ელიზაბეთ ბრიტანელი (1741-1759)

ელიზაბეთ ბრიტანელი (ინგლ. Elizabeth of Great Britain; დ. 10 იანვარი, 1741, უესტმინსტერის სასახლე, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი — გ. 4 სექტემბერი, 1759, კიუს სასახლე, სურეი, დიდი ბრიტანეთი) — ჰანოვერის დინასტიის წარმომადგენელი. დიდი ბრიტანეთის მეფე ჯორჯ II-ის შვილიშვილი, ჯორჯ III-ის და, ჯორჯ IV-ისა და უილიამ IV-ის მამიდა.

ელიზაბეთ ბრიტანელი
წოდებები
დიდი ბრიტანეთის, ირლანდიისა და ჰანოვერის პრინცესა
დაიბადა 10 იანვარი, 1741
გარდაიცვალა 4 სექტემბერი, 1759, (18 წლის)
საგვარეულო ჰანოვერები
მამა ფრედერიკი, უელსის პრინცი
დედა ავგუსტა საქსენ-გოთელი
რელიგია ანგლიკანიზმი

ბიოგრაფია და ნათესაური კავშირები

რედაქტირება

ელიზაბეთი დაიბადა 1741 წლის 10 იანვარს უესტმინსტერის სასახლეში, ლონდონში, დიდი ბრიტანეთის სამეფოში. იგი იყო უელსის პრინც ფრედერიკისა და მისი მეუღლის, პრინცესა ავგუსტა საქსენ-გოთელის ცხრა შვილიდან მეოთხე შვილი და მეორე ქალიშვილი ოთხიდან. მამის მხრიდან მისი პაპა-ბებია დიდი ბრიტანეთის, ირლანდიისა და ჰანოვერის მეფე ჯორჯ II და მისი მეუღლე, დედოფალი კაროლინა ბრანდენბურგ-ანსბახელი იყვნენ, ხოლო დედის მხრიდან საქსენ-გოთა-ალტენბურგის ჰერცოგი ფრიდრიხ II და მისი ცოლი, პრინცესა მაგდალენა ავგუსტა ანჰალტ-ცერბსტელი. მისი და-ძმებიდან აღსანიშნავია დიდი ბრიტანეთის, ირლანდიისა და ჰანოვერის მეფე ჯორჯ III და დანიისა და ნორვეგიის დედოფალი კაროლინა მატილდა ბრიტანელი.

იგი მამიდად და დეიდად ერგებოდა ევროპის შემდეგ მონარქებს: დიდი ბრიტანეთის მეფე ჯორჯ IV-სა და უილიამ IV-ს, ასევე ჰანოვერის მეფე ერნესტ ავგუსტ I-ს, დანიისა და ნორვეგიის მეფე ფრედერიკ VI-სა და დიდი ბრიტანეთის დედოფალ კაროლინა ბრაუნშვაიგელს.

როდესაც 25 დღის გახდა, იგი ნორფოლკის სასახლეში ანგლიკანად მონათლა ოსქფორდის ეპისკოპოსმა თომას სეკერმა. მისი ნათლიები იყვნენ: ბრანდენბურგ-ანსბახის მარკგრაფი კარლ ვილჰელმ ფრიდრიხი (პირველი თაობის ბიძაშვილი მამის მხრიდან, წარმოადგენდა ლორდი ბალტიმორი), დანიისა და ნორვეგიის დედოფალი სოფია მაგდალენა ბრანდენბურგ-კულმბახელი (წარმოადგენდა ვიკონტესა ანა ირვინი) და საქსენ-გოთას ჰერცოგინია ლუიზა დოროთეა საქსენ-მაინინგენელი (მისი ბიცოლა, წარმოადგენდა ლედი ჯეინ ჰამილტონი).

მან ბავშვობა მშობლებთან და და-ძმებთან ერთად კიუს სასახლეში გაატარა, რადგან მამამისს მეფესთან ცუდი ურთიერთობა ჰქონდა და იგი სამეფო კარიდან გაძევებული იყო.

მისი ხანმოკლე ცხოვრების შესახებ ცოტა რამაა ცნობილი. 1751 წელს მამამისი, პრინცი ფრედერიკი გარდაიცვალა. აგრეთვე უცნობია აპირებდნენ თუ არა მის გათხოვებას. იგი 1759 წლის 4 სექტემბერს, სურეიში მდებარე კიუს სასახლეში გარდაიცვალა 18 წლის ასაკში. იგი გადაასვენეს და დაკრძალეს უესტმინსტერის სააბატოში, ლონდონში.

ელიზაბეთ ბრიტანელის ცხოვრებაზე ერთადერთ და მნიშვნელოვან წყაროდ გვევლინება ჰორაციო უოლპოლის წერილები, რომლებშიც იგი პრინცესა ელიზაბეთზე საუბრობდა ხოლმე. განსაკუთრებით დიდი ინფორმაციის წყაროა მისი ჰორაციო მანთან მიწერილი წერილი, რომელიც ელიზაბეთის გარდაცვალების შემდეგ დაწერა.

  • 10 იანვარი, 1741 - 4 სექტემბერი, 1759: მისი სამეფო უდიდებულესობა პრინცესა ელიზაბეთი;

ლიტერატურა

რედაქტირება
  • The London Gazette refers to her more often as Princess Elizabeth[permanent dead link]
  • "Yvonne's Royalty Home Page: Royal Christenings". Archived from the original on 2011-08-27. Retrieved 2008-05-22.
  • Wilkins, William Henry (1904). A Queen of Tears: Caroline Matilda, Queen of Denmark and Norway and Princess of Great Britain and Ireland. London: Longmans, Green and Co. pp. 32–33.
  • Walpole, Horace; Charles Duke Yonge (1890). Letters of Horace Walpole. London: T. Fisher Unwin. pp. 173–177.
  • Genealogie ascendante jusqu'au quatrieme degre inclusivement de tous les Rois et Princes de maisons souveraines de l'Europe actuellement vivans [Genealogy up to the fourth degree inclusive of all the Kings and Princes of sovereign houses of Europe currently living] (in French). Bourdeaux: Frederic Guillaume Birnstiel. 1768. p. 4.