ჰენრი რაიდერ ჰაგარდი

ინგლისელი მწერალი

ჰენრი რაიდერ ჰაგარდი (ინგლ. Henry Rider Haggard; დ. 22 ივნისი, 1856 — გ. 14 მაისი, 1925) — ინგლისელი მწერალი, სათავგადასავლო რომანების ავტორი. „დაკარგული სამყაროს“ ქვეჟანრის შემქმნელი[17].

ჰენრი რაიდერ ჰაგარდი
ინგლ. H. Rider Haggard
დაბადების თარიღი 22 ივნისი, 1856(1856-06-22)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12]
დაბადების ადგილი Bradenham
გარდაცვალების თარიღი 14 მაისი, 1925(1925-05-14)[13] [1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] (68 წლის)
გარდაცვალების ადგილი ლონდონი[13]
დასაფლავებულია Church of St Mary, Ditchingham[14]
საქმიანობა მწერალი[15] , რომანისტი[16] , სცენარისტი, სამეცნიერო ფანტასტიკოსი მწერალი და პროზაიკოსი
ენა ინგლისური ენა
მოქალაქეობა  დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის გაერთიანებული სამეფო
ალმა-მატერი იფსუიჩის სკოლა
ჟანრი ფენტეზი, სათავგადასავლო ფანტასტიკა, ისტორიული ლიტერატურა, სამეცნიერო ფანტასტიკა და სათავგადასავლო ლიტერატურა
Magnum opus სოლომონ მეფის საგანძური და ის: თავგადასავლის ისტორია
ჯილდოები ბრიტანეთის იმპერიის ორდენის რაინდი კომანდორი და რაინდი-ბაკალავრი
მეუღლე Mariana Louisa Margitson
შვილ(ებ)ი Lilias Rider Haggard[6] , Arthur John Rider Haggard[6] , Agnes Angela Rider Haggard[6] და Sybil Dorothy Rider Haggard[6]
გავლენა მოახდინეს
ხელმოწერა

ბიოგრაფია რედაქტირება

ადრეული წლები რედაქტირება

ჰენრი რაიდერ ჰაგარდი დაიბადა ნორფოლკის საგრაფოს სოფელ ბრადენჰემში, ინგლისში. ოჯახში იგი ათიდან მერვე შვილი იყო. მისი მშობლები იყვნენ სერ უილიამ მეიბომ რაიდერ ჰაგარდი და ელა დოვეტონი. მამა ადვოკატი იყო, ხოლო დედა — მწერალი და პოეტი[18].

როდესაც წამოიზარდა, ჰენრი ჰაგარდი სასწავლებლად გაგზავნეს ოქსფორშირში, სოფელ გარსინგტონში ჰ. ჯ. გრეჰემთან. თავისი უფროსი ძმებისგან განსხვავებით, რომლებმაც საჯარო სკოლები დაამთავრეს, ჰენრიმ იფსვიჩის გრამატიკულ სკოლაში დაიწყო სწავლა[19]. სწორედ ამიტომ[20], მამამისი მის განათლებაზე უფრო მეტ თანხას ხარჯავდა, ვიდრე ოჯახის სხვა წევრებზე.

მას შემდეგ, რაც ჰენრი ჰაგარდი სამხედრო სასწავლებელში ვერ მოხვდა, ლონდონში გაგზავნეს ბრიტანეთის „ფორინ-ოფისში“ ჩასაბარებლად[19].

სამხრეთ აფრიკა, 1875-1882 რედაქტირება

1875 წელს მამამ ჰენრი რაიდერ ჰაგარდი დღევანდელ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში გაგზავნა[21], სადაც მწერალმა ნატალის პროვინციის გუბერნატორის, ჰენრი ბულვერის მდივნად დაიწყო მუშაობა.

1878 წელს სამუშაოდ გადავიდა ტრანსვაალის პროვინციაში. შემდეგ დაბრუნდა ინგლისში და დაიწყო ლიტერატურული საქმიანობა.

სამწერლო კარიერა რედაქტირება

რომანები რედაქტირება

  • კეჩვაიო და მისი თეთრი მეზობლები (1882)
  • განთიადი (1884)
  • ჯადოქრის თავი (1884)
  • სოლომონ მეფის საგანძური (1885)
  • მონადირე ქუოტერმენის ისტორია (1885)
  • დიდი სხვაობა (1886)
  • ის (1887)
  • ჯესი (1887)
  • ალან ქუოტერმენი (1887)
  • სამი ლომის ისტორია (1887)
  • მისტერ მესონის შურისძიება (1888)
  • მაივას შურისძიება (1888)
  • ჩემი ჭაბუკი და კოუპლანდის მარცხი (1888)
  • პოლკოვნიკი ქუარიჩი (1888)
  • კლეოპატრა (1889)
  • ალანის ცოლი (1889)
  • ბიატრისა (1890)
  • მსოფლიოს სურვილი (1890)
  • ერიკ ბრიგტრეისი (1891)
  • მონტესუმას ასული (1893)
  • დანისლული ხალხი (1894)
  • ჯონ ჰეისტი (1895)
  • მსოფლიოს გული (1895)
  • ეკლესია და შტატი (1895)
  • ჯადოქარი (1896)
  • ექიმი ტერნი (1898)
  • მერცხალი (1898)
  • ფერმერის წელი (1899)
  • ბურების უკანასკნელი ომი (1899)
  • ლომის გაზაფხული (1899)
  • ელიზა; ზიმბაბვეს ბედისწერა (1899)
  • შავი გული და თეთრი გული (1900)
  • ახალი სამხრეთ აფრიკა (1900)
  • ზამთრის პილიგრიმობა (1901)
  • სოფლური ინგლისი (1902)
  • ქალწული მარგალიტი (1903)

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 Encyclopædia Britannica
  3. 3.0 3.1 SNAC — 2010.
  4. 4.0 4.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
  5. 5.0 5.1 IMSLP — 2006.
  6. 6.0 6.1 6.2 6.3 6.4 6.5 Lundy D. R. The Peerage
  7. 7.0 7.1 NooSFere — 1999.
  8. 8.0 8.1 BD Gest'
  9. 9.0 9.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  10. 10.0 10.1 Vegetti Catalog of Fantastic Literature
  11. 11.0 11.1 Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
  12. 12.0 12.1 The Fine Art Archive — 2003.
  13. 13.0 13.1 Хаггард Генри Райдер // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохоров — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  14. Find a Grave — 1996.
  15. Library of the World's Best Literature / C. D. Warner — 1897.
  16. Oxford Dictionary of National Biography / C. MatthewOxford: OUP, 2004.
  17. „Rider Haggard Dies in London Hospital. Author of 'She,' 'King Solomon's Mines' and Many Other Novels Was Nearly 69. He Was Knighted in 1912. An Authority on Agriculture and Sociology. Served on Government Missions“. „ნიუ-იორკ ტაიმზი“. 15 მაისი, 1925. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  18. Lost Races, Forgotten Cities. Violetbooks.com (1925-05-14). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-06-15. ციტირების თარიღი: 2014-09-24.
  19. 19.0 19.1 Haggard, H. Rider (1989). „Introduction and Chronology; by Dennis Butts. In:“, King Solomon's Mines. Oxford University Press, გვ. vii–xxviii. 
  20. Haggard, H. Rider (2002). "H. Rider Haggard". King Solomon's Mines. Modern Library Paperback Edition. v.
  21. Haggard, H. Rider (2002). "H. Rider Haggard". King Solomon's Mines. Modern Library Paperback Edition. vi.