ემილიო სალგარი
ემილიო სალგარი (იტალ. Emilio Carlo Giuseppe Maria Salgàri) 一 იტალიელი სათავგადასავლო და სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრში მოღვაწე ავტორი.[2]
ემილიო სალგარი | |
---|---|
Emilio Salgàri | |
სრული სახელი | Emilio Carlo Giuseppe Maria Salgàri |
დაბადების თარიღი | 21 აგვისტო, 1862 |
დაბადების ადგილი | ვერონა, იტალია |
გარდაცვალების თარიღი | 25 აპრილი, 1911 |
გარდაცვალების ადგილი | ტურინი, იტალია |
დასაფლავებულია | Monumental Cemetery of Verona |
ფსევდონიმი | კაპიტანი სალგარი |
საქმიანობა | ჟურნალისტი, მწერალი |
ენა | იტალიური |
ეროვნება | იტალიელი |
მოქალაქეობა | იტალია |
ალმა-მატერი | Q107986776?[1] |
ჟანრი | სათავგადასავლო, სამეცნიერო ფანტასტიკა |
Magnum opus | შავი კორსარი |
გავლენა მოახდინეს | |
ცნობილია, რომ იტალიაში მისი ნაშრომები გაცილებით უფრო წაკითხვადი იყო, ვიდრე თვით დანტე ალიგიერის პოემები. მისი ნაწარმოებები პოპულარობას დღემდე არ კარგავს და, დღესდღეობითაც, ის გამწესებულია იმ ორმოც საუკეთესო იტალიურენოვან ავტორთა შორის, რომელთა ტექსტებიც ყველაზე ხშირად თარგმნადია მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ავტორის გამორჩეულ ნაშრომთა უმეტესობა ადაპტირებულია, როგორც კომიქსებად, ისევე მხატვრულ ფილმებად და ანიმაციურ სერიალებადაც კი. მიიჩნევა იტალიური სათავგადასავლო მხატვრული ლიტერატურისა და იტალიური პოპ-კულტურის მამად, აგრეთვე, კრიტიკოსთა მიერ შეფასებულია, როგორც "იტალო-ვესტერნის ბაბუა“.[3]
გარდა სათავგადასავლო რომანებისა, იტალიურ მწერლობაში ის სამეცნიერო ფანტასტიკური ლიტერატურის ერთ-ერთ პიონერად მიიჩნევა.[4]
ცხოვრება
რედაქტირებაემილიო სალგარი დაიბადა ქალაქ ვერონაში, მოკრძალებული ვაჭრების ოჯახში. იგი ბავშვობიდანვე იყო გატაცებული ზღვით და ოკეანოლოგიის მიმართ დიდი ინტერესით იყო განმსჭვალული. ის შეისწავლიდა მეზღვაურობას ვენეციის საზღვაო ტექნიკურ სასწავლებელში, თუმცა, ცუდი აკადემიური მოსწრებისდა გამო, მან კურსის დამთავრება ვერ მოახერხა.
მან სამწერლობო მოღვაწეობა მაშინ დაიწყო, როცა, ყოველდღიურ გაზეთ La Nuova Arena-ში, რეპორტიორად მუშაობას შეუდგა. აქ მან საკუთარი რამდენიმე ნაწარმოები სერიებად დაბეჭდა. რამდენადაც იზრდებოდა მისი თხრობის ტექნიკის ხარისხი, იმდენადვე იგი იხვეჭდა „თავგადასავლებით აღსავსე ცხოვრების მოყვარული კაცის“ რეპუტაციას, რაც, რეალურად, სიცრუე იყო. ის ამტკიცებდა, რომ იყო სუდანში, შეისწავლა ამ უკანასკნელის ტერიტორიაზე მოქცეული საჰარას უდაბნოს ნაწილი, რომ შეხვდა ბუფალო ბილს ნებრასკაში (რეალურად, ის მას მაშინ შეხვდა, როცა ბუფალო ბილი ვესტერნი ჟანრის ფილმის გადაღებისას იტალიაში იმყოფებოდა) და რომ გაცურა „შვიდივე ზღვა“. მისი ადრეული ავტობიოგრაფიული ჩანაწერები სავსე იყო სათავგადასავლო ისტორიებით, რომელთა მოქმედებათა უმეტესობაც შორეულ აღმოსავლეთში მიმდინარეობდა 一 სწორედ ამ ისტორიებმა იქონია გარდამტეხი გავლენა მის შემოქმედებაზე და სწორედ აქ მიღებული გამოცდილებით შთაგონებულმა შექმნა საკუთარი არაერთი ცნობილი ნაწარმოები. სინამდვილეში, სალგარს ადრიატიკის ზღვის გაღმა, მთელი სიცოცხლის მანძილზე, არსად გაუღწევია.
საკუთარი ენთუზიაზმი ძიებისა და თავგადასავლების მიმართ მწერლობისკენ მიმართა. მისი პირველი მოთხრობები გაზეთებში იბეჭდებოდა. სალიტერატურო კარიერის დასაწყისში, ის საკუთარ ნაშრომებს „კაპიტანი სალგარის“ ფსევდონიმის ქვეშ აქვეყნებდა. ერთხელ, ამ ზედმეტსახელის გამო დუელშიც კი გაიწვიეს, იმ საბაბით, რომ მისი ამ ერთგვარი წოდების კუთვნილება ეჭვქვეშ დადგა.
მიუხედავად იმისა, რომ, იტალიის დედოფლის მიერ, იგი რაინდად შეირაცხა (ეს ტიტული მისი გამორჩეული ნაწარმოების 一 შავი კორსარი (1898) 一 გამოქვეყნების შემდეგ მიიღო) და მყისვე პოპულარულ პიროვნებად იქცა მთელ იტალიაში, სალგარი საკუთარი წიგნების გამოქვეყნების შედეგად მცირე შემოსავალს იღებდა და სიცოცხლის უმეტესი ნაწილი მან სიღარიბეში გაატარა.
სალგარი დაქორწინდა იდა პერუციზე 一 მეტსახელად " აიდა ", რომელთანაც, წლების განმავლობაში, ბედნიერი ცოლ-ქმრული ურთიერთობა აკავშირებდა.[5] წყვილს ოთხი შვილი შეეძინა. სალგარი პირადი ცხოვრება, მოულოდნელად, რამდენიმე ტრაგიკულმა მოვლენამ მოიცვა. 1889 წელს, მისმა მამამ თავი მოიკლა.[6] 1903 წელს იდა სნეულებას მიეცა, რის შემდეგაც სალგარს საკუთარი შემოსავლის უდიდესი ნაწილი მედიკამენტების შეძენასა და სამედიცინო უზრუნველყოფაში წაუვიდა.
ამ მოვლენამ სალგარი დეპრეასიაში ჩააგდო, 1910 წელს კი თვითმკვლელობაც კი სცადა. მას შემდეგ, რაც ის 1911 წელს ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სასოწარკვეთილმა სალგარმა თავი მოიკლა, იაპონური ტრადიციული სუიციდის მეთოდის 一 სეპუკუს 一 მსგავსად, და გარდაიცვალა ამავე წლის 25 აპრილს.[7]
ემილიოსა და იდას ერთ-ერთი ვაჟიშვილი, აგრეთვე, სუიციდით გამოესალმა სიცოცხლეს.[8]
სამწერლობო კარიერა
რედაქტირებასალგარის კალამს ეკუთვნის 200-მდე სათავგადასავლო მოთხრობა თუ რომანი, რომელთა მოქმედებაც, ძირითადად, ეგზოტიკურ გარემოში, განსხვავებული წარმომავლობისა და სტატუსის მქონე პერსონაჟების ფონზე, ვითარდება. მის ლიტერატურულ შთაგონებას უცხოური ლიტერატურისა და გაზეთების, სამოგზაურო ჟურნალებისა და ენციკლოპედიების კითხვით მიღებული ინფორმაცია წარმოადგენდა, რომლითაც ასახავდა საკუთარ პერსონაჟთა შინაგან სამყაროს. მას ეკუთვნის ოთხი ძირითადი სერია: მალაიზიის მეკობრეები, შავი კორსარის საგა, ბერმუდის მეკობრეები და მოთხრობების კრებული, რომელთა მოქმედებაც ძველ დასავლეთში მიმდინარეობს. სალგარის გმირები, ძირითადად მეკობრეები, კანონგარეშე ბარბაროსები არიან, რომლებიც სიხარბის, ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისა და კორუფციის წინააღმდეგ ილაშქრებენ.
მისმა ნაწარმოებებმა იმდენად დიდი პოპულარობა მოიპოვა, რომ მისმა გამომცემელმა სხვა მწერლები დაიქირავა, რათა, მისი სახელით, სხვა სათავგადასავლო ისტორიები შეეთხზათ. მათ ავტორის ლიტერატურულ საგანძურს 50 რომანი შეჰმატეს. სალგარის სტილს ბევრმა მიბაძა, თუმცა ვერც ერთმა იტალიელმა, სათავგადასავლო ჟანრში მოღვაწე ავტორმა, შეძლო მისი შემოქმედებისთვის დამახასიათებელი შტრიხების გამოხატვა მსგავსი მეთოდებით.
ნათარგმნი ლიტერატურა
რედაქტირება- შავი კორსარი (1898)[9]
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- "Emilio Salgari", ROH Press, in English. Also includes images from movies and animated series based on his novels.
- "Emilio Salgari: Literature’s Invisible Man", ROH Press, in English.
- Read a review of the Sandokan series. დაარქივებული 2012-02-08 საიტზე Wayback Machine.
- Carla Passino, "Book of the Week: Sandokan, the Tigers of Mompracem", Italy Magazine, December 2009
- "Italy’s enduring love affair with Emilio Salgari", The Economist, June 2017
- Emilio Salgari — ნამუშევრები პროექტ „გუტენბერგზე“
- ემილიო სალგარი — ნამუშევრები საიტზე Internet Archive
- ემილიო სალგარი — ნამუშევრები საიტზე LibriVox (უფასო აუდიო წიგნები)
- The Tiger of Malaysia, Barga News
- ემილიო სალგარი საიტზე Internet Speculative Fiction Database
- Angela Valenti Durazzo "Il Corsaro Nero Signore di Ventimiglia"
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Gallo C., Bonomi G. Dizionario Biografico degli Italiani — 2017. — Vol. 89.
- ↑ Brioni, Simone; Comberiati, Daniele (2019-07-18) Simone Brioni and Daniele Comberiati, Italian Science Fiction: The Other in Literature and Film. New York: Palgrave, 2019.. ISBN 9783030193263.
- ↑ Giovanni Arpino, Emilio Salgari, il padre degli eroi, Mondadori 1991
- ↑ Brioni, Simone; Comberiati, Daniele (2019-07-18) Simone Brioni and Daniele Comberiati, Italian Science Fiction: The Other in Literature and Film. New York: Palgrave, 2019.. ISBN 9783030193263.
- ↑ https://web.archive.org/web/20080609111653/http://www.italica.rai.it/eng/principal/topics/bio/salgari.htm
- ↑ https://web.archive.org/web/20080609111653/http://www.italica.rai.it/eng/principal/topics/bio/salgari.htm
- ↑ https://web.archive.org/web/20080609111653/http://www.italica.rai.it/eng/principal/topics/bio/salgari.htm
- ↑ https://web.archive.org/web/20080609111653/http://www.italica.rai.it/eng/principal/topics/bio/salgari.htm
- ↑ http://saqmatsne.ge/product/corsar/