იტალო-ვესტერნი, სპაგეტი ვესტერნივესტერნის ჟანრის ფილმების ერთ-ერთი ქვემიმდინარეობა, რომელიც წარმოიშვა 1960-იანი წლების შუაში სერჯო ლეონეს ვესტერნების პოპულარობის შედეგად. ამ ტერმინით აღნიშნავდნენ იტალიელი რეჟისორების მიერ გადაღებულ ვესტერნებს. ტერმინი პირველად ესპანელმა ჟურნალისტმა ალფონსო სანჩესმა გამოიყენა. იტალო-ვესტერნების უმრავლესობა იტალიურ ენაზე გამოდიოდა ან არ ჰქონდა ერთი ოფიციალური ენა. ტიპური იტალო-ვესტერნისთვის დამახაასიათებელია იტალიელი რეჟისორი, იტალიელებითა და ესპანელებით დაკომპლექტებული ტექნიკური ჯგუფი და სხვადასხვა ეროვნების სამსახიობო ანსამბლი. 1960-80 წლებში 600-ზე მეტი იტალო-ვესტერნი იქნა გადაღებული. მათგან ყველაზე ცნობილებს მიეკუთვნება სერჯო ლეონეს გადაღებული „დოლარის ტრილოგია“: „ერთი მუჭა დოლარისთვის“ (1964), „რამდენიმე დოლარით მეტი“ (1965) და „კარგი, ცუდი და ბოროტი“ (1966).

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება