მონტესუმას ასული (ინგლ. Montezuma's Daughter) — ინგლისელი მწერლის ჰენრი რაიდერ ჰაგარდის სათავგადასავლო, ისტორიული რომანი. პირველად გამოიცა 1893 წელს. წარმოადგენს დიდ გეოგრაფიულ აღმოჩენებისადმი მიძღვნილ ნაწარმოებს, სადაც მხატვრული ხერხების გამოყენებით ასახულია ესპანელთა მიერ მექსიკის დაპყრობის ისტორია. მოქმედება ძირითადად ხდება აცტეკთა სახელმწიფოში და მთელი სიმძაფრით აღწერს მათ ტრაგიკულ ბედს.

მოვლენები ვითარდება XVI საუკუნის პირველ ნახევარში. რომანი მოგვითხრობს ინგლისელ ჭაბუკ თომას ვინგფილდზე, რომლის თავგადასავალი იწყება მისი დედის მკვლელობით. თომასი მიემგზავრება ესპანეთში, რათა შური იძიოს თავისი დედის მკვლელზე, მისსავე ბიძაშვილ ხუან დე გარსიაზე. მას ვერც კი წარმოუდგენია რამდენი წელი და რამდენი ქვეყნის შემოვლა დასჭირდება იმისათვის, რომ დასახულ მიზანს მიაღწიოს.

ნაწარმოები ნათარგმნია ქართულ ენაზეც.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება