს დაუჭირა მხარი. იორდანია მხარს უჭერდა ერაყს სპარსეთის ყურის მეორე ომის დროსაც, რამაც ქვეყნებს შორის კავშირების გაუმჯობესებას შეუწყო ხელი. ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობები გაცივდა აბდულა II-ის გამეფების შემდეგ. იორდანიის მეფე არაბული სახელმწიფოების ლიდერებიდან პირველი იყო, რომელიც სადამ ჰუსეინის რეჟიმის დამხობის შემდეგ ერაყს ეწვია. იორდანია ერთ-ერთია არაბული სახელმწიფოების იმ მცირე რაოდენობიდან, რომელთაც ერაყში ელჩი ჰყავთ.[1] იორდანიის საელჩო ბაღდადში მდებარეობს, ხოლო ერაყის საელჩო ამანში.
ქუვეითი
რედაქტირებაერაყ-ირანის ომის დასრულების შემდეგ ქუვეითმა ერაყს 65 მილიარდი ამერიკული დოლარის ვალის ჩამოწერაზე უარი უთხრა. ქუვეითის მიერ ნავთობის წარმოების 40%-ით გაზრდას ორ სახელმწიფოს შორის ეკონომიკური მეტოქეობა მოჰყვა. ერაყმა ქუვეითის გადაწყვეტილება აგრესიის გამოხატულებად მიიჩნია. ურთიერთობები უფრო დაიძაბა თვეების შემდეგ, როდესაც ერაყმა ქუვეითს საზღვრის მახლობლად, რუმაილის ნავთობის ველზე ნავთობის მოპოვებაში დასდო ბრალი.[2] 1990 წლის აგვისტოში ერაყი ქუვეითში შეიჭრა და მცირე ხნით მისი ანექსირებაც მოახდინა.
2019 წლის აგვისტოში ერაყმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციას საპროტესტო წერილი გაუგზავნა გეოგრაფიულ ცვლილებებთან დაკავშირებით, რომლებიც ქუვეითის მთავრობამ მარკერ 162-ის მახლობელ საზღვაო ტერიტორიაზე განახორციელა.[3][4]
2021 წლის მარტში ერაყმა განაცხადა, რომ მან ქუვეითს უკვე გადაუხადა 50 მილიარდი ამერიკული დოლარი და მხოლოდ 2.5 მილიარდი ამერიკული დოლარი დარჩა გადასახდელი.[5]
ლიბანი
რედაქტირებაერაყსა და ლიბანს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1943 წელს დამყარდა. ორივე სახელმწიფო უარს ამბობს ისრაელის აღიარებაზე და მხარს უჭერს პალესტინელებს.
ისტორიის მანძილზე ერაყსა და ლიბანს ახლო კულტურული და პოლიტიკური ურთიერთობები ჰქონდათ. სადამ ჰუსეინის რეჟიმის დროს ბაათისტურ პარტიას მჭიდრო კავშირი ჰქონდა ბაშირ ჟმაიელთან და ამინ ჟმაიელთან. ქვეყნებს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო გამყარდა მას შემდეგ, როდესაც ერაყის წარმომადგენლებმა ლიბანის მეორე ომის დროს ისრაელის მოქმედებები ღიად დაგმეს.
ჩრდილოეთი კორეა
რედაქტირებაერაყსა და ჩრდილოეთ კორეას შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1968 წლის 9 ივლისს დაიწყო, თუმცა 1980 წლის 10 ოქტმბერს, ერაყ-ირანის ომის შემდეგ შეწყდა. სახელმწიფოებმა ურთიერთობები ხელახლა დაამყარეს 2008 წლის 29 სექტემბერს. 1970-1980-იან წლებში ერაყს საელჩო ფხენიანში ჰქონდა, ხოლო ჩრდილოეთ კორეას ბაღდადში.
ომანი
რედაქტირებაერაყსა და ომანს შოირს ურთიერთობები შუმერებიდან იწყება, რომლებიც არაბეთის ნახევარკუნძულის აღმოსავლეთ ბოლოს მაგანს უწოდებდნენ.[6] 1990 წელს სადამ ჰუსეინის ქუვეითში შეჭრის შემდეგ ომანმა ერაყში საელჩო დახურა. 2019 წლის 12 მაისს ომანმა გამოაცხადა, რომ ბაღდადში საელჩოს ხელახლა გახსნა აპირებს.[7]
ფილიპინები
რედაქტირებაფილიპინებსა და ერაყს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1975 წლის 12 იანვარს დამყარდა, როდესაც ერაყის საელჩო მანილაში გაიხსნა. ამას 1980 წლის 9 სექტემბერს ბაღდადში ფილიპინების საელჩოს გახსნა მოჰყვა. 2004 წელს უსაფრთხოების გამო ფილიპინებმა საელჩო ამანში გადაიტანა, ხოლო ერაყმა მანილაში საელჩო 2003 წლის სექტემბერში დახურა. ფილიპინებმა საელჩო ბაღდადში 2011 წლის ნოემბერში დააბრუნა.[8]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Iraq – Trade and Diplomatic Relations with the EU დაარქივებული 2018-10-07 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ „Jordan's Abdullah first Arab leader to visit Iraq“. ABC News. 11 August 2008. ციტირების თარიღი: 21 February 2015.
- ↑ Stork, Joe, Lesch, Ann M (1990). „Background to the Crisis: Why War?“. Middle East Report (167): 11–18. doi:10.2307/3012998. JSTOR 3012998.
- ↑ Iraq (2019-08-09). „Letter dated 7 August 2019 from the Permanent Representative of Iraq to the United Nations addressed to the Secretary-General“ (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 December 2021. ციტირების თარიღი: 23 December 2021. დამოწმება journal საჭიროებს
|journal=
-ს (დახმარება) - ↑ UK, Integrity. Ku-wait Right There! Iraq Accuses Kuwait of Infringing Shared Maritime Borders – Integrity UK en-US. ციტირების თარიღი: 2021-12-23
- ↑ Iraq says paid $50 bln in war reparations to Kuwait. ციტირების თარიღი: 2021-12-23
- ↑ „Envoy speak: Oman-Iraq relations flourish in new era“. Times of Oman. 13 April 2014. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 May 2019. ციტირების თარიღი: 13 May 2019.
- ↑ „Oman Says It Will Reopen Its Embassy in Iraq“. The New York Times. 12 May 2019.
- ↑ The history of the relations between Iraq and the Philippines started in 1975 when the Iraqi embassy in Manila opened on 12/1/1975 , and the Philippine Mission began its work in Baghdad on 19/9/1980. Embassy of The Republic of Iraq in Manila (2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-06-27. ციტირების თარიღი: 2013-11-12